ფიბა-ევროპამ ევრობასკეტი 2011-ის გუნდები კალათებში ოფიციალურად გაანაწილა - საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია

გუშინ ფიბა-ევროპამ ევრობასკეტი-2011-ის გუნდები კალათებში ოფიციალურად გაანაწილა:

I კალათი: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

II კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი.

III კალათი: გერმანია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბელგია.

IV კალათი: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.

V კალათი: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია.

VI კალათი: უკრაინა, ლატვია...

მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ. ეს შეჯიბრება 3-24 აგვისტოს მიმოსვლითი სისტემით გაიმართება.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე 10 გუნდი პირველ-მესამე კალათებში მოხვდა, თუმცა მათი კლასიფიკაცია ევრო-2009 წლის შედეგების მიხედვით მოხდა. მომდევნო 12 ნაკრები 2010 წელს გამართული შესარჩევი ტურნირის შედეგების გათვალისწინებით დახარისხდა.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 30 იანვარს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ვილნიუსის ნაციონალური დრამის თეატრი უმასპინძლებს.

ევრობასკეტი კი 31 აგვისტოს აიღებს სტარტს. 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად განაწილდება. მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა (12 ნაკრები), რომლებიც ორ ჯგუფად გაიყოფა. ერთი ჯგუფიდან გადასულ სამეულებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ, საიდანაც მეოთხედფინალში გასასვლელად ოთხეულში მოხვედრა იქნება საკმარისი. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი.

მანამდე კი ჯერ 30 ინვარია.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა