მარაკეშში უკრაინელმა იმარჯვა
კაროლინა პლიშკოვა წელს ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშეა ქალთა ტურში. ჩეხი შესანიშნავ სეზონს ატარებს და WTA-ს "ჩემპიონთა რბოლაში" ტოპ-ხუთეულში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ტიტული გასულ კვირამდე მოპოვებული არ ჰქონდა. კაროლინამ ნავსი პრაღაში, საშინაო ტურნირზე გატეხა. საერთოდ, მასპინძლები დომინირებდნენ ტურნირზე და სამ მეოთხედფინალში ჩეხური დერბი გაიმართა.

ფინალი სანახაობრივი გამოვიდა. ერთმანეთს შეხვდნენ მოწოდების ოსტატები. უცნაურია, მაგრამ ფაქტია - 2015 წელს პლიშკოვა ეისების რაოდენობით სერენა უილიამსაც კი უსწრებს. თუმცა ფინალში მან წააგო ეისებით ლუსი ჰრადეცკასთან - 8:17.

ჰრადეცკამ მოიგო პირველი სეტი - 6:4, გადაარჩინა სიტუაცია მეორე პარტიაში 2:5-დან, მაგრამ ვერ მივიდა კარიერაში პირველ ტიტულამდე.

კაროლინა პლიშკოვამ 2015 წელს პირველი ტურნირი მოიგო, კარიერაში კი მეოთხედ გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ჩემპიონთა რბოლაში. გარდა ამისა, კარგი შანსი აქვს, რეიტინგის ათეულში შეაღწიოს. რაც შეეხება ჰრადეცკას, ის ამტკიცებს ტურის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მოთამაშის სტატუსს: მან WTA-ს დონეზე ზედიზედ მეშვიდე ფინალი წააგო.

უკრაინელი ელინა სვიტოლინა საკმაოდ რთული გრაფიკით გამოდის ტურში. მან ჯერ კოლუმბიის ბოგოტაში ითამაშა, აპრილის ბოლოს კი მარაკეშში ჩავიდა, სადაც ფორტუნა აშკარად მის მხარეს იყო. უკრაინელს არ მოუწია ტოპ-მოთამაშეებთან შეხვედრა, არადა, ასეთები მაროკოში ბევრნი იყვნენ. ყველაზე რთული მატჩი ელინას მეოთხედფინალში ჰქონდა კარინ კნაპთან - იტალიელმა ერთი სეტის მოგება მოახერხა.

ფინალში სვიტოლინა უნგრელ ტიმეა ბაბოშს ხვდებოდა. უკრაინელის მეტოქემ კარიერაში საუკეთესო ტურნირი ითამაშა: წყვილებში კრისტინა მლადენოვიჩთან ერთად ტიტული მოიპოვა, ერთეულებში კი სერიოზული ბრძოლა გაუმართა სვიტოლინას, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრწყინვალედ მოქმედებდა მნიშვნელოვან მომენტებში. უკრაინელმა პირველ სეტში ხუთი სეტბოლი მოიგერია და 2:5-დან გადაარჩინა პარტია. მეორეშიც უნგრელი ახლოს იყო მიზანთან, როცა 5:4-ს იგებდა, მაგრამ ორი ქულა არ ეყო სეტი მოსაგებად. ურთულესი ფინალი სვიტოლინამ 7:5, 7:6(3) მოიგო.

სხვათა შორის, ელინას ფინალებში ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს - სამი მოგება სამ ფინალში, თანაც, ყოველთვის ორ სეტში. აქამდე მას ორი ტიტული ჰქონდა აღებული ბაქოში.

მარაკეში (მაროკო)

ელინა სვიტოლინა (უკრ, 4)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 7:5, 7:6(3).

პრაღა (ჩეხეთი)

კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 4:6, 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
აშშ-ის ღია: ჩეხები და ამერიკელები უტევენ
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
კაროლინა პლიშკოვა: ბოლქვაძე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა
ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]