ტურინის "იუვენტუსს" ფინანსურად არ უჭირს, პოლ პოგბას დარჩენა უნდა
ტურინის "იუვენტუსი" მიჯრით მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი და ბუნებრივია, რომ ეს თემა აპენინურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალურია.

სეზონის წინ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ტურინელთა შანსებს და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები - ერთი ის, რომ "იუვეში" მწვრთნელი შეიცვალა და ანტონიო კონტე მასიმილიანო ალეგრიმ ჩაანაცვლა, რაც ბევრმა "ვეკია სენიორას" რეგრესის წინაპირობად მონათლა.

კონტე ახალი "იუვეს" მთავარი შემოქმედი იყო, ხოლო ალეგრი წარუმატებელი "მილანის" თავკაცი; ამასთან, თითქოს, რუდი გარსიას "რომა" მომწიფდა იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის რეალურად ებრძოლა და არც "ნაპოლი" განიცდიდა ამბიციების ნაკლებობას. მოკლედ, შეიქმნა განცდა, რომ "იუვეს" ჰეგემონია დაემხობოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ტურინულმა გრანდმა ისე მოიგო ჩემპიონატი, რომ შანსი არავისთვის მიუცია.

პირიქით, კიდევ უფრო დიდი უფსკრული გაჩნდა ტურინულ გრანდს და დანარჩენ გუნდებს შორის, რაც უდავოდ ალეგრის დამსახურებაა.

თვითონ მწვრთნელს არ ავიწყდება ანტონიო კონტეს დამსახურება და ეს მის პიროვნულ თვისებებზე დადებითად მეტყველებს:

"ანტონიო კონტემ ჩემპიონი გუნდი დამიტოვა და ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან ადვილია. ერთი სიტყვა სჭირდებათ და მწვრთნელის ხედვა მინდორზე გადააქვთ.

ამ წარმატებაში კონტეს წვლილი დიდია და მინდა მას მადლობა გადავუხადო.

რა იქნება შემდეგი მიზანი? - ჩვენი სურვილია, რომ "იუვენტუსი" ევროპის უძლიერესი გუნდი გახდეს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. კლუბის მესვეურებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მჯერა, რომ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ".

როცა მარტო ჩვენ გვჯეროდა ალეგრის

"იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მასიმილიანო ალეგრის ემადლიერება და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"რა დასამალია და, მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას გულშემატკივრები სკეპტიკურად შეხვდნენ. რამდენიმე ასეულმა ულტრასმა აგრესიულად გააპროტესტა ჩვენი არჩევანი, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა კი გუნდის გარდაუვალი კრიზისი იწინასწარმეტყველეს.

მაშინ მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, რომ ალეგრი კონტეს იდეალურად შეცვლიდა და ეს ასეც მოხდა - "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია, თასის მოგებისთვის იბრძვის და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. ფანტასტიკური მიღწევაა და ეს სწორედ მასიმილიანოს დამსახურებაა.

ვფიქრობ, ალეგრისთან ერთად, ჩვენი გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, რის გარეშეც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ".

მაროტა: პოგბას დარჩენა სურს

ჟურნალისტებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გაესაუბრა და სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა. როდესაც გუნდი ოთხჯერ ზედიზედ ხდება ჩემპიონი, მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემების საფრთხე იმატებს და ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ახალი ფეხბურთელების დამატებაა:

"სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად ვიაქტიურებთ, რადგან ჩვენი მიზანია, "იუვე" ევროპის საუკეთესო გუნდი გახდეს. ერთი ტოპ-ფორვარდი გვჭირდება, ერთი ნახევარმცველი და ერთი მცველი - გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება და ამაზე მუშაობას ვაპირებთ.

რამდენად გავასხვისებთ პოლ პოგბას? - მისი გაყიდვა არ გვსურს და სიმართლე გითხრათ, არც ამის საჭიროება გვაქვს. ფინანსურად არ გვიჭირს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეველევით ფრანგს, თუ თავად ფეხბურთელი მოისურვებს წასვლას.

ვიცი, რომ პოლს დარჩენა სურს და ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ჯუზეპე მაროტამ საგულისხმო კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იუვენტუსს" ფინანსურად არ უჭირს და პოლ პოგბას გასხვისების გარეშეც შეუძლია ახალი ფეხბურთელების დამატება.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, მარტო ჩემპიონთა ლიგიდან ტურინული გრანდის შემოსავალმა 50 მილიონ ევროს გადააჭარბა, სულ კი მიმდინარე სეზონში "იუვეს" ბიუჯეტი 150 მილიონით გამდიდრდა.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ტურინელებს მართლაც შეუძლიათ პოლ პოგბას შენარჩუნება და ახალი ტრანსფერების გაჩარხვა.

31 თუ 33?

"იუვენტუსმა" 31-ე საჩემპიონო ტიტული მოიგო, თუმცა თვითონ ტურინელები თვლიან, რომ 33-ედ მოიპოვეს სკუდეტო. კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ "ვეკია სენიორას" ორი ტროფეი ჩამოართვეს და მას შემდეგ ეს თემა მუდმივი განხილვის საგანია.

ტურინულმა სპორტულმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" პროვოკაციული სტატია დაბეჭდა, სადაც სკუდეტოების ჩამონათვალი იყო და "იუვეს" 33 საჩემპიონო ტიტული ეწერა. ბუნებრივია, ამ თემას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ფედერკალჩოს პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ კი საგანგებო განცხადება გააკეთა:

"ტურინის "იუვენტუსი" დამსახურებულად გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მინდა კლუბის მესვეურებს, მწვრთნელს და ფეხბურთელებს ეს უდიდესი მიღწევა მივულოცო. ამასთან, მოვუწოდო მათ, რომ მიიღონ ის რეალობა, რომელიც დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერაა დადგენილი და რომლის მიხედვითაც, "იუვეს" 31 სკუდეტო აქვს.

იმავეს ვეტყოდი "ტუტოსპორტის" რედაქციას, რომელიც ინფორმაციას საჯაროდ ავრცელებს და ასეთი უზუსტობის დაშვება არ ეკადრება.

შეიძლება თუ არა, რომ "იუვენტუსს" ჩამორთმეული სკუდეტოები დაუბრუნონ? - გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეს უნდა მივიღოთ ის რეალობა, რაც გვაქვს".

ფიესტა ტურინში

"იუვენტუსის" მწვრთნელმა ფეხბურთელებს მხოლოდ 10 წუთი მისცა საჩემპიონო ზეიმისთვის, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ბატალიებია.

მასიმილიანო ალეგრიმ გულშემატკივრებსაც სთხოვა, რომ სახალხო ზეიმისგან თავი შეიკავონ, რადგან ამან შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს გუნდზე.

მიუხედავად ამისა, ტურინში ფიესტა თითქმის ორ დღეს გაგრძელდა, ქუჩებში გამოსულ ათასობით გულშემატკივარს კი ალეგრის თხოვნა, ალბათ, არც კი გაუგია - ზეიმს მხოლოდ გუნდი აკლდა, გუნდი, რომელიც 4 წელია, არავის უთმობს საჩემპიონო ტიტულს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bneli
ავტორ როგორც ჩანს არ წაგიკითხავს და შეგახსნებ რომ საბოლოო გადაწყვეტილებით სასამართლოსი იუვე გაამართლეს და იუვემ შეტანას აპირებს სარჩელის რომ მიყენებული ზარალი ფინანსური აუნაზღაუროს ფედერაციამ მაგრამ ეგ განხილვაია და 33 სკუდეტო უკვე დამტკიცებულია რომ მათია უბრალოდ პატარა საკითხებია მოსაგვარებელი
del piero 10
ფორცა იუვე! #1 გუნდი იყავი და #1 გუნდი ხარ ეხლაც და #1 იქნები ყოველთვის!
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
ალეგრი "იუვენტუსიდან" წავიდა
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"იუვენტუსის" პრეზიდენტს "ატალანტას" პროგრესი არ მოსწონს - ბერგამოელები უკმაყოფილოები არიან
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
ანდრეა ანიელი: "იუვენტუსიდან" წასვლას არ ვაპირებ
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჩემპიონთა ლიგა შეიცვლება და უფრო ელიტური გახდება? - ანდრეა ანიელისა და უეფას რეფორმისტული ხედვა
პირლომ და ანიელიმ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული