ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლონდონის "ტოტენჰემი": ჩემპიონთა ლიგა - "დეზების" მიზანი

ლონდონის "ტოტენჰემი": ჩემპიონთა ლიგა - "დეზების" მიზანი

მაურისიო პოჩეტინო მტრად "სენტ მერიზე"
გასულ უიქენდზე პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი "საუთჰემპტონი"-"ტოტენჰემი" იყო. სატურნირო დატვირთვის გარდა, მატჩს ის ინტრიგა ჰქონდა, რომ მაურისიო პოჩეტინო ყოფილ გუნდთან "სენტ მერიზე" სათამაშოდ "უცხოტომელის" რანგში პირველად ჩადიოდა.

"დეზები" ორჯერ აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულა აიღეს და "წმინდანებზე" წინ დარჩნენ. საქმე ის არის, რომ თუ "ასტონ ვილამ" ასოციაციის თასის ფინალში "არსენალს" მოუგო, პრემიერლიგიდან მე-7 ადგილი ევროპალიგაზე ვეღარ გავა და დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მე-6 იქნება და ვინ მე-7.

"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი: "ცოტა დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ მხოლოდ ქულა დაგვრჩა. ძალიან კარგად ვითამაშეთ და ზოგადად, ფანტასტიკური შეხვედრა იყო ორ შემტევ გუნდს შორის. ჩემი გუნდით ამაყი ვარ. ვფიქრობ, უკეთ ვითამაშეთ და მეტოქეზე ცოტა მეტი შევქმენით, მაგრამ "ტოტენჰემის" დამარცხება ძნელია. თუ შანსებს ვერ გამოიყენებ, ვერც მოიგებ. უკეთესი მომენტები გვქონდა და შესაძლოა, ბოლოს უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ისე ვითამაშეთ, როგორც მოგვწონს".

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "ტოტენჰემის" ფანებს, რომლებიც ბრწყინვალედ გვქომაგობდნენ, მათი მხარდაჭერა იგრძნობოდა. ჩემთვის ძალიან ემოციური შეხვედრა გამოდგა. როდესაც მათ ჩემი სახელისა და გვარის სიმღერა დაიწყეს, ავღელდი, რადგან ეს პირველად მოხდა და ამას ვაფასებ. რასაკვირველია, მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ მართლაც ამაღელვებელი მატჩი გამოვიდა. ეს ადვილი არ გახლდათ, რადგან საუთჰემპტონი" მიყვარს, მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს" - აღნიშნა პოჩეტინომ.

არგენტინელმა სპეციალისტმა უკვე ღიად დაიწყო იმაზე საუბარიც, რომ მის გუნდს სერიოზული გაძლიერება სჭირდება და "დიდი ზაფხულისთვის" უნდა მოვემზადოთო. "ტოტენჰემში" რომ გვარიანი ცვლილებები იგეგმება, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ პოჩეტინო აქედანვე იწყებს უფროსობისთვის მესიჯების გაგზავნას, რომ მათ გემრიელად გაიკრან ჯიბეზე ხელი და კარგი ფეხბურთელები მოიყვანონ.

"დიდი ზაფხულისთვის უნდა მოვემზადოთ და ძლიერი გუნდი ავაშენოთ, რომელიც ოთხეულისთვის იბრძოლებს. ჩვენი და ფანების ოცნება სწორედ ეს არის და ისინი იმსახურებენ, რომ საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იხილონ".

ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ევროპალიგის მოგებითაც შეეძლოთ, მაგრამ ამ ტურნირზე კარგად ვერ გამოვიდნენ და პოჩეტინო ცდილობს, ყველას აუხსნას, თუ როგორი ძნელია რამდენიმე ფრონტზე თანაბრად ძლიერად გამოსვლა.

"ევროპალიგაზე თამაში ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა მირჩევნია, მაგრამ ამ წუთას ეს უკვე ძნელი იქნება და თუ ისევ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ეს გუნდისთვის კარგი იქნება. მომავალ სეზონში უნდა ვცადოთ, რომ ამ ტურნირზე უკეთ გამოვიდეთ და მისი მოგებისთვის ვიბრძოლოთ. მთავარი მიზანი და ოცნება კი, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოთხეულში მოვხვდეთ" - დასძინა ახალგაზრდა სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა