"მემფისიც" წინაა
"ატლანტასა" და "ბრუკლინის" სერია ჯერჯერობით სენსაციის გარეშე მიმდინარეობს. "ჰოქსმა" შინ ორივე მატჩი მოიგო, მაგრამ თამაშის ხარისხით ვერ დაიკვეხნის. გუშინ ბუდენჰოლცერის შეგირდებმა თამაშიდან მხოლოდ 39 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და მხოლოდ ბოლო წუთებზე გაიფორმეს გამარჯვება.

პირველ მეოთხედში მასპინძლებმა 12 ქულით დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ მეორე მეოთხედში მეტოქის საშინელმა სროლამ "ნეტსს" 12:0 გაქცევისა და ანგარიშში დაწინაურების საშუალება მისცა. თუმცა დიდ შესვენებამდე პოლ მილსეპმა და კაილ კორვერმა გააბათილეს ექვსქულიანი ჩამორჩენა და საკუთარ გუნდს ინიციატივა დაუბრუნეს.

მესამე მეოთხედში გააქტიურდა პერო ანტიჩი, რომელმაც რვა ქულა დააგროვა. იმავე მილსეპის მხარდაჭერით, მასპინძლებმა რვა ქულით წინ გასვლა მოახერხეს, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კი სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა. მაგრამ ალან ანდერსონმა და ბრუკ ლოპესმა გამონახეს ძალები 10:4 გაქცევისთვის.

შემდეგ ჯო ჯონსონმა და ჯარეტ ჯეკმა ჩააგდეს სამქულიანები და "ატლანტას" უპირატესობა ერთ ქულამდე დავიდა. კეროლმა და ანდერსონმა ზუსტი შეტევები გაცვალეს, მილსეპმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და მეტოქეს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი დაუტოვა, მაგრამ ბოლო შეტევაში დერონ უილიამსმა იოლი საშუალო ტყორცნა ააცილა. "ბრუკლინს" ჯარიმის აღება მოუწია და კაილ კორვერმა ორი ზუსტი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას.

ატლანტა-ბრუკლინი 96:91

29:24, 21:23, 25:20, 21:24

ა: მილსეპი (19+7 მოხსნა), კორვერი (17+4 ჩაჭრა), ტიგი (16+6 პასი), ჰორფორდი (14+13 მოხსნა+7 პასი), შრედერი (12+6 პასი).

ბ: ჯეკი (23+5 მოხსნა), ლოპესი (20+7 მოხსნა), ჯონსონი (19+9 მოხსნა), ანდერსონი (13+5 მოხსნა), უილიამსი (2+10 მოხსნა+8 პასი).

სერია: 2-0

მეორე მატჩში "პორტლენდმა" სცადა რეაბილიტაცია პირველ შეხვედრაში საშინელი რეალიზაციის გამო, მაგრამ სიზუსტის 33-დან 40 პროცენტზე აყვანას შედეგზე არ უმოქმედია.

"ბლეიზერსმა" კარგად დაიწყო. ლამარკუს ოლდრიჯის ხუთიდან ოთხი ზუსტი ტყორცნის წყალობით სტუმრები 10:2 დაწინაურდნენ, მაგრამ "მემფისი" მალე დაბრუნდა თამაშში. მეოთხედის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა, მეორე 12-წუთეულში კი მიზანი გაუცუდდა ოლდრიჯს (1/5), იგივე პრობლემები ჰქონდა დამიენ ლილარდს (2/6). ამ დროს კი "მემფისმა" სრულად დააწესა კონტროლი ორივე ფართან და მეოთხედის განმავლობაში მეორე ტემპით 12 ქულა დააგროვა, თან ხუთიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. სტუმრებს 15:2 სპურტი გამოეპარათ და დიდი შესვენებისთვის "დათვები" 11 ქულით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში "პორტლენდის" სასარგებლოდ კარდინალურად არაფერი შეცვლილა. ლილარდმა სრულად წააგო დუელი მაიკ კონლისთან. "პორტლენდის" მცველმა მესამე მეოთხედში მხოლოდ ერთი შედეგიანი პასი შეასრულა და ერთი ბურთი ჩააგდო. "გრიზლისი" აკურატულად თამაშობდა და მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, "ბლეიზერსს" კი 6 დაკარგვა ჰქონდა.

სულ მატჩში სტუმრებს 14 შეცდომა დაუგროვდათ, რაც 16 გაშვებულ ქულად დაუჯდათ. ამასობაში, მასპინძლების უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა და ასეთი სუსტი თამაშით "პორტლენდი" მატჩის გადამრჩენი არ იყო. "მემფისმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო პლეი ოფის სერიის საწყისი ორი მატჩი.

მემფისი-პორტლენდი 97:82

19:21, 31:18, 23:21, 24:22

მ: ლი (18+3 ჩაჭრა), კონლი (18+6 პასი), მ. გასოლი (15+7 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), რენდოლფი (10+10 მოხსნა), უდრიხი (10).

პ: ოლდრიჯი (24+14 მოხსნა+4 დაფარება), ლილარდი (18), ბატუმი (11+7 მოხსნა+7 პასი), ლეონარდი (10+7 მოხსნა).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე