კატალონიელთა მცველები ჟერარდ პიკე და დანი ალვეში "ბეტისთან” გუშინდელ შეხვედრაში ერთმანეთს წაეკიდნენ

"ბარსელონას" ფეხბურთელები ხერარდ პიკე და დანი ალვეში "ბეტისთან" ესპანეთის თასის ¼ ფინალური მატჩის დროს წაკამათდნენ. ორ ფეხბურთელს შორის დავა შეხვედრის 25 წუთზე გაიმართა, როდესაც მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდა. პიკემ ალვეში იმაში დაადანაშაულა, რომ მან "ბეტისის" ფეხბურთელი რუბენ კასტრო ვერ ამოკეტა.

ალვეში პიკეს პრეტენზიას უხეში ფორმით შეეპასუხა და ორი ფეხბურთელის შეხლა-შემოხლა დაახლოებით 10 წამი გაგრძელდა.

თამაშის შემდეგ დანი ალვეშმა განაცხადა, რომ არაფერი სერიოზული მასსა და პიკეს შორის არ მომხდარა. ალვეშის თქმით, პარტნიორებმა ყველა უსიამოვნება უკვე მოაგვარეს.

ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი "ბარსელონა"-"ბეტისი" 12 იანვრის საღამოს კატალონიის დედაქალაქში გაიმართა. 25-ე წუთზე, როდესაც პიკესა და ალვეშს შორის შელაპარაკება მოხდა, ანგარიში 0:0 იყო, მაგრამ საბოლოოდ "ბარსელონამ" 5:0 გაიმარჯვა. სამი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, თითოჯერ კი თავი პედრო როდრიგესმა და სეიდუ კეიტამ გამოიჩინეს. საპასუხო მატჩი 18 იანვარს სევილიაში გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე