ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლაშა შავდათუაშვილი დაბრუნდა - ზაგრებში ერთი, მაგრამ ოქრო მოვიპოვეთ! [VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილი დაბრუნდა - ზაგრებში ერთი, მაგრამ ოქრო მოვიპოვეთ! [VIDEO]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთადერთი მედლით დაასრულა გამოსვლა ზაგრებში, "დიდი პრიზის" ტურნირში
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთადერთი მედლით დაასრულა გამოსვლა ზაგრებში, "დიდი პრიზის" ტურნირში. თუმცა მედალსაც გააჩნია - ოქრო მოვიპოვეთ, რომელსაც ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) დაეუფლა.

ჩვენი არასრული და გადახალისებული 10-კაციანი გუნდიდან ჩასათვლელ შვიდეულში მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) და თორნიკე თათარაშვილი (66) შევიდნენ.

ზაგრებში ლიდერთა უმეტესობა არ ჭიდაობდა და დიდი შედეგები მოსალოდნელი არც იყო, თუმცა დიდ ინტერესს იწვევდა იმავე შავდათუაშვილის და რეხვიაშვილის გამოსვლა, რამდენად შეძლებდნენ ისინი ახალ წონებში ბოლომდე დამკვიდრებას.

ახალგაზრდებისკენაც დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი, შეძლებდა თუ არა რომელიმე მათგანი ავანსების გამართლებას.

სამწუხაროდ, ამ კითხვებზე დადებითი პასუხი მხოლოდ შავდათუაშვილმა გაგვცა, რომელმაც მედალზე უფრო მეტად ჭიდაობის ხარისხით გაგვახარა. ხორვატიაში მან ადრინდელი დონე გვაჩვენა და ისევ უწინდელ ძლიერ ფალავნად წარმოგვიდგა - ადვილად აჩერებდა მეტოქეს, აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას, წნეხში ამყოფებდა მოწინააღმდეგეებს და არცერთ შეხვედრაში გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

ბოლო თვეებში რამდენჯერმე დავრწმუნდით, რომ ის გაუშინაურდა ამ წონას, შეეგუა და თავს უცხოდ აღარ გრძნობდა 73-ში, სადაც სულ სხვა ფიზიკური პარამეტრების და განსხვავებული მონაცემების მეტოქეები ხვდებიან.

აქამდე მას რაღაც მაინც უშლიდა ხელს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში, ოღონდ ამის მიზეზი დიდწილად ტრავმები და უიღბლობა იყო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფიზიკურ კონდიციებსაც თანდათან მოუმატა და უკვე თბილისის ტურნირზე გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ მოღონიერებულა და დაკუნთულა. ეს ყველაფერი ფიზმომზადების სხვადასხვა კომპონენტშიც აისახა - აღარ უჭირს სუნთქვა და გამძლეობა, აღარ იღლება ბოლო წუთებში და ზაგრებში მთელი ტურნირი ერთნაირად მაღალ ტემპში ჩაატარა, ანუ ფუნქციონალურადაც კარგადაა მომზადებული.

პირიქით - ზაგრებში იყო შეხვედრები, როცა ბოლო წუთებში ფიზიკურად მეტოქეებს უჭირდათ მისი ზეწოლის გაძლება. მათ შორის - ფინალშიც, არადა, იქ ძალიან ძლიერი მონღოლი ჰყავდა მეტოქედ - მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი (ოღონდ ქვედა წონებში) ცაგანბაატარ ხაშბაატარი, იქაური სკოლა კი თვითონ გამოირჩევა ჩინებული ფიზიკური მომზადებით.

იქნებ ზაგრების ტურნირი არ იყო მთლად უძლიერესი შემადგენლობისა; მაგალითად, არ ჭიდაობდა შავდათუაშვილისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეული აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი, მაგრამ ჩვენებურმა წონის ორი ლიდერი კი დაამარცხა - ზემოხსენებული ხაშბაატარი და არაბული საემიროების მოლდოველი მსოფლიოს პრიზიორი ვიქტორ სკვორტოვი. თან ორივეს ძალიან დამაჯერებლად აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს მათთან დადებითი ბალანსი აქვს - მონღოლს უკვე მეორედ აჯობა, მოლდოველ არაბთან კი მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო - შარშან, უნგრეთის "დიდი პრიზის" ფინალში, როცა მუხლი იტკინა, თუმცა ახლა იმ მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღო. ამ დუეტის გარდა, ზაგრებში შავდათუაშვილის მეტოქეები ალბანელი იგლი რამოსაკაი, ჰოლანდიელი სამ ვან ტ ვესტენდე, მეოთხედფინალში უკრაინელი ვიქტორ ხომულა, ნახევარფინალში კი ფრანგი პიერ დუპრატი იყვნენ.

ამ ექვსი შეხვედრიდან ჩვენებურმა, სკვორტოვის გარდა, ყველასთან იპონით მოიგო, მხოლოდ არაბს აჯობა იუკოთი. თუმცა მსაჯმა იქ თავიდან ვაზარი აჩვენა, მაგრამ ზემდგომებმა შეაცვლევინეს და სამართლიანადაც. ქართველმა ფალავანმა თითქმის ყველასთან ერთი ფანდით მოიგო - შიგნიდან ჩახვეული ფეხით უკან ჩეხავდა. გამონაკლისი მონღოლი იყო, რომელსაც ორი ვაზარი აართვა.

პირველი ამ გდებით მოიპოვა, მეორე შემთხვევაში კი ბრუნით დაახეთქა.

იხილეთ ვიდეო

რეხვიაშვილს ადაპტაცია გაუგრძელდა

როგორც გითხარით, ზაგრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა რეხვიაშვილის გამოსვლაც, რომელიც ვერა და ვერ ახერხებს ახალ წონაში დამკვიდრებას, ადაპტაციის წარმატებით გავლას. ტურნირი კი კარგად დაიწყო - ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერს 3 გაფრთხილებაც მიაღებინა და ვაზარ-იუკოც აართვა, როგორც ბრაზილიიდან ლიბანში გადაბარგებულ ნაკიფ ელიასს (ამან მანამდე ჯერ სერბი მსოფლიოს ფინალისტი სრდჯან მრვალჯევიჩი, მერე კი კანადელი მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიური პრიზიორი ანტუან ვალოის-ფორტიე დაამარცხა).

მეოთხედფინალში რეხვიაშვილმა იტალიელ ანტონიო ჩანოსთან წააგო იპონით. დამამშვიდებელში ჩვენებურმა ბელგიელ ევროპის ჩემპიონ იოახიმ ბოტიეს იპონით კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის პაექრობა გაფრთხილებებით დათმო რუს ხასან ხალმურზაევთან. სხვათა შორის, ჯგუფში ხალმურზაევმა გიორგი პაპუნაშვილიც დაგვიმარცხა, ვინც მანამდე ერთი მოგება მიითვალა - ესპანეთის სახელით მოასპარეზე შალვა ყალაბეგაშვილთან.

თათარაშვილი

თათარაშვილი ტურნირში ძლიერად ჩაერთო და არუბელ ხაიმე მატასთან დაგეგმილი იპონი იოლად მიითვალა, რასაც სლოვენიელ ანდრაზ იერებთან წმინდა მოგებაც მიაყოლა. მოლოდინისამებრ, მისი მომდევნო მეტოქე უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია აღმოჩნდა. ის სულაც ჩემპიონი გახდა და ამ წყვილშიც ფავორიტი იყო. თათარაშვილს სასწაული არ მოუხდენია და იპონით დამარცხდა (თან სამი გაფრთხილებაც მიიღო), თუმცა დასანანია, რომ დამამშვიდებელშიც პირველივე პაექრობა დათმო ბრიტანელ ნათან ბურნსთან.

ახალგაზრდობა - გაუმართლებელი იმედები

ჩვენი ვაჟთა გუნდის სხვა წევრებიდან ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე პაექრობაში დამარცხდა ბრიტანელთა მომავალ ფინალისტ სებასტიან საიდლისთან; ფრიდონ გიგანმა (73) მასპინძლები კი დაამწუხრა დენის ბეჩიჩთან წმინდა მოგებით, მაგრამ იქვე დამარცხდა ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან. კვირას სამი ქართველი ჭიდაობდა, მაგრამ სამივე პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა: ზვიად გოგოჭურმა (90) გერმანელი აარონ ჰილდებრანდი ერთხელ კი გააფრთხილებინა, მაგრამ თვითონ ორი მიიღო; ალექსანდრე მსხალაძე (100), ვისაც ჰაერივით სჭირდება სარეიტინგო ქულები, გერმანელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ დმიტრი პეტერსს თითქოს უტევდა კიდეც და რამდენჯერმე ილეთზე წამოღების მცდელობაც ჰქონდა.

სამწუხაროდ, შედეგიანად ვერც ერთი ვერ დაასრულა, ბოლოს კი მეტოქემ კონტრშეტევაზე დაიჭირა; ამავე წონაში ალექსანდრე ზაალიშვილი ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან შეხვედრაში მოხსნეს. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა დამამშვიდებელი ბევრი ვერაფერი დაგვანახვეს.

სტამის მოგება-წაგება

ქალთა ტურნირში ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ისევ გამოვიდა ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამი. მან პირველ წრეში ბელგიელ როქსანე ტაიმანსს 3 გაფრთხილებით მოუგო, კანადელ კეიტა ზუპანჩიჩთან კი ასევე გაფრთხილებებით წააგო.

კვარცხლბეკი

ვაჟები

60 კგ

1. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი), 2. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია), 3. კერლენ განბოლდი (მონღოლეთი), ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი).

66 კგ

1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა), 2. სებასტიან საიდლი (გერმანია), 3. გოლან პოლაცკი (ისრაელი), სინან სანდალი (თურქეთი), 7. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)

73 კგ

1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 2. ცაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი), 3. პიერ დუპრატი (საფრანგეთი), საგი მუკი (ისრაელი).

81 კგ

1. საბოლც კრისზანი (უნგრეთი), 2. ლასლო ჩოკნიაი (უნგრეთი), 3. ფრანკ დე უაიტი (ჰოლანდია),

ხასან ხალმურზაევი (რუსეთი).

90 კგ

1. კრისტიან ტოტი (უნგრეთი), 2. აარონ ჰილდებრანდი (გერმანია), 3. იოაკიმ დვარბი (შვედეთი), გილიომ ელმონტი (ჰოლანდია).

100 კგ

1. დიმიტრი პეტერსი (გერმანია), 2. მიხაელ კორელი (ჰოლანდია), 3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი).

+100 კგ

1. იაკიმ ხამო (უკრაინა), 2. ვლადუტ სიმიონესკუ (რუმინეთი), 3. მატიაზ ცერაი (სლოვენია), როი მეიერი (ჰოლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• fraternity

ერთი ორუჯოვთანც გვინდა მოგება სასწრაფოდ.

• fraternity

კარგი სტატიაა. გამიხარდა ლაშას მოგება. ძალიან ჭირდებოდა.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!