თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მეორე დღემაც შედარებით მშვიდ ვითარებასა და დაძაბულ ბრძოლებში ჩაიარა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მეორე დღემაც შედარებით მშვიდ ვითარებასა და დაძაბულ ბრძოლებში ჩაიარა.

ატმოსფერო ნერვიული და დაძაბული კი იყო, ერთი-ორჯერ მოჭიდავეთა შორის მცირე გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ, მაგრამ საქმე ინციდენტებამდე არ მისულა. ეს ყველაფერი დაახლოებით იმ ჩარჩოებში იყო, რაც ჩვეულებრივ ახლავს ხოლმე ნებისმიერ შეჯიბრებას.

რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც ვნახეთ. მაგალითად, ევროპის ჩემპიონისა და ოლიმპიადის ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (61) მარცხი ფინალში ბექა ლომთაძესთან, ჩემპიონატის მთავარი სენსაცია - ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორ დავით მარსაგიშვილის (86) წაგება და უმედლოდ დარჩენა; და ვიხილეთ ჩემპიონატის მთავარი მშვენება - მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება და გამარჯვება...

ჩემპიონატის დღეებში ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა მწვრთნელებს ისევ ჩაუტარა სემინარი სპორტსმენთა სწორი კვების, დიეტის, წონის კლების შესახებ.

"ბერძენ-რომაელთა" ანალოგიურ პირველობასთან შედარებით, "თავისუფალთა" ტურნირმა ახალი სახეები უფრო მეტად წარმოაჩინა.

ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსულმა ძალიან ბევრმა ფალავანმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ ამათ ასაკობრივი გუნდიდან მაინც ვიცნობდით და, საბედნიეროდ, აქამდე სრულიად უცნობებიც გამოერივნენ. მაგალითად – 70 კილოგრამის ფინალისტი ვალერი ბოგაევი. ის საქართველოშია დაბადებული, თუმცა წლების წინ მისი ოჯახი კახეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ბესლანში გადასახლებულა, ახლა კი ისევ დაბრუნდა საქართველოში.

ის რამდენიმე თვეა, რაც ჩვენთან ვარჯიშობს ნაკრების თავკაც რევაზ მინდორაშვილთან და არაა გამორიცხული, მის კვალს კავკასიონის ჩრდილოეთიდან სხვებიც გამოჰყვნენ. თურმე ამის წინაპირობა შარშანვე ყოფილა, მაგრამ ფედერაციაში არსებული არეულობის გამო თავი შეუკავებიათ.

ბოგაევის გარდა, კარგი ჭიდაობით ადგილობრივებმაც გამოიჩინეს თავი. თან თვალშისაცემია, რომ წინა პლანზე გამოდის ის თაობა, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ბრწყინავდა ან ჯერაც იქ ჭიდაობს, ანუ თაობათა ცვლა გეგმაზომიერად მიდის: შოთა ფარტენაძე (61), ტარიელ გაფრინდაშვილი (70), ლევან გოგრიჭიანი (125) და, ცხადია, დავით ტლაშაძე, ვინც 70 კილოგრამში გაიმარჯვა.

არაფერს ვამბობთ 86-ში გამარჯვებულ სანდრო ამინაშვილზე, რადგან ის ადრეც გამხდარა ჩემპიონი, ახლა კი საბოლოოდ იმკვიდრებს ადგილს ნაკრებში. თუმცა იმის თქმაც არ ეგების, რომ თითქოს პრობლემები არაა: კვლავაც თვალშისაცემია ფანდების, ტექნიკური არსენალის შედარებითი სიმწირე, რის გამოც ყველა დაახლოებით ერთ სტილში ჭიდაობს, სანახაობა კი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რამდენად კარგი შემსრულებელია; სასურველია, რომ ფიზიკური მომზადებაც უკეთესი ჰქონდეთ და სხვა...

იხილეთ ფოტოგალერეა

61 კგ

ქუთაისელი ბექა ლომთაძე რომ ძლიერი მოჭიდავეა, თავადაც არაერთხელ დაუმტკიცებია და ჩვენც აგვიღნიშნავს, მაგრამ ფინალში ხინჩეგაშვილთან ისეთ მოგებას მაინც არ ველოდით. მოგეხსენებათ, ხინჩეგაშვილს წონა არ დააკლებინეს, რადგან ივნისში, ევროპულ თამაშებზე 57 კილოგრამში უნდა იჭიდაოს და ისეც მოუწევს დაკლება. საერთოდაც, ის 57-ის ფალავნად განიხილება, რომელიც ოლიმპიური წონაა, 61 კი ამ კატეგორიაში არ შედის.

ლომთაძემ ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო წმინდად: მომავალ ბრინჯაოსმედალოსან შალვა ხუციშვილთან (10:0), რაუფ შაკულოღლისთან (11:0) და ბესიკ ბოლქვაძესთან (10:0). ეს სტატისტიკაც ადასტურებს მის სიძლიერეს, ხოლო ხინჩეგაშვილის ძალა ისედაც ყველამ ვიცით, რაც ახლა საკუთარ თავზე გამოსცადეს მურთაზ კვესაძემ (2:1), ბექა ლომთაძის უფროსმა ძმამ – ლაშა ლომთაძემ (4:2) და ფარტენაძემ (4:1), რომელმაც პირველი პერიოდი მოუგო კიდეც მრისხანე ოპონენტს.

ფინალი ხინჩეგაშვილის აქტიურობით დაიწყო და მალე ლომთაძე ქულა-გაფრთხილებით დასაჯეს.

თუმცა მალევე ხინჩეგაშვილის მიმართაც იგივე განაჩენი გამოიტანეს და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1. პირველი პერიოდი ასეც მორჩა, მეორეში კი ლომთაძემ ტემპს უმატა. ხელებჩამოყრილი არც გორელი ათლეტი იდგა, მაგრამ თითქოს ვერაა ამ წონაზე მორგებული, თითქოს ფიზიკურად ცოტათი გაუჭირდა ლომთაძესთან.

პერიოდის შუაში იყო ეპიზოდი, როცა ფეხში შესვლას ხინჩეგაშვილი აპირებდა, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მისცა, თან დაბლა, უშუალოდ ლეიბზე გამართულ ორმხრივ ჭიდაობაში, როცა გადაყვანას ცდილობდნენ, ორჯერ ამოუძვრა და ანგარიში 5:1 გახადა. ხინჩეგაშვილმა ბოლო წამებზე მისი წრიდან გაყვანა მოახერხა და შეხვედრაც 5:2 დასრულდა.

კვარცხლბეკი

1. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

3. შალვა ხუციშვილი (გორი)

3. შოთა ფარტენაძე (აჭარა).

70 კგ

ამ წონის შარშანდელი ლიდერი ალექსანდრე ჯაჭვაძე მეოთხედფინალიდან გავარდა, დავით ტლაშაძემ კი ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო ქულებით. ამდენივე პაექრობაში იმარჯვა ბოგაევმაც, ოღონდ მან ერთი წმინდა გამარჯვებაც გამოურია. ფინალი ტლაშაძის სრული უპირატესობით წარიმართა - დაწყებიდან მალევე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და სამჯერ დაატრიალა.

მალე ანალოგიური განმეორდა, ოღონდ მაშინ ორი ტრიალი იყო, რაც უკვე სუფთა მოგებისთვის ჰყოფნიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ კომბინაციაში ბოგაევმაც მიაყოლა ორქულიანი, ამ შემთხვევაში კი შეხვედრა გრძელდება. თუმცა ტლაშაძე უკვე 10:2-ს იგებდა და პაექრობის ბედი არა მხოლოდ ანგარიშიდან, ორთაბრძოლის მიმდინარეობიდანაც გადაწყვეტილი ჩანდა. მართლაც, ტლაშაძემ მალე ისევ ჩაიყვანა დაბლა და სუფთად მოიგო - 12:2.

კვარცხლბეკი

1. დავით ტლაშაძე (გორი)

2. ვალერი ბოგაევი (თბილისი)

3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

3. გიორგი ლობჟანიძე (თბილისი).

86 კგ

დავით მარსაგიშვილი ზედიზედ მეორედ დამარცხდა გორელ ნოდარ ეგაძესთან - პირველად შარშან წააგო. მას ბრინჯაოსთვის ბრძოლის საშუალებაც არ მიეცა, რადგან ეგაძე ფინალამდე დამარცხდა.

აქ ფინალში ახალგაზრდები გავიდნენ. თან წინასწარ შეხვედრებში სანდრო ამინაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო, აქედან ორი - სუფთად. ირაკლი მწითურმაც ამდენივე პაექრობაში იმარჯვა, ოღონდ ბევრად საინტერესო თავგადასავლები გადახდა - თავიდან გიორგი თხელიძეს მინიმალური სხვაობით აჯობა - 5:4, ხვიჩა ჯერანაშვილს წმინდად მოუგო, 10:0, გიორგი გოგობერიშვილთან პირველი პერიოდი 2:10 წააგო, მაგრამ მეორეში 13:1 დაამარცხა.

ნახევარფინალში გოჩა ლომთათიძეს 1:1-ზე აჯობა, ბოლო ქულის დამსახურებით. ფინალიც მწითურის შეტევით დაიწყო და ფეხიდან აყვანილი ლეიბზე 2-ქულიანზე ჩააგდო, მაგრამ ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა. ამინაშვილმა მალევე დაალაგა ჭიდაობა და იმავე ფანდით, როცა ფეხში შესვლით ჩოქბჯენში გადაჰყავდა, რამდენჯერმე მიაღწია წარმატებას. ამინაშვილმა 7:2 იმარჯვა.

კვარცხლბეკი

1. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

2. ირაკლი მწითური (თბილისი)

3. გოჩა ლომთათიძე (თბილისი)

3. ნოდარ ეგაძე (გორი).

125 კგ

გენო პეტრიაშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს. იყო შიში, რომ ეს პერიოდი მის ჭიდაობას დაღს დაასვამდა. მოგვიანებით გენომაც განაცხადა, რომ დაბრუნების მასაც ეშინოდა და ღელავდა, თუმცა ტურნირმა აჩვენა, რომ თურმე სულ ტყუილად ვნერვიულობდით. საბედნიეროდ, გუშინ ისევ ის ძველი, სწრაფი, შეტევაზე დაგეშილი, მოძრავი, მოქნილი და შეუჩერებელი პეტრიაშვილი ვიხილეთ.

ფინალამდე მან ორი ძლიერი მეტოქე ჩამოიშორა - ოლიმპიადის ფინალისტს, მსოფლიოსა და ევროპისმედალოსან დავით მოძმანაშვილს 2:0 მოუგო, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე კი 1:0; 6:3 დაამარცხა. თან ორივე პაექრობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. მან მოძმანაშვილს ადრეც მოუგო, საკანდელიძეს კი რევანში აუღო შარშან თასზე მარცხისთვის. მისი სტიქია ახლაც შეტევა იყო, როცა ერთთავად წინ მიდიოდა და ძალიან დიდ წნეხში აქცევდა მეტოქეებს. თან ფეხშიც ძველებურად, ადრინდელივით იოლად შედის, ნახტომით.

ამასობაში ამ წონაში ონელი გიორგი მეშვილდიშვილიც ლიდერად ამოიზარდა - მან რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში გამოიჩინა თავი და ახლაც დაწინაურდა პეტრიაშვილთან შეხვედრაში: ფეხში შესვლის მცდელობა დაუხურა და იქით გადაიყვანა ქულაზე - 2:0. თუმცა პეტრიაშვილმა გააგრძელა შეტევები და საწადელსაც მიაღწია.

მისი ტაქტიკა უცვლელი იყო - თავსა და მხრებზე ზევიდან დაწოლით ხომ წნეხში ჰყავდა მეტოქე, სისწრაფის ხარჯზე ძალიან იოლად ახერხებს მოძრაობაზე მათ დაჭერას ან, პირიქით, თვითონ აიძულებს შეცდომის დაშვებას, ამის შემდეგ კი ფეხში შეხტომა სირთულეს არ წარმოადგენდა.

მეშვილდიშვილსაც ასე ეჭიდავა და სამჯერ ჩაიყვანა დაბლა, ერთხელ კი წრიდან გააგდო და 7:2 იმარჯვა. გორელი ფიზიკურადაც უფრო მომზადებული ჩანდა და სათადარიგო ვარიანტებიც მოეძევებოდა, თუმცა ფიზიკურად უფრო მეტია საჭირო, თორემ უცხოეთში ისეთი მეტოქეები ელოდებიან...

ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარი მინდორაშვილსაც ვთხოვეთ, რომელმაც თქვა, რომ ჩემპიონები წავლენ ევროპულ თამაშებზე, თუმცა მათ მაინც დააკვირდებიან შეკრებებზე. იმ შეჯიბრებაზე ხინჩეგაშვილიც წავა, რადგან ამჯერად 57-დან გათავისუფლებული იყო და ყველამ იცოდა, რომ იქ ადგილი დაუბევეს. მარსაგიშვილთან დაკავშირებით გვითხრა, რომ მომავალ შეჯიბრებებს უნდა დაელოდოს, რადგან ამინაშვილმა უკვე მეორედ მოიგო შესარჩევი და მისი დატოვება უსამართლობა იქნება. აი, მარსაგიშვილის წაგებას კი თვითონაც ვერ ხსნის. არ ვიტყვი, არ ვარჯიშობს, მაგრამ, ეტყობა, ბევრის დაკლება მოქმედებს ცუდადო, გვიპასუხა.

კვარცხლბეკი

1. გენო პეტრიაშვილი (გორი)

2. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)

3. გიორგი საკანდელიძე (თბილისი)

3. ლევან გოგრიჭიანი (ონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. I დღე: ახალი თაობის მოძალება [PHOTO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
კიდევ ერთი ოქრო - ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე - პეტრიაშვილის ოქროს ველით [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს