ქართველმა ლეგიონერმა ჯერ არ იცის, დაბრუნდება თუ არა "დნიპროში"
MatchDay-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრებისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძესთან, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ.

- სანდრო, თქვენ კიევის "დინამოსთან" პენალტი გამოიმუშავეთ, თქვენი გუნდი კარგა ხანს წინ იყო, მაგრამ 1:3 დამარცხდით. როგორ კომენტარს გაუკეთებდით ამ თამაშს?

- სიმართლე გითხრათ, ძნელად თუ ვხსნი, რატომ თამაშობს ასე ცუდად მეორე ტაიმებს გუნდი, "დინამოსთან" თამაში ხომ ერთეული შემთხვევა არ იყო. მეორე ტაიმებში ხშირად ვუშვებდით ხელიდან მოგებას. ისეთი გუნდი, როგორიც "დინამოა", შეცდომებს არ გაპატიებს. მეორე ტაიმში ხშირად ვერ ვასწრებდით, მეტოქეს ცარიელი ზონები ექმნებოდა. კიეველებმა მხოლოდ იმიტომ მოიგეს, რომ ჩვენ ამის უფლება მივეცით.

- უკვე სამი ტურია, ვერ იგებთ. ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეს თქვენზე?

- ყოველთვის ცუდია წაგებები, მარტო ტაიმებს ხომ არ ვითამაშებთ, ამ შემთხვევაში სამეულში ვიქნებოდით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ყველა შემთხვევაში, სამუშაო გვაქვს ბევრი, მომდევნო მატჩებში ქულების მაქსიმუმის აღებას შევძლებთ.

- ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ "ვოლინს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

- ახლა მთლიანად უკრაინული ფეხბურთია კრიზისში, "ვოლინი" არ არის გამონაკლისი. დიახ, ახლა გუნდში ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს, მაგრამ გუნდი ისევ იბრძვის. იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და სიტუაციაც გამოსწორდება.

- თქვენ "ვოლინში" იჯარით თამაშობთ. სეზონის მერე დაბრუნდებით "დნიპროში" თუ ისევ "ვოლინში" გააგრძელებთ კარიერას?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი. "დნიპროსთან" კონტრაქტი კიდევ 2,5 წელი მაქვს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მე რეალობის მძევალი ვარ. სეზონს ჩავამთავრებთ და ვნახოთ.

333
თბილისის დინამოში დაბრუნდი დნიპრო კია არა იქნებ ლიგაზე გაძვრეთ...
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანდრო კობახიძის გუნდი ლუცკის "ვოლინი" არსებობას შეწყვეტს
გორის "დილამ" "ვოლინი" დაამარცხა
სანდრო კობახიძე "დნიპროს" განაცხადშია და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
გიორგი გველესიანი კვლავ უგუნდოდაა - "ვოლინს" ფეხბურთელთა შეძენა აეკრძალა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
პოლტაველთა ძრავი - სანდრო კობახიძე უკრაინაში ტურის სიმბოლურში მოხვდა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა