სიგიჟის ტალღამ "ვესტ ჰემისა" და "ბირმინგემის" სათასო შეხვედრას გადაუარა
სიგიჟის ტალღამ "ვესტ ჰემისა" და "ბირმინგემის" სათასო შეხვედრას გადაუარა. "ქარლინგის თასის" ეს ნახევარფინალური თამაში ლონდონელებმა 2:1 მოიგეს.

მატჩის მსვლელობისას ჯერ "ვესტ ჰემის" თავდამსხმელი, ნიგერიელი ვიქტორ ობინა გადაირია - 59-ე წუთზე ბირმინგემელთა შვედ ნახევარმცველ სებასტიან ლარსონს მტკივნეულ ადგილას მალულად ქუსლი ჩაარტყა, მაგრამ შეამჩნიეს და მოედნიდან გააძევეს; შემდეგ მეკარე ბენ ფოსტერის ჯერი დადგა - ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, ლონდონელებს თამაში მოაგებინა და "უემბლის" კონტურები დაანახა, ბოლოს კი... ამბობენ, რომ შეიძლება "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელები გაგიჟდნენ და გამარჯვების მიუხედავად მწვრთნელი ავრამ გრანტი თანამდებობიდან მოხსნან. საპასუხო შეხვედრა 26 იანვარს გახლავთ დანიშნული, მაგრამ უხელმძღვანელებს თუ არა იმ თამაშში "ჩაქუჩებს" გრანტი, საკითხავია.

"დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე? არ ვიცი. ეს კითხვა სჯობს იმ ადამიანს დაუსვათ, ვინც ჭორებს ავრცელებს. პირადად მე ჭორებთან ერთად ვცხოვრობ და დაჩვეული ვარ.

ობინას მომენტი არ დამინახავს, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად გავიმარჯვეთ. თან, გოლი კარლტონ კოულმა გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე მას მერე შევუშვი, რაც თერთმეტის წინააღმდეგ ათნი დავრჩით", - თქვა ებრაელმა სპეციალისტმა.

და კიდევ ერთი ცნობა: "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ სიტისგან" უეინ ბრიჯი იყიდა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა