იტალიის ჩემპიონატში "რეჯო ემილიასთან" სტუმრად წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის "კანტუმ" პლეი ოფისკენ სავალი გზა გაიმრუდა
იტალიის ჩემპიონატში "რეჯო ემილიასთან" (მესამე ადგილზეა) სტუმრად წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის "კანტუმ" პლეი ოფისკენ სავალი გზა გაიმრუდა.

ლომბარდიელებმა 74:86 დათმეს, არადა, შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და მეორე პერიოდში ათქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარეზელებს არ ჰქონდათ იარაღი კანტუელთა შესაჩერებლად.

თუმცა გამოცდილი მწვრთნელის, კარლო რეკალკატის გამოცდილმა შეგირდებმა მალევე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება, რაშიც დიდი წვლილი ლიტველებს მიუძღვით - რიმანტას კაუკენასს და დარიუს ლავრინოვიჩს. პირველმა 14 ქულა ჩააგდო, მეორემ - 16.

"კანტუს" რიგებში ბომბარდირი 18 ქულით ჯეიმს ფედელინი გახდა. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, 20 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 5 მოხსნა ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 4-დან 4 საჯარიმო და 4-დან 2 ორქულიანია.

იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის. "კანტუს" და "პისტოიას" 13-13 მოგება აქვთ და მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.

მეოთხედფინალში გამსვლელის ვინაობას დარჩენილი მატჩები გაარკვევს. "კანტუ" "პესაროსა" (შინ) და "რომას" (სტუმრად) ეთამაშება, ხოლო "პისტოია" - "ვარეზესა" (შინ) და "მილანს" (სტუმრად).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში