ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: დარჩა შესანიშნავი ოთხეული

სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: დარჩა შესანიშნავი ოთხეული

შეფილდში მთავარი ბრძოლები იწყება
ყველაზე სწრაფად ნახევარფინალის საგზური ჯად ტრამპმა მოიპოვა. მისმა მეტოქემ, დინ ჯუნჰუმ ტრადიციას არ უღალატა და ცუდად დაიწყო შეხვედრა - ზედიზედ ექვსი ფრეიმი მისცა მეტოქეს.

ჩინელმა მოგება მხოლოდ პირველი სესიის ბოლოს დაიწყო - 2:6. წინა ორ მატჩში დინი მძლავრად იწყებდა მატჩის მეორე ნაწილს, მაგრამ ეს აღარ გამოუვიდა. ტრამპმა 102-ქულიანი სერიით დაიწყო და სამი ფრეიმის შემდეგ გაზარდა თავისი უპირატესობა - 9:2. ჯუნჰუ მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა, მაგრამ ტრამპს იმხელა ფორა ჰქონდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ბოლოს, ჯადმა მეტოქე ორი ასიანი სერიით (127 და 111 ქულა) "ნოკაუტში" გაუშვა - 13:4. საინტერესოა, რომ ჯუნჰუს ყველაზე გრძელი სერია ამ მატჩში მხოლოდ 72 ქულა იყო.

ტურნირის მთავარმა სენსაციამ, ენტონი მაკგილმა კიდევ ერთი ტოპ-მოთამაშე ანერვიულა - შონ მერფი. მართალია, შონმა შეხვედრა ორი "სენჩურით" დაიწყო, მაგრამ ამან მაკგილს საბრძოლო განწყობა არ გაუფუჭა და შვიდი პარტიის შემდეგ, ზედიზედ სამი ფრეიმის აღებით წინ გავიდა - 4:3, მეცხრე ფრეიმში კი 137-ქულიანი ბრეიკი შეასრულა. მეორე სესიაში უკვე მერფიმ შეძლო გაქცევა - ზედიზედ ოთხი ფრეიმი მოიგო. მაგრამ მაკგილი არ დანებდა - 86 და 95-ქულიანი სერიებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 8:9.

თუმცა შოტლანდიელის გმირობები ამით დასრულდა. მერფიმ გამოცდილების ხარჯზე მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 13:8 და 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში.

ძალიან მოულოდნელად დასრულდა რონი ო'სალივანისა და სტიუარტ ბინემის შეხვედრა. ელოდნენ, რომ "რაკეტა" მეორე სესიაში მოხსნიდა გამარჯვებულის საკითხს დღის წესრიგიდან, მაგრამ სტარტზე ორი ასიანი სერიის მიუხედავად, რონი აგებდა პირველი სესიის შემდეგ - 3:5. მეორე სესია ბინემმა 145-ქულიანი ბრეიკით გახსნა, მაგრამ ო'სალივანმა მოიგო შემდეგი სამი პარტია - 6:6. და თითქოს ახლა მაინც გატეხდა ჯიუტი მეტოქის წინააღმდეგობას.

სტიუარტი აგრძელებდა თავისი თამაშით მეტოქეზე ზეწოლას და ბოლოსკენ რონი, უბრალოდ, დანებდა. თავისი მოქმედებითა და თამაშით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა აჩვენა, რომ არ ჰქონდა ძალა და სურვილი ბრძოლის გასაგრძელებლად. ო'სალივანმა 9:8-დან ზედიზედ ხუთი ფრეიმი წააგო და 9:13 დამარცხდა. სტიუარტი ერთადერთია ნახევარფინალისტებს შორის, ვისაც ამ ეტაპზე არასოდეს უთამაშია. ფინალის საგზურისთვის ის ჯად ტრამპს შეებრძოლება.

ჩემპიონატისა და, შესაძლოა, მთლიანად სეზონის საუკეთესო მატჩი ბარი ჰოუკინსმა და ნილ რობერტსონმა ითამაშეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ თითოეულმა ოთხ-ოთხი "სენჩური" შეასრულა.

რობერტსონმა 3:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ჰოუკინსმა მთლიანად გამოთიშა მეტოქე თამაშიდან. მომდევნო ოთხ ფრეიმში ნილს ერთი ბურთულაც არ ჩაუგდია, მეცხრე და მეათე ფრეიმებში კი მხოლოდ შვიდი ქულა დააგროვა და მდევრის როლში აღმოჩნდა - 3:7.

მართალია, ავსტრალიელი დიდი ხანი იყო თამაშგარეში, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ანგარიშის გათანაბრება. რთული მე-15 ფრეიმი ჰოუკინსმა მოიგო, შემდეგ იყო რობერტსონის 141 ქულა, ორი "სენჩური" ბარისგან - 108 და 104 ქულა და ნილის ბრეიკები - 90, 65 და 142 ქულა! და მაინც, ბარიმ ორი მომდევნო ფრეიმი აიღო - 12:11!

24-ე პარტიაში რობერტსონი ლიდერობდა - 60:0, მაგრამ კინაღამ გაუშვა ხელიდან გამარჯვება. გადამწყვეტ ფრეიმში, 26:25-ზე რობერტსონმა გამარჯვების სერიის დაწყების კარგი შანსი მიიღო, მაგრამ ფატალური შეცდომა დაუშვა და ჰოუკინსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 61-ქულიანმა ბრეიკმა კარიერაში ყველაზე რთული გამარჯვება მოაპოვებინა - 13:12.

1/4-ფინალი

ბარი ჰოუკინსი-ნილ რობერტსონი 13:12

პირველი სესია: 50-40, 0-120 (115), 0-113 (70), 7-58, 91-0, 98-0 (98), 115-0 (96), 106-0.

მეორე სესია: 121(108)-6, 65-1, 11-(65)90, 42-(60)76, 42-69, 0-(130)135, 68-36, 0-(141)141

მესამე სესია: 128(108)-0, 105(104)-29, 0-(90)90, 30-(65)82, 0-(142)142, 109(109)-29, 80(76)-5, 40-100, 86(61)-26

სტიუარტ ბინჰემი-რონი ო'სალივანი 13:9

პირველი სესია: 0-116 (116), 77-49 (64), 99-1 (75), 6-118 (118), 25-103 (87), 66-25, 71-40, 86-30 (56).

მეორე სესია: 145(145)-0, 0-(56)89, 16-(61)78, 46-60, 70-33, 9-(103)103, 20-83, 76-(68)68

მესამე სესია: 33-(65)96, 74(74)-4, 88(88)-0, 63(51)-27, 85(85)-0, 66(66)-19

დინ ჯუნჰუ-ჯად ტრამპი 4:13

პირველი სესია: 5-91, 22-72 (54), 48-82 (82), 0-94 (94), 0-111 (108), 54-76, 65-43, 78-12 (72), 0-102 (102), 19-61 (55), 11-66, 75-12 (69), 86-0 (51), 40-82, 0-127 (127), 9-116 (116).

მეორე სესია: 0-(102)102, 19-(55)61, 11-66, 75(69)-12, 86(51)-0, 40-82, 0-(127)127, 9-(111)111

მესამე სესია: 13-(66)70

ენტონი მაკგილი-შონ მერფი 8:13

პირველი სესია: 0-106 (100), 10-125 (125), 78-37, 0-78, 70-15 (66), 89-8 (89), 97-1 (65), 1-85, 137-0 (137), 48-72, 67-32, 33-63, 0-127 (127), 0-80, 12-83 (75), 86-0 (86).

მეორე სესია: 137(137)-0, 48-72, 67-32, 33-63, 0-(127)127, 0-80, 12-(75)83, 86(86)-0

მესამე სესია: 95(95)-0, 0-(72)72, 40-64, 0-85, 6-(67)68

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე