ლაშა ონიანი: "ევროპის 2015 წლის სუპერთასის რეჟისორობა რატომ არ უნდა მდომებოდა?!"
ლაშა ონიანი ბევრი მნიშვნელოვანი მატჩისა თუ სპორტული ღონისძიების გახსნის დამდგმელი რეჟისორი გახლდათ.

ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალზე უმუშავია: გელზენკირხენის "შალკე არენაზე", პარიზის "სტად დე ფრანსსა" და რომის ოლიმპიურ სტადიონზე. სამივე გახსნა სხვა ფინალებისგან მისი სანახაობრიობით გამოირჩეოდა.

ამის გარდა, შოუ ბევრ ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩებზეც დაუდგამს: გერმანია-ბელგიაზე, გერმანია-ბრაზილიაზე, გერმანია-კამერუნზე, გერმანია-არგენტინაზე, ავსტრია-იაპონიაზე, გერმანიის თასის ფინალზე, გახსნის შოუ დადგა რესტავრაციის შემდგომ ბერლინის ოლიმპიური სტადიონისა და მიუნხენის "ალიანს არენის", ბევრი ცნობილი სპორტსმენის გალა-საღამოზე...

ქართველი კაცის ასეთი წარმოჩენა გაგვიხარდა, მაგრამ გაგვიკვირდა კიდეც - ჩვენ ხომ მასშტაბურ ღონისძიებებზე უფრო მაყურებლები ვართ და არა შემოქმედები ან თუნდაც მონაწილეები.

დაგაინტერესებთ, როგორ მოხვდა ლაშა ონიანი ელიტური ფეხბურთის სათავეებთან:

"ჩემი "მიმოდრამის" კომპანიით საერთაშორისო პროექტებში ხშირად ვმონაწილეობდი. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან დამირეკეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს.

ჯერ იყო ბუნდესლიგის მატჩისწინა შოუები, რომლებიც წარმატებულად ჩათვალეს და მერე პარტნიორობა უეფამაც ისურვა. ასე გავხდი ჩემპიონთა ლიგის ფინალების გახსნის რეჟისორი".

ცხადია, როცა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების რეჟისურას ანდობენ, ბევრი იფიქრებს, რომ უეფას მაღალჩინოსნებთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამოუყალიბდა:

"მეგობრობა შინაურული ურთიერთობაა. ევროპა კარგად გასწავლის მეგობრობასა და პარტნიორობას შორის სხვაობას, პარტნიორებთან კი მხოლოდ ნაცნობობა და ხელშეკრულებები მაკავშირებს.

ღონისძიებებზე მუშაობის დროს ცნობილი ადამიანები მოდიან და სარეპეტიციო-საორგანიზაციო პროცესებით ინტერესდებიან, ასე რომ, მხოლოდ ვნაცნობობთ".

ლაშა ამბობს, რომ ერთი ფინალი გამორჩეულად დაამახსოვრდა:

"2009 წელს, რომში გამართული "ბარსელონა"-"მანჩესტერის" ფინალის გახსნა ჩემთვის დაუვიწყარი იყო. უპირველესად იმიტომ, რომ ფინალი ქართველების მონაწილეობით უნდა გახსნილიყო, საამისოდ კი დიდი ძალისხმევა დამჭირდა.

მაგრამ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შემოჭრამ ეს გადაწყვეტილება საფრთხის წინაშე დააყენა. რა თქმა უნდა, ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ იტალიისა და რუსეთის მაშინდელი მმართველები, სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმირ პუტინი, მეგობრობდნენ.

ეს ფინალი იმიტომაც დამამახსოვრდა, რომ რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენი ხელოვანები მილიარდობით მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში წარსდგნენ.

რომის ოლიმპიურ სტადიონზე 70 ქართველ მოცეკვავე გოგონასთან ერთად რომ ვიდექი, იმ მომენტში ყველაზე ამაყი და გამარჯვებული ვიყავი".

იხილეთ ვიდეო

ონიანს გული სწყდება, რომ თბილისში გასამართავ ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩისწინა შოუს არ დადგამს:

"მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ და ვმუშაობ გერმანიაში, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, თუ ვინმეს თანამშრომლობის სურვილი აქვს, მიკავშირდება კიდეც.

ევროპის 2015 წლის სუპერთასის შესახებ კი მსგავსი წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს. ამის სურვილი თავად როგორ არ უნდა მქონდეს, როცა ჩემს გამოცდილებასა და პროფესიაზე ვსაუბრობთ.

სტადიონზე მუშაობას, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, თავისებური სპეციფიკა გააჩნია, ხოლო სპორტისა და ხელოვნების სინთეზი ჩემთვის მუდამ დამაინტრიგებელია და ახლის აღმოჩენაა. რაღაც მომენტში, იმდენად დიდია კეთების სურვილი, რომ შემოთავაზებული ფინანსური მხარე თუ კომფორტი მეათეხარისხოვანი ხდება.

გახსნის ცერემონიალის ხანგრძლივობა 8 წუთია. ამ დროში უნდა მოესწროს მთლიანი კონცეპტუალური იდეის გადმოცემა, სცენარში მონაწილე ასობით ადამიანის კოორდინირება, რაც ძალიან რთულია და მხოლოდ პროფესიონალების შესასრულებელია.

ღონისძიების დადგმის მისაღწევად საჭიროა შრომა, მუდმივი მოქმედება და არა - ოცნება. მე რეალურად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს და შესაბამისად ვსაქმიანობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
თუ უეფა აფინანსებს ჩვენ რა შუაში ვართ თვითონ მოძებნიან ამ საქმის გამკეთებლებს და კიდე ღვინოში ჩახჩობა აქ არაფერ შუაშია.
ჯოჯო
უეფა აფინანსებს მაგ სუპერფინალს და დავიჯერო იქაც შემოჭერილი ქამრების პოლიტიკაა? დაადგმევინებენ ვინმე ფინაჩს და კიდევ ერთხელ გავბანძდებით..ამათ კაი მასპინძლობა ღვინოში ჩახრჩობა და 5 სართულიანი მაგიდა ჰგონიათ
გიორგი
ლაშას ვიცნობ მაგარი ადამიანია მართლა კარგი იქნებოდა გახსნა რომ დაედგა მაგრამ აქაც ხომ უნდა ჩავფლავდეთ
Zugdidi
ბატონო ლაშა მიხარია რომ წარმატებული ადამიანი ხართ, მაგრამ საქართველოში ყველა ყველგან მის შოუს დგამს და გული არ დარწყდეს თუ ,,ნივიჟუს,, გიკეთებენ.
Gala
Martalia es adamiani Salam chven Ar vistavlit tavis-tavis dafasebas manam ver gavfrindebit. Sijinavas eg Ar ainteresebs da ara marto mas.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა