ტენდერში საუკეთესო პირობები იტალიურმა კომპანია "ომსიმ" (OMSI) წარმოადგინა
ცნობილია, რომ 2015 წელს ევროპის სუპერთასის შეხვედრისთვის "დინამო არენის" რეკონსტრუქციაზე, ნაცვლად 13,6 მილიონი ლარისა, ხარჯები 20 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ცნობაში მითითებულია, თუ რას მოხმარდება რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დამატებითი სახსრები: დამონტაჟდება ახალი სკამები, შეკეთდება ტრიბუნების გადახურვა, შეიღებება ფასადი, ხოლო უეფას დელეგატების, მსაჯებისა და გუნდების გასახდელები უეფას სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა.

უეფას სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, "დინამო არენის" რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი სკამების გამოცვლაა. ეს პროცესი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ დაიწყო.

პროექტის მიხედვით, "დინამო არენაზე" ყველა ძველ სკამს აიღებენ და ახლით შეცვლიან.

ტენდერში საუკეთესო პირობები იტალიურმა კომპანია "ომსიმ" (OMSI) წარმოადგინა: ის დამკვეთს 50 ათას პლასტმასის სკამს 1,14 მილიონი ლარის საფასურად მიაწვდის. ხოლო მოწვეული სტუმრებისა (5 000) და VIP-ლოჟის (500) სკამებისთვის ესპანური კომპანია "დაპლასტი" 691 ათას ლარს მიიღებს.

რეკონსტრუქციას თბილისის მერიის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" (ტგფ) უძღვება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, "დინამო არენაზე" სკამების მონტაჟსა და დემონტაჟს კომპანია "დაგი" ახორციელებს - მან ეს უფლება ტენდერის შედეგად მოიპოვა.

როგორც შევიტყვეთ, "დინამო არენიდან" მოხსნილი ვარგისი სკამები სხვადასხვა სტადიონზე გადანაწილდება. შესაძლოა, ნაწილი მარტვილში გაიგზავნოს.

ამასობაში, უკვე ჩამოსულია სკამების პირველი პარტია (13 800 ცალი), რომლის მონტაჟს კომპანია "დაგი" მაისიდან შეუდგება. ცნობისთვის, ამ სამუშაოებისთვის "დაგი" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,645 მილიონ ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სტადიონზე, ძირითადად, ლურჯი ფერის სკამები დამონტაჟდება და მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება თეთრში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
მიხუინას მთავრობამ ხო დაასაქმა ხალხი და გააერთიანა საქართველო კორუფცია მიხუინებს რო ქონდათ ამათ არც დაესიზმრებათ მარტო კეზერა და მისი 800მილიონი რად ღირს.რაც შეეხება სტადიონს ის საუკეთესო იქნება რეგიონში.
Temo
ცნობისთვის, ამ სამუშაოებისთვის "დაგი" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,645 მილიონ ლარს მიიღებს. და იცით რამდენს უხდის "დაგი" იქ მომუშავე ხალხს ამ სკამების მოხსნა დაყენებაში? 50 თეთრს... როცა ბიუჯეტიდან 4.645 ლარს ვიხდით..ეს ფული ისევ მათ კორუმპირებულ ჯიბეში ბრუნდება და ამაზე ყველა დუმს.. იმედია ნარმანია "დაგი" და სხვა ნაზირლები პასუხს აგებენ ამისთვის ადრე თუ გვიან
თემო
მ სამუშაოებისთვის "დაგი" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,645 მილიონ ლარს მიიღებს. ...........და იციტ რამდენს უხდის ხალხს ეს "დაგი"... 50 თეთრს სკამის მოხსნა დაყენებაში როცა 4.645 მილიონს იხდის ბიუჯეტი..ეს ფული ისევ მაგატ კორუმპირებულ ჯიბეში ბრუნდება და ამაზე ყველა დუმს.. ნარმანია დაგი და მსგავსი ნაზირლები და ისინიც ვინც ამაზე თვალს ხუჭავენ იმედია პასუხს აგებენ ადრე ტუ გვიან
Bacho
იმედია მოეწრება ასეთი კორუმპირებული და უნიატო ხელისუფლების პირობებში,ვაი ჩვენი ცოდვა???
zaza
იმედი მაქვს ნაცრისფრად არ შეიღებება...მერე გვწყინს,რომ ჩვენს ქალაქს ნაცრისფერად მოიხსენიებენ(ლემანი)
ლაშა
გავკარი მოწვეულ სტუმრებს... მე ფული უნდა ვიხადო და ჭუჭყიან პლასტმასებზე ვიჯდე, მაგათ კიდე ფეხებზე ეკიდოთ ფეხბურთი და მაინც რბილ სავარძლებზე ედოთ გაზულუქებული .....
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს