ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხოჯავა და ნავალოვსკიც - ვოლგაში

ხოჯავა და ნავალოვსკიც - ვოლგაში

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" კიდევ ორი ქართველი გადავიდა – გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა...

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" კიდევ ორი ქართველი გადავიდა – გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა. "ვოლგას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბმა მათთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ხელშეკრულებაც გააფორმა.

"ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" პრემიერლიგელი ფეხბურთელებით გაძლიერდა – მახაჩკალის "ანჟის" მცველი გიორგი ნავალოვსკი და ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ამიერიდან ომარ თეთრაძის განკარგულებაში არიან... 2009 წლის მარტში ორივე ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ამიტომ, პირველ დივიზიონში ლეგიონერად არ ითვლებიან", - იუწყება "ვოლგას" პრეს-სამსახური.

გიორგი ნავალოვსკი ბოლო დროს აზერბაიჯანში, ბაქოს "ინტერში" გამოდიოდა და მის გაჩემპიონებაში დიდი წვლილიც შეიტანა. რუსეთის პრემიერლიგელი მახაჩკალის "ანჟის" ფლეიმეიკერი გოჩა ხოჯავა კი ლიგის ფლეიმეიკერებში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლით გამოირჩეოდა: დრიბლიორებში მე-9 ადგილზე იმყოფებოდა და დაზარალებულ ფეხბურთელებში ლიდერობდა - მის წინააღმდეგ თამაშის წესი ყველაზე მეტად დაარღვიეს. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ხოჯავას წინააღმდეგ მცველებს თამაში უჭირდათ. და საერთოდ, 25 წლის ქართველი პრემიერლიგაში თავს ურიგოდ არ გრძნობდა.

ომარ თეთრაძის მახაჩკალის "ანჟიში" გადასვლისთანავე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლუბს ქართველი ლეგიონერეებიც დატოვებდნენ. ედიკ საჯაია და ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" იანვარში ჩაირიცხნენ, შემდეგ მთავარ მწვრთნელად თეთრაძე დაინიშნა და რუსეთში ახალი ქართული "ბუდე" გაჩნდა.

ბევრმა არ იცის, რომ ნიჟნი ნოვგოროდელებმა ხოჯავა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეისყიდეს, მაგრამ ის მაინც "ანჟიში" დარჩა. ამ უცნაურ და გაუგებარ ტრანსფერზე "ლელომ" გულშემატკივარს ჯერ კიდევ 7 აპრილს აცნობა. თეთრაძე "ვოლგაში" დანიშნული არ იყო, როდესაც "სპორტ-ექსპრესთან"ინტერვიუში გაამხილა: "ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" იანვარში "ანჟიდან" ხოჯავაც შეიძინა, მაგრამ საბოლოოდ, ის ნიჟნი ნოვგოროდში არ უნახავთ".

როგორც ჩანს, თეთრაძის მიყვანილი ფეხბურთელებისადმი, "ანჟის" ხელმძღვანელობის დამოკიდებულება შეიცვალა, რაზეც თეთრაძემ (რომელიც თანამემამულეებს ყველგან იცავდა) უკმაყოფილება გამოხატა და პოსტი დატოვა. თუმცა, რას ნიშნავდა მახაჩკალელთა მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, ხოჯავას პირველ ლიგაში გაშვება, ძნელი სათქმელია.

მეორეს მხრივ, გაუგებარია თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაც, დაბრუნებულიყო ისევ პირველ ლიგაში, როდესაც რუსეთის ჩემპიონი ყაზანის "რუბინი" იწვევდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ანჟის" პრემიერლიგაში გადასვლაში შვიდი ქართველი ეხმარებოდა - ედიკ საჯაია, კახა ალადაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ზურაბ არზიანი, გოჩა ხოჯავა, სანდრო იაშვილი და ოთარ მარცვალაძე. ამჟამად, მათგან მახაჩკალაში მხოლოდ ზურაბ არზიანი დარჩა, თუმცა, "ანჟიში" ქართველები მაინც მრავლად არიან – არზიანის გარდა, ზამთარში მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი დავით კვირკველია და თავდამსხმელი გიორგი ილურიძე დაიმატეს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე