საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ჩინურ ჩენგდუში, გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება იზეიმა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ჩინურ ჩენგდუში, გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ქართველებმა მე-4 ტურში ყაზახეთის ნაკრები დაამარცხეს (3:1), რომელმაც პირველ ტურში ინდოელებს აჯობა – 2,5:1,5.

ბელა ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით 45-ე სვლაზე ჟანსაია აბდუმალიკს გააჩერებინა საათი, მეორე-მესამე დაფებზე ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე, შესაბამისად, დინარა სადუაკასოვას და გულისაკენ ნახბაიევას დაუზავდნენ, არადა, 47-ე სვლაზე დაშვებული შეცდომა რომ არა, მერის წარმატებისთვისაც შეეძლო მიეღწია. ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით გულმირა დაულეტოვას 39-ე სვლაზე მოუგო.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე შეინარჩუნა ადგილი. ჩვენებს ქულით ჩამორჩება რუსეთის გუნდი, რომელმაც ინდოეთს სძლია – 2,5:1,5 (ჰამფი კონერუ-ვალენტინა გუნინა 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი-ჰარიკა დრონავალი 0:1, რუთ რადმინი-ალექსანდრა გორიაჩკინა 0,5:0,5, ოლგა გირია-სვამინათან სოუმია 1:0).

მე-4 ტურის დანარჩენი მატჩები ასე დამთავრდა: ეგვიპტე-ჩინეთი 0:4, პოლონეთი-სომხეთი 1,5:2,5, უკრაინა-აშშ 3:1.

მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ: საქართველო-7 (11,5), რუსეთი-6 (9,5), ჩინეთი-5 (10), უკრაინა-5 (9), სომხეთი -5 (8,5), აშშ-4 (8), პოლონეთი-3 (8,5), ყაზახეთი-3 (6), ინდოეთი-2 (7), ეგვიპტე-0 (2).

23 აპრილს, მე-5 ტურში ითამაშებენ: აშშ-ინდოეთი, საქართველო-უკრაინა, სომხეთი-ყაზახეთი, ჩინეთი-პოლონეთი, რუსეთი-ეგვიპტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე