ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"რამდენჯერმე გამომიძახეს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ არ ამიყვანეს..."

"რამდენჯერმე გამომიძახეს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ არ ამიყვანეს..."

რომელი ქვეყნის ნაკრებს უკავშირებს თავის მომავალს ბექა ვაჩიბერაძე?
კახა კალაძის შემდეგ ბექა ვაჩიბერაძე მეორე ქართველია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია!

მერე რა, რომ დონეცკის "შახტარის" 19 წლის ნახევარმცველმა იუნიორთა ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ითამაშა? რა ასაკობრივი კატეგორიაც უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის წარმატებული თამაში მაინც იშვიათი და მონატრებული ამბავია. თავად ამბობს, უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი ვარო.

ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟი, წლების წინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შეკრებებზეც გამოუძახებიათ, საკონტროლო მატჩებში თავიც გამოუჩენია, მაგრამ... მშობლიურ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა, უკრაინაში კი ჩვენებური საკლუბო დონეზეც გამორჩეულია და ნაკრებშიც.

იყო უკრაინის 16, 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ამჟამად კი U19-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერია. 15 წლისამ ოდესის "ჩერნომორეცის" მაისურით 33 ბურთი გაიტანა უკრაინის 17-წლამდელთა ჩემპიონატის 40 მატჩში, ახლა კი "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის საყრდენი ნახევარმცველია და უკრაინელებმა "ახალი პისარო" შეარქვეს! იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (გადამწყვეტი მატჩი "შახტარმა" 2:3 წააგო ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდულ გუნდთან. - ავტ.) გუნდი სწორედ ბექას გადამწყვეტმა პენალტმა გაიყვანა და სხვა შეხვედრებშიც გამორჩეული იყო.

რომელი ქვეყნის ნაკრებს უკავშირებს თავის მომავალს ბექა ვაჩიბერაძე? ამჯერად ამ თემაზე ლაპარაკისგან თავი შევიკავეთ. თუმცა, ქართველი ჟურნალისტისთვის მიცემული მისი პირველი ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ:

- ქუთაისში დავიბადე. რვა წლის ვიყავი, როცა თბილისში გადავბარგდით და საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" დავიწყე ვარჯიში შოთა ჭეიშვილთან. 14 წლისა ოდესის "ჩერნომორეცში" ჩავირიცხე, სამი წლის შემდეგ დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ვარ და ყველა ასაკობრივი გუნდი გამოვიცვალე. ახალი სეზონიდან "შახტარის" "დუბლებში", ანუ 21-წლამდელთა გუნდში მიწევს თამაში, მაგრამ მითხრეს, რომ ზაფხულის შეკრებას "შახტარის" ძირითად გუნდთან ერთად გავივლი. ვნახოთ, რა იქნება...

- შეთავაზებები სხვა კლუბებიდანაც გაქვს?

- რამდენიმე შემოთავაზება არის, მაგრამ მათ მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ, როცა ზაფხულში "შახტართან" ჩემი კონტრაქტი ამოიწურება.

- ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბენფიკას" კარში გატანილი გადამწყვეტი პენალტი ძალიან ემოციურად აღნიშნე...

- ისე გამიხარდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი (იცინის). "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდგომი პენალტების სერიაშიც მეხუთემ დავარტყი და... ავაცილე. ამის გამო, პენალტი "ბენფიკასთანაც" შეგნებულად შევასრულე ბოლომ - დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი!

- "ჩელსისთან" ფინალი 2:3 წააგეთ. შეიძლებოდა მოგება?

- "ჩელსი" მთელ მსოფლიოში ეძებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, "შახტარში" კი მხოლოდ უკრაინელები ვიყავით. კი გვაჯობეს, მაგრამ ღირსეულად ვითამაშეთ და 5-10 წუთი კიდევ რომ გვქონოდა, ანგარიშის გათანაბრებას აუცილებლად შევძლებდით! იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში შარშანაც ვითამაშეთ და მერვედფინალში 1:3 წავაგეთ "არსენალთან".

- კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ხარ, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია... იცოდი?

- ჩემი გვარის ხსენება ისეთი ფეხბურთელის გვერდით, როგორიც კალაძე იყო, ძალიან სასიამოვნოა! სხვათა შორის, ნაკრებში ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელი კახას კარგად იცნობს...

- ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ხშირი შექება და ცნობილ მოთამაშეებთან შედარება სტიმულია თუ დათვური სამსახური?

- სასიამოვნოა, მაგრამ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. მით უმეტეს, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია!

- "შახტარის" პირველ გუნდთან გაქვთ შეხება, თუ 19-წლამდელები სხვა ბაზაში ემზადებით?

- ერთ ბაზაში ვცხოვრობდით და პირველი გუნდის ვარჯიშებსაც ვადევნებდით ხოლმე თვალს. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჩვენ და 21-წლამდელები პოლტავაში ვცხოვრობთ, პირველი გუნდი კი ხან კიევში ემზადება, ხან ლვოვში.

- მამაშენი, ზაზა ვაჩიბერაძე, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელია და წლების წინ შენც შეტევაში თამაშობდი. ამჟამად, საყრდენი ნახევარმცველი ხარ, თუმცა, შეტევაშიც ხშირად ერთვები და გოლებიც გაგაქვს. ჩანს, ქართული სისხლი არ გასვენებს...

- გოლის გატანა უდიდესი სიამოვნებაა (იცინის)! მანამდე 10-ნომრად ვთამაშობდი, უკრაინის ნაკრებში კი საყრდენად დამაყენეს. "შახტარში" გადასვლის შემდეგაც ამ პოზიციაზე ვთამაშობ და შეტევის წამოწყების ნაცვლად, მეტოქის იერიშის ჩაშლა მევალება. რაც შეეხება მამას, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში!

3 წლის ასაკიდან სულ თან დავყავდი სტადიონზე თუ ბაზაში, ვარჯიშიც პატარა ასაკიდან დამაწყებინა და ახლაც ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ, მე კი უკრაინაში. ჩამოსვლას წელიწადში ორჯერ თუ ვახერხებ...

- უკრაინაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან გაქვს ურთიერთობა?

- როცა უკრაინაში თამაშობდა, ხშირად ვნახულობდი თორნიკე ოქრიაშვილს.

- "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდში კიდევ ერთი მოთამაშეა ქართული გვარ-სახელით - ილია იჩუაიძეზე რას გვეტყვი?

- ილია ჩემი თანატოლია. უკრაინის მოქალაქეა, თუმცა, აქაურ ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია. ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა, ბოლო პერიოდში მარცხენა მცველად ათამაშებენ. მუხლის ტრავმის შემდეგ ოპერაცია დასჭირდა და ბოლო მატჩები ამიტომ გამოტოვა.

- უკრაინის მოქალაქე ხარ, ბოლო წლებია, მანდ ცხოვრობ, მაგრამ... უკრაინელია ბექა ვაჩიბერაძე თუ ქართველი?

- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე... რთული კითხვაა... ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ - ვარ ქართველი უკრაინული პასპორტით!

- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ ადევნებ თვალს?

- რა თქმა უნდა, ვუყურებ და ვგულშემატკივრობ! სხვათა შორის, აპრილის ბოლოს ქართველ 19-წლამდელებს ვეთამაშებით და მიხარია, რომ ჩემს მეგობრებს ვნახავ.

- 2012 წელს უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში 3:1 გაიმარჯვა და იმ შეხვედრაში, სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყავი. გაგიჭირდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუ პირიქით, გინდოდა, დაგემტკიცებინა, რომ თავის დროზე ისტორიული სამშობლოსგან მეტ ყურადღებას იმსახურებდი?

- რამდენჯერმე გამომიძახეს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, მაგრამ არ ამიყვანეს... ნაწყენი ნამდვილად არა ვარ და არც არაფრის დამტკიცება დამიწყია - ევროპის ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩი იყო, მოედანზე გავედი და ვითამაშე...

- 17-18 წლის ასაკამდე თუ თამაშობენ, მერე რა ემართება ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას? მენტალური პრობლემაა, ზარმაცობენ თუ მცირედით კმაყოფილდებიან? შენც ქართველი ხარ და, ალბათ, გიფიქრია ამაზე...

- არ ვიცი... პირადად ჩემთვის, გაუგებარია, ფეხბურთელი მცირედით როგორ უნდა დაკმაყოფილდეს?!

- რაზე ოცნებობს ბექა ვაჩიბერაძე?

- მინდა, ძლიერი ევროპული კლუბის შემადგენლობაში ვითამაშო, "ნამდვილი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში! მესის გამო, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჩემი საყვარელი კლუბი ლონდონის "ჩელსია". ყველაზე მეტად ინგლისში თამაში მინდა!

ავტორი: რატი შელეგია

kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:

ბექა ვაჩიბერაძე - მეორე ქართველი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კახა კალაძის შემდეგ [VIDEO]

ქართველმა ფეხბურთელმა "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა [VIDEO]

უკრაინული მედია: "შახტარში" ფერნანდინიოს "ქართველი პისარო" შეცვლის! [VIDEO]

• JONI

ეხლა რას იტყვით თქვე ...... ბოღმა ვინ ყოფილა? პენალტი ჩვენ კარში ვი დაარტყა, ვინ აძალებდა?

• dudu

კორესპოდენტის ბოლოსწინა კითხვა _ ქართული სპორტული ჟურნალისტიკის კლასიკა! ატრიალებენ ერთი და იგივეს 30 წელია და ვერ ხვდებიან, რო სასაცილოები არიან! თან კითხვაშივე უკვე 17-18 წლის ფეხბურთელებს რო ადანაშაულებს! მე გეტყვით პასუხს და გაიგეთ, ბოლო-ბოლო! ის ემართებათ, რო თამაში არ აქვთ ნასწავლი. არ იციან! არ ასწავლის არავინ! გაიგეთ?

• luka

ჯონი დამადებ გახელილ თვალს ?

• monika

ბექა ვამაყობ შენი წარმატებებით! ჩვენ ხომ ერთი ჯიშის ვართ! გკოცნი ბევრს!მონიკა ვაჩიბერაძე

• avoieee

მიდი გენაცვალე და როცა დიდების ნაკრებში დაგიდგება დრო,მაშინ გადაწყვეტ.მთავარია სულით ქართველი იყო,სულით და სად ითამაშებ,შენთვის სულერთი უნდა იყოს.

• აჩი

მაგაი. ხარ ბექა და უეჭველი მრავალ წარმატებასაც მიაღწევ, მაგრამ ქართველებს რა ეშველებათ, თავისიანის დაფასება რომ არ იციან

• irakli

ჯონი შენ დინამოს პირობები ნახე დარწმუნებული ვარ ზოგ გუნდს ესპანეტში და იტალიაში არა აქვტ ეგეტი მარა ვის რა პეხებს ჭამენ კაი რა რა პირობებიი .....

• Jonis

საწყალი ხარ და მეტი არაფერი. ლეგიონერია და ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ქართველი არ არის ან რომელიმე ქართველზე ნაკლებად უყვარს საქართველო. ასაკობრივი ნაკრები კი არაფერს ნიშნავს, მთავარია დიდ ნაკრებში ჩვენსკენ იყოს თორე ასაკობრივში ყველა ეგრეა :)

• georgiano

JONI შე ხელმოცარულო შურიანო ინტრიგანო!!! ბექა გენაცვალე, წარმატებები და იმედია მომდევნო შესარჩევში საქართველოს ნაკრებში გიხილავთ.

• бориси

ураинис накребши тамашис гирси ки ико да тамашобс кидец маград чвентан хо магали донеа да гирси ар икоо сасацилоа

• Fanito

Joni შენნაირები რო არსებობენ საქართველოში მაგიტომ ვერ მიაგწევენ ვერაფერს ,დაბოგმილი ხალხი ვერაფერს ვერ აგწევთ ცხოვრებაში და მაინც სულ სხაზე ლაპარაკობთ. წარმატებები ამ ბიჭს , მერე ინანებენ მაგრამ გვიან იქნება ......

• joni

არ იყავი ღირსი და არ აგიყვანეს.შახტარის პირობები ქონდეს ჩვენ ბიჭებს და განახებდით სეირს!

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა

კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა

"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია

რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"

შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს

ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა