კვიცი გვარზე ხტის
მიკ შუმახერმა, რომელიც შაბათს გერმანული ფორმულა 4-ის სერიის პირველი ეტაპის საუკეთესო ახალბედად აღიარეს, უკვე კვირას პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამისთვის მას სამი ცდა დასჭირდა:

შაბათს მეცხრე მივიდა ფინიშთან; კვირას, დილის რბოლაში მე-12 იყო, ბოლოს კი გამარჯვებაც იზეიმა.

ოშერსლებენის ტრასაზე ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა პირველი რიგიდან აიღო სტარტი და მალე ლიდერი გახდა - გაუსწრო პოულის მფლობელ ავსტრიელს, ტომას პრაინინგს. ამის შემდეგ მიკმა ყველა შეტევა მოიგერია და პირველი მივიდა ფინიშთან. მისთვის ხელი არ შეუშლია ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლასაც. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიელმა ჯოი მოუსონმა, რომელიც უმცროსი შუმახერის პარტნიორია გუნდ Van Amersfoort Racing-ში.

"რბოლის მოგება - უბრალოდ, დაუჯერებელია, - განაცხადა ფინიშის შემდეგ მიკ შუმახერმა. - ბედნიერი ვარ და სიტყვების პოვნა მიჭირს. სეზონის პირველი ეტაპისთვის ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა".

ოშერსლებენის უქმეების შედეგებით მიკი მეხუთე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა