"გორში უკვე ბევრი მეგობარი შევიძინე. ძალიან კარგი გარემოა, თბილი ხალხია... აქ ყველა ხუმრობს, ერთმანეთთან მეგობრობს. ისეთი სიტუაციაა, უკეთესს ვერც ინატრებ"
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენს პირველობას ძალიან კვალიფიციური ცენტრალური მცველი, 24 წლის ვლადიკავკაზელი ალან ბაგაევი შეემატა, ვინც გორის "დილას" მაისურა მოირგო. გორელები საქართველოს პირველობის მოგების მთავარი პრეტენდენტები რომ არიან, ამაში ალანის სოლიდური წვლილიცაა.

ტანმაღალი, უშიშარი, პოზიციურად ზუსტი, ორთაბრძოლების მოყვარული და ჭკვიანი - რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, ასე დაგვამახსოვრა თავი მინდორზე გორული კლუბის ახალწვეულმა.

საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერი რომ ჩნდება, რაღა დასამალია და, მას თავიდან "ეჭვის თვალით" ვუცქერით ხოლმე. მართლაც, ბევრი ისეთი უცხოელი გვინახავს ჩვენს პირველობაზე, რომელთაც ფეხბურთთან საერთო ცოტა რამ თუ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ჩვენი რესპონდენტი ასეთთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება.

უნდა ითქვას, რომ ალან ბაგაევი, კარგი ფეხბურთელობის გარდა, კარგი მოსაუბრეც ყოფილა...

- მოდი, მოკლედ გაიხსენეთ, როგორ მოხვედით "დილამდე"?

- ვიყავი ვლადიკავკაზის საფეხბურთო სკოლა "სპარტაკში". ამის შემდეგ ჯერ "ალანია 2-ში" ამიყვანეს, მერე კი მთავარ გუნდშიც დამაწინაურეს, მაგრამ იშვიათად მიწევდა თამაში.

გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი პერმის "ამკარში" წავიდოდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ პერმიდან ისევ "ალანიამ" გამომისყიდა. ამის მერე გამანათხოვრეს "ალანია 2-ში", რომელიც რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. ამას მოჰყვა "როსტოვი", ხაბაროვსკის "სკა ენერგია" და ისევ "ალანია". შემდეგ უნდა გადავსულიყავი "ტოსნოში", მაგრამ არ ვისურვე. წავედი "ურალში". ამის მერე არენდით მივბრუნდი "ალანიაში" და ზუსტად ამ დროს მითხრეს, რომ ჩემით დაინტერესებული იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი - გორის "დილა".

ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან პეტრაკოვი, ბლოხინი... თემას გადავუხვიე. შევიტყვე "დილას" ინტერესის თაობაზე და...

- ...და როცა ეს შეთავაზება მიიღეთ, დიდხანს იფიქრეთ?

- არა. შეთავაზება მივიღე და უკვე მესამე დღეს ჩავედი თურქეთში, სადაც გუნდს შეკრებაზე შევუერთდი. საქმე მხოლოდ ფინანსებში როდია. ყველა ფეხბურთელს აქვს ინტუიცია. მე გულმა "დილასკენ" გამიწია და ახლა უკვე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი არჩევანი გამართლებული იყო. გუნდი იბრძვის ტიტულისთვის, ყველა თამაშზე მოსაგებად გადის, ძალიან ამბიციურია... ეს კი ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს.

თან გორში უკვე ბევრი მეგობარი შევიძინე. ძალიან კარგი გარემოა, თბილი ხალხია... აქ ყველა ხუმრობს, ერთმანეთთან მეგობრობს. ისეთი სიტუაციაა, უკეთესს ვერც ინატრებ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს, საერთოდ, "დილას" ყველა წევრს. მათი დამსახურებაა, რომ არანაირი პრობლემა არ მქონია ადაპტაციის მხრივ.

- ჩვენს ქვეყანასთან რამე გაკავშირებთ?

- ცხოვრების საუკეთესო ხანა - ბავშვობა. ვლადიკავკაზში დავიბადე, ზაფხულობით კი სულ კახეთში ვიყავი. ჩემს მშობლებს სახლი აქვთ თელავსა და ახმეტაში. ქართული მესმის, უბრალოდ, ცოტა ლაპარაკი მიჭირს.

- რას იტყვით ზოგადად ქართულ ფეხბურთზე, თუნდაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის დონეზე?

- უშუალოდ მითამაშია გიორგი ნავალოვსკისა და ოთარ მარცვალაძესთან ერთად. რუსული პრემიერლიგის დონეზეც კი ისინი ძლიერი ფეხბურთელები არიან.

საერთოდ, ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. რაც შეეხება ჩემპიონატს, მას დაძაბულობა არ აკლია. ქართველები და ფეხბურთი - ეს განუყოფელია. ვფიქრობ, ჩემპიონატის დონე უფრო მაღალი იქნებოდა, ყველა გუნდი ერთნაირად რომ ფინანსდებოდეს. ამას გულწრფელად ვამბობ - ქართულ საკლუბო ფეხბურთში უდიდესი რესურსია.

- ევროთასებზე "დილას" დაეხმარებით?

- ჩემი კონტრაქტი სეზონის ბოლოს მთავრდება...

- კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულება რომ შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ასეთ შემთხვევაში, სიამოვნებით დავრჩები.

- თქვენი აზრით, ამ ფორმაციის "დილას" შეუძლია ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა?

- ჩემი აზრით, შეუძლია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს.

- უნდა გკითხოთ "დილას" მწვრთნელ უჩა სოსიაშვილის შესახებაც...

- ის ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ალბათ, იცით, ბევრ ფეხბურთელზე უმცროსიც კია. არადა, ბოლომდე ფლობს სიტუაციას, შესანიშნავად "გრძნობს" გუნდს. მიმაჩნია, რომ ამ მწვრთნელს დიდი მომავალი აქვს.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეთაგან, "დილას" გარდა, რომელ გუნდს გამოარჩევდით?

- ამ კითხვას, როგორც გულშემატკივარი, ისე ვუპასუხებ. განსაკუთრებით მომეწონა ორი გუნდი - თბილისის "დინამო" თავისი ახალგაზრდებით და "ტორპედო" - გამოცდილებით. "დინამოში" უნიჭიერესი ბიჭები თამაშობენ.

- ესეც უნდა გკითხოთ - საქართველოში რომ თამაშობთ, ამას თქვენს სამშობლოში როგორ უყურებენ?

- მე სპორტსმენი ვარ და ჩემთვის ყოველთვის პირველია სპორტული მხარე. არანაირი პოლიტიკა! ყველა ძალიან ნორმალურად უყურებს ამას, არანაირი გართულება არ არსებობს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
ოსებსა და საერთოდ მტრებს ტრაკი აულოკეთ ეს ხო თქვენი წესია.
Kosta
ჯიგარი ხარ, ალან! თანაც ქართული ფეხბურთი ყველაზე ძლიერი მაშინ იყო, როცა აქ ოსიც თამაშობდა... ) ზაზროევი, კალოევი, გუცაევი...
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გორის "დილა": ნავალოვსკი წავიდა, ილურიძე თითქმის, გვალიაც...
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში: ახლა ვიღას ველოდოთ?..
უჩა სოსიაშვილი: მიმდინარე სეზონში პირადად მე ორმაგი მოტივაცია მაქვს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
დილა-ზარია 2:2 - შემობრუნება მოლდოველებთან
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი