მილანის "ინტერის" გოლკიპერს ჯერ გასარკვევი აქვს
ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ "ინტერს" "ჩელსიდან" 32 წლის მეკარის, პეტრ ჩეხის გადაბირება სურს. როდესაც მილანური გრანდის ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის ჰკითხეს, თუ რა საჭირო იყო ჩეხი, როდესაც გუნდს ჰყავს სამირ ჰანდანოვიჩი, ლეგენდარულმა არგენტინელმა ასეთი პასუხი გასცა:

"ჩვენი სურვილია, რომ ჰანდანოვიჩი "ინტერში" დიდხანს დარჩეს, მაგრამ თვითონ ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და არ ვიცი, როგორ მოგვარდება ეს საკითხი".

მოკლედ, ძანეტიმ არ უარყო, რომ ჩეხის გადაბირებაზე აქტიურად ფიქრობენ და ამის მიზეზი ჰანდანოვიჩის შესაძლო აბარგებაა. 30 წლის სლოვენიელ მეკარეს "ინტერთან" ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულს უმთავრდება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. თუმცა, პრესასთან საუბრისას "ნერაძურის" სიყვარულში უტყდება:

"მილანში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და მსურს, რომ "კარიერა "ინტერში" გავაგრძელო. აქ ყველა პირობა მაქვს შექმნილი იმისთვის, რომ შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო და იმ გუნდის სამსახურში ვიყო, რომელიც ჩემზე ფსონს ჩამოვიდა. 2016 წელს "ნერაძურისთან" კონტრაქტი მიმთავრდება - მილანური კლუბის მესვეურებს არ სურთ ახალი სეზონის დაწყება იმ მეკარესთან ერთად, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ეწურება.

ამიტომ შეთანხმებას უახლოეს მომავალში უნდა მივაღწიოთ და ამ გზაზე პრობლემა არა ჩემპიონთა ლიგა, არამედ ფინანსური დეტალებია. წვრილმანებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც იმედია, მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინტერის" მეკარე მწყობრში ჩადგა და "ნაპოლისთან" სათამაშოდ მზადაა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჰანდანოვიჩი: ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ინტერში" თამაშზე
ჰანდანოვიჩი "მილანთან" თითმოტეხილი ითამაშებს
ომის დასასრული თუ დროებითი ზავი: იკარდი გუნდს უბრუნდება
"ინტერმა" "იუვენტუსთან" სასურველ ყაიმს მიაღწია [VIDEO]
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები