მარტინ ო’ნილი საგონებელშია - მას შეიძლება გასაჭირში ჩავარდნილი „ვესტ ჰემის“ გადარჩენა დაავალონ.

მარტინ ო’ნილი საგონებელშია - მას შეიძლება გასაჭირში ჩავარდნილი „ვესტ ჰემის“ გადარჩენა დაავალონ. ჯერჯერობით „ჩაქუჩების“ თავკაცი ცნობილი ებრაელი სპეციალისტი ავრამ გრანტია და შაბათსაც, ლონდონურ დერბიში, „არსენალის“ წინააღმდეგ გუნდს გრანტი უხელმძღვანელებს, მაგრამ თუ „ვესტ ჰემი“ დამარცხება, მაშინ „აპტონ პარკზე“ მწვრთნელის ცვლილებაა მოსალოდნელი. ეს ამბავი სამშაბათს, „ვესტ ჰემის“ დირექტორატის საგანგებო თათბირზე გადაწყდა. ახლა ჯერი გრანტზეა.

ო’ნილი კი რთულ დღეშია, დიდი არჩევანის წინაშე დგას. „ჩაქუჩები“ 20 ქულით ბოლო ადგილზე არიან, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 16 ტურიღა რჩება. „ასტონ ვილას“ ყოფილ თავკაცს, რასაკვირველია, არ უნდა ისტორიას შემორჩეს როგორც მწვრთნელი, რომლის ხელშიც გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა. გარდა ამისა, ის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად ითვლება და დიდი შანსია ზაფხულზე რომელიმე დიდი კლუბიდანაც კი მიიღოს წინადადება. მაშ, რატომ უნდა დათანხმდეს „ვესტ ჰემის“ წინადადებას?

გაზეთები წერენ, რომ ო’ნილის გარდა ლონდონური კლუბის პატრონები „ბლექბერნიდან“ გაშვებული სემ ელერდაისის კანდიდატურასაც განიხილავენ, თუმცა ის მაინც სათადარიგო ვარიანტად მიაჩნიათ.

როგორც ჩანს, „ვესტ ჰემის“ დირექტორატი გრანტს ახლავე შეელეოდა, „ქარლინგის თასის“ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში გუნდს „ბირმინგემი“ რომ არ დაემარცხებინა 2:1. როგორც ხედავთ, „ჩაქუჩები“ ფინალში გასვლასთან არიან ახლოს, მაგრამ პრემიერლიგაში იმდენად არასტაბილურად თამაშობენ, რომ სათასო წარმატებები უფროსობას ვერ ხიბლავს.

სამაგიეროდ, „ვესტ ჰემში“ თამაშის პერსპექტივაზე უარი არ თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა უეინ ბრიჯმა, რომელმაც „მანჩესტერ სიტიში“ ტყუილად ჯდომას „აპტონ პარკზე“ წვალება ამჯობინა. ბრიჯი 30 წლისაა და „ვესტ ჰემში“ „ქირით“ გადასვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ ლონდონელები „ასტონ ვილაზე“ უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ - ისინი კვირაში 80 ათას ფუნტს გადაუხდიან. ახლა, „ჩელსის“ ოდინდელ ფეხბურთელს პირდაპირ მნიშვნელოვან შეხვედრაში, „არსენალთან“ მოუწევს დაპირისპირება. მან თქვა:

„მიხარია, რეგულარულად თამაშის საშუალება რომ მეძლევა. „მანჩესტერ სიტიში“ ამ სიამოვნებას მოკლებული გახლდით. ახლა, „ვესტ ჰემის“ საქმეებზე ვარ კონცენტრირებული. ჩემი ამოცანაა „ჩაქუჩებს“ პრემიერლიგაში დარჩენაში დავეხმარო“.

ზემოთ „ქარლინგის თასის“ ნახევარფინალი ვახსენეთ. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „ვესტ ჰემის“ შაბათის მეტოქე, „არსენალი“ მონაწილეობდა და... როგორც შიგადაშიგ სჩვევია, გაოცებისგან ყველას პირი დააღებინა - „ჩემპიონშიპის“ ცხრილში მე-19 ადგილზე მყოფ „იფსვიჩთან“ 1:0 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე უნგრელმა ფეხბურთელმა ტამას პრისკინმა გაიტანა. ცნობისთვის: კვირას „იფსვიჩი“ „ჩელსიმ“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე 7:0 გაანადგურა...

დამარცხებულმა და ნირწამხდარმა არსენ ვენგერმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერი დაღლისა და ფეხბურთელთა ფანტაზიის ამოწურვის ბრალია. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა:

„მე თამაშის ხარისხით სასტიკად უკმაყოფილო დავრჩი. უკმაყოფილონი დარჩნენ ფეხბურთელებიც. ჩვენი თამაში, როგორც წესი, სწრაფ და მწვავე პასებზეა აგებული, ასეთი პასები კი დღეს ვერა და ვერ გადავაწოდეთ ერთმანეთს. „იფსვიჩი“ თავს მონდომებითა და ჭკუით იცავდა. გარდა ამისა, ეს გუნდი კონტრშეტევებზე გახლდათ ჩასაფრებული და ამ მხრივაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ერთი სიტყვით, საკუთარ სტანდარტებს ყველა ასპექტში ჩამოვუვარდებოდით. რასაკვირველია, ამ მცირე ჩავარდნას საბოლოოდ დავძლევთ, მაგრამ დღევანდელი ამბის უყურადღებოდ დატოვებაც არ ივარგებს. როგორც ჩანს გადავიღალეთ. ხუმრობა ხომ არ არის, იანვარში 8 შეხვედრა გვიწევს, ასეთ რეჟიმში კი აუცილებლად გამოგივარდება თამაში, რომელშიც ჩვეულებისამებრ მწვავე ვერ იქნები“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა