საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ევროპული თამაშებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ევროპული თამაშებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური პრინციპის ეს კომპლექსური სპორტული ღონისძიება (ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება სპორტის სხვადასხვა სახეობაში) წლეულს პირველად ჩატარდება და მას 12-28 ივნისს ბაქო უმასპინძლებს.

სპორტის ზოგიერთ სახეობაში - ძიუდოში, "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში წლეულს სწორედ ეს შეჯიბრებაა ევროპის ჩემპიონატების ალტერნატივა, ანუ კონტინენტის პირველობა არ ტარდება, სამაგიეროდ, ამ ტურნირის გამარჯვებული რანგით გაუთანაბრდება ევროპის ჩემპიონს. ყოველ შემთხვევაში, მედალოსნები პრემიას ზუსტად იმ ნიხრით მიიღებენ, როგორითაც ევროპის პირველობაზე დაჯილდოვდებოდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 4 მაისს გაემგზავრა დუშეთში, სადაც ორკვირიან ერთობლივ შეკრებას გაივლის.

მოგეხსენებათ, ჩვენებმა წინა კვირას საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარეს, სადაც წლევანდელი ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა. ყოველ შემთხვევაში - ევროპული თამაშებისთვის, რადგანაც მთავარი შესარჩევი შეჯიბრება ეს იყო.

დუშეთში მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა უკლებლივ ყველა მედალოსანი წაიყვანა. სავარაუდოდ, მათ იქ მეტად ნაყოფიერი შეკრება გამოუვათ, რადგან ძლიერი გუნდები ეყოლებათ სპარინგ-პარტნიორებად - გუშინ საღამოსთვის უკვე ჩამოსულები იყვნენ სომხეთის, პოლონეთის და მოლდოვის გუნდები, დღეს კი რუმინელები ჩამოფრინდებიან. თან ყველა გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის და ამიტომ ვიმედოვნებთ, ჩვენებს ძლიერი სპარინგები უნდა გამოუვიდეთო.

თავად განსაჯეთ - დუშეთში უკვე არიან ევროპის ვიცე-ჩემპიონი გრიგორ გრიგორიანი (70) და ევროპის მესამე პრიზიორი გარიკ ბარსეგიანი (57), 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონი ვალოდია ფრანგულიანი (61) და სხვები სომხეთიდან. ამ დღეებში ჩამოფრინდება მსოფლიოს ჩემპიონი დავიდ საფარიანიც (66).

გუშინ ჩამოსული არ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი მუსა მურთაზალიევი (86), თუმცა, შესაძლოა, ისიც ჩამოვიდეს. ცხადია, არიან იქაურ ნაკრებში გადასული ქართველები - ვიქტორ ყაზიშვილი (97) და ლევან ბერიანიძე (125). საინტერესოა, რომ მათ ასევე წინა კვირაში სომხეთის პირველობა მოიგეს, სადაც ბერიანიძემ ისე გაიმარჯვა, ქულაც არ დაუკარგავს.

ჩვენი მონაცემებით, პირველი ნომრებით ჩამოდიან სხვა გუნდებიც. საქართველოში ჩამოსვლა უკრაინელებსაც სურთ, ოღონდ მათ აქ ბოლო შეკრების გავლა უნდათ, რათა მერე აქედან გადავიდნენ ბაქოში, თუმცა მინდორაშვილს სხვა გეგმები აქვს - მას არ სურს დასკვნითი შეკრების სხვებთან ერთად გავლა, რათა შიდა სამზარეულოში არ ჩაახედოს სხვები.

მისი სურვილია, მშვიდ ატმოსფეროში მოემზადოს და უცხო თვალისგან, ანუ პოტენციურ მეტოქეთაგან დაფარულად იმუშაოს ისეთ ყოფით დეტალებზე, როგორებიცაა წონის დაკლება, ახალი ილეთის დამუშავება თუ სხვა. მინდორაშვილმა გუშინაც დაგვიდასტურა, რომ ისინი ბოლო შეკრებას მარტონი გაივლიან, ერთობლივი წვრთნები არ ექნებათ. ამ საკითხზე უკრაინელებთან ისევ მიდის მოლაპარაკება. უფრო სწორად, მათ აცნობეს, რომ ჩვენებს ბოლო შეკრებაზე არ სურთ ერთობლივი წვრთნების ჩატარება.

ახლა ჯერი მათზეა - საერთოდ იუარებენ საქართველოში ჩამოსვლას თუ ამ შეკრებაზე გამოემგზავრებიან. სხვათა შორის, ზემოხსენებულ ოთხ გუნდსაც დასკვნით ეტაპზე სურდა სავარჯიშოდ ჩამოსვლა, მაგრამ როცა მინდორაშვილის გადაწყვეტილება აცნობეს, გეგმები შეცვალეს და ახლა გვესტუმრნენ.

ვნახოთ, უკრაინელებიც ასე მოიქცევიან თუ არა. არადა, მათი სტუმრობაც დიდი სკოლა იქნებოდა ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის, რადგან მათ ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ: ევროპის პრიზიორი ვასილ შუპტარი (61), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვი (86), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი პავლო ოლეინიკი და ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ვალერი ანდრეიცევი (ორივე - 97), ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი ალენ ზასეევი და ევროპის პრიზიორი ალექსანდრ ხოციანოვსკი (ორივე - 125)...

ამასობაში ბორჯომში გადის შეკრებას "ბერძენ-რომაელთა" გუნდი, რომელიც იქ მარტო ვარჯიშობს, უცხოელთა გარეშე. ბაქოშიც პირველად ისინი გაემგზავრებიან, რადგან ევროპულ თამაშებში უფრო ადრე ჩაებმებიან. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ბორჯომში "თავისუფლებიც" ჩავლენ - დუშეთური წვრთნების დამთავრების შემდეგ ისინი ორ შეკრებას სწორედ იქ გაივლიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის