საფრანგეთის ნაკრებმა "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნული გუნდი პირველად დაამარცხა, რაც ლეგენდარული ფლანკერის, ჟან პრატის დამსახურება იყო
1884 წელი

შოტლანდიის ნაკრები პირველად ეწვია უელსს. ნიუპორტში, "როდნი პარადზე" "სკოტებმა" მასპინძლებს თითო ლელო და არეკნი გაუტანეს, რაზეც უელსელებმა ვერაფრით უპასუხეს.

1889 წელი

ახალი ზელანდიის ნაკრები ჩრდილოეთ ინგლისში ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ "სტოკპორტთან" ფრეს დასჯერდა 3:3. "ოლ ბლექსის" მესამეხაზელმა ჯო ვერბიკმა, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის მთელი ტურნე გამოტოვა, მხოლოდ უელსელებთან ითამაშა.

1952 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა პირველად დაამარცხა სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნული გუნდი - 13:11. "ლე ბლემ" წარმატებას ლეგენდარული ფლანკერის, ჟან პრატის ერთი ლელოს, ორი გარდასახვისა და ერთი საჯარიმოს წყალობით მიაღწია. იქამდე "სკოტებს" შინ ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოგებული ჰქონდათ. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი "მერიფილდზე" 1927 წელს გაიმართა. "ნარშავებმა" მაშინ 23:6 მოიგეს.

1957 წელი

კენ სკოტლენდს დებიუტი ჰქონდა შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. მისი არეკნისა და საჯარიმოს წყალობით "სკოტებმა" პარიზში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგეს - 6:0. სკოტლენდმა "ნარშავების" შემადგენლობაში 27 კეპი მოიხვეჭა. მან ასევე ხუთჯერ ითამაშა "ბრიტანელ ლომებთან" ერთად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1959 წელს.

1963 წელი

პარიზში საშინლად ყინავდა, როცა შოტლანდიელებმა მატჩის ბოლო წუთებზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება შეძლეს. რონი ტომსონმა საჯარიმო ზედ კიდედან გაიტანა, რასაც კენ სკოტლენდმა ლელოც მიაყოლა. "სკოტებმა" 11:6 მოიგეს.

1983 წელი

ამ დღეს დაიბადა არგენტინის ნაკრების შერკინების ბურჯი მარკოს აიერსა. მისი დებიუტი "პუმების" შემადგენლობაში ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა მოყვარული მორაგბე იყო. აიერსამ პროფესიული კონტრაქტი, ინგლისურ ლესტერ "ტაიგერზთან, 2006 წელს გააფორმა. 2007 წლის მსოფლიოს თასზე, სადაც არგენტინის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მან ორ შეხვედრაში ითამაშა.

2002 წელი

"ლესტერ ტაიგერზმა" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში უელსურ "ჰლანეჰლისთან" 12:24 წააგო. ამ ტურნირზე ეს ინგლისური კლუბის ერთადერთი მარცხი იყო. "ტაიგერზმა" ფინალში ირლანდიურ "მანსტერს" სძლია და "ჰაინეკენის თასს" დაეუფლა.

2008 წელი

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა კაპიტნის სამკლავური "კასტრის" მეორეხაზელ ლიონელ ნალეს ჩააბარა. გუნდის მეთაურობა ნალეს მას შემდეგ დააკისრეს, რაც შერკინების ბურჯი რაფაელ იბანესი სანაკრებო კარიერას გამოეთხოვა. 31 წლის ნალე არასდროს ყოფილა "ლე ბლეს" წამყვანი ფიგურა. 2007 წლის მსოფლიოს თასზე ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა.

"ეს გადაწყვეტილება ყველასთვის გასაოცარი იყო. მაშინ მივხვდი, რა დიდი პატივი მერგო წილად. ეს ამბავი განსაკუთრებით იმიტომ მესიამოვნა, რომ კაპიტნად მარკ ლივერმონმა ამირჩია, რომელსაც, როგორც ბრწყინვალე მორაგბეს, დიდ პატივს ვცემდი", - თქვა ლიონელ ნალემ.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა