"დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გუნდის სიახლეებსა და გეგმებზე საუბრობს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" ბანაკში ბევრი სიახლეა. გორელები დღეიდან გადადიან შეკრებაზე თბილისში, დიდუბის მანეჟში და იქვე, სასტუმროში იცხოვრებენ.

30 იანვარს "დილა" თურქულ შეკრებაზე უნდა გაემგზავროს. ჯერ ქალაქის საკრებულოს არ დაუმტკიცებია კლუბის ბიუჯეტი, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს უახლოეს სხდომაზე მოხდება.

"დილას" თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა უახლოეს გეგმებზე "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა:

"მოგეხსენებათ, "დილას" აქვს ფინანსური პრობლემები და თქვენი გაზეთის მკითხველს ალბათ აინტერესებს, თუ როგორ ვახერხებთ ჯერ თბილისში შეკრების ორგანიზებას და მერე - თურქეთში გამგზავრებას.

დედაქალაქში შეკრება მოხერხდა იმ პირობით, რომ, როცა ჩვენს ანგარიშზე ფული ჩაირიცხება, მაშინ დავფარავთ ამ შეკრების ხარჯებს. თურქული შეკრების ორგანიზებაც დაახლოებით ამ პრინციპით მოხდა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ყენიას. მან პირადი ურთიერთობებით მოახერხა ის, რომ თურქეთში ჩვენი შეკრებისთვის ანაზღაურების საბოლოოდ გასტუმრება მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენს ანგარიშზე ჩაირიცხება თანხა.

უბრალოდ, ჩვენ მაინც გვაქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულება და შეკრების ორგანიზატორებს თავდაპირველად თანხის ერთი მეოთხედი უნდა გადავურიცხოთ".

"დილა" სეზონის განახლებას ახალი ფეხბურთელებით ეგებება. როგორც ირკვევა, სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდის ღირსებას დაიცავენ გიორგი ჩელებაძე, ალან ბაგაევი, თენგიზ წიქარიძე და გიორგი თექთურმანიძე.

"დილას" მთავარი მწვრთნელი ახალწვეულებზეც გველაპარაკა:

"ქობულეთის "შუქურადან" დავიბრუნეთ ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი. მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ... ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს "დილაში" გაატარებს თენგო წიქარიძე. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული გორელი ფეხბურთელია. ჩემს ხელში დაიწყო თამაში...

რაც შეეხება გიორგი ჩელებაძეს, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამას ვადასტურებ, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილი არ არის ეს საკითხი. გიორგი წლების განმავლობაში "შუქურას" გამორჩეული ფეხბურთელია. ის ლიდერების თვისებებითაა დაჯილდოებული...

ასევე, "დილაში" დაბრუნდა ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე. როგორც იცით, ის სეზონის პირველ ნახევარში განათხოვრებული გვყავდა თბილისის "ლოკომოტივში". ახლა ის "დილას" დაუბრუნდა, რადგან განათხოვრების ვადა ამოიწურა".

მომსვლელები მომსვლელებად და, ცხადია, "დილას" რამდენიმე ფეხბურთელიც დატოვებს. კერძოდ, გიორგი ნავალოვსკი უკვე გადასულია ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში". თითქმის გადაწყვეტილია ისიც, რომ ამავე გუნდში ითამაშებს გიორგი ილურიძე. "დილადან" წასვლას აპირებს ლაშა გვალიაც.

"ერთადერთი, რაც შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ, გიორგი ნავალოვსკის გუნდიდან წასვლაა. ვადასტურებ იმასაც, რომ "დილა", შესაძლოა, დატოვონ გიორგი ილურიძემ და ლაშა გვალიამ.

ვიცი, რომ ილურიძეს ვიზის პრობლემა ჰქონდა. ეს ფეხბურთელები, დიდი ალბათობით, რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებენ კარიერას", - თქვა სოსიაშვილმა.

მოკლედ, "დილაში" თანდათან ლაგდება სიტუაცია და ეს ძალიან კარგია. გორულ კლუბს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილი უჭირავს თბილისის "დინამოს" შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

a
Nutu mteli gori etakvaneba Luka razmadzes. Tu natvraa bevri navalovski,modebadze an vacadze mainc inatret gulshematkivrebo
ყველას
რაზმაძე გორელია და ყველას გვიყვარს და გვინდა დაბრუნება დილაში, მითუმეტეს კარგი ფეხბურთელიცაა, მაგრამ უჩასთან სასაყვედურო მაინც არავის არაფერი არ აქვს. მწვრთნელი წყვეტს ყველა ნორმალურ კლუბში ვისთან ერთად უნდა მუსაობა და ვისთან არა და არა იმით რომ ეს გორელია, ის კაი ბიჭია, ეს ჩვენი ძმაა და ა.შ. ასე რომ ამ საკითხში უცა მართალია. ასევე მართალია იმაშიც რომ უჩა რომ არა ასეთი კლუბი დღეს არ გვექნებოდა და არც ეს ფეხბურთელები გვეყოლებოდა. (ვიცი რასაც ვამბობ). ამდენი ხანი უფულოდ ზუსტად უცას რომ უდგანან გვერდით ფეხბურთელები მაგიტომ არიან და არა ჩვენი ლამაზი ტვალების გამო. ასე რომ ვაცადოთ ამ კაცს და ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ ბოლომდე. ისე კი ცოტა ზედმეტად ხისტია უჩა და ცოტა მეტი დიპლომატიურობა არ აწყენს. წარმატებები!
bibo
გასაგებია, მარა მე მახსოვს თაქთაქიშვილის თამაში დილაში და არ შეიძლება რაზმაძე გაუშვა და სხვა მოიყვანო, + ამას რაც ამათმა იჯარით ფეხბურთელები გაუშვეს და ხელფასი ტყუილა უხადეს ეგეც დიდი დანაშაულია, მოკლედ არაფერი გვეშველება რაა.
bibo-ს
რაზმაძე იმიტომ არ მოიყვანეს, რომ თავის დროზე როდესაც ,,დილადან" ,,სიონში" წავიდა მიზეზი იყო უჩა სოსიაშვილთან დაძაბული ურთიერთობა. ურთიერთოა დაეძაბა და ახლა როდესაც ,,დილაში" დაბრუნების შანსი ჰქონდა ლუკა ეცადა, მაგრამ უჩამ უარი უთხრა შეხვედრაზე და გზებიც გაიყო, რაც პირველ რიგში მწვრთნელის ბრალია. ელემენტარული ურთიერთობა არ იცის ადამიანებთან და სიტუაციას აფუჭებს ყველასთან. და კიდევ ხელმძღვანელობა ძალიან სუსტია ,,დილაში", რომელმაც სკამების გამო უჩას ატანა განიზრახეს და თავზე მოისვეს. რაც სოსიაშვილს უნდა იმას აკეთებინებს დირექტორს და ა.შ. ლუკას ნაირი ფეხბურთელის გაშვება როგორ შეიძლება, მისნაირი ჩვენს ჩემპიონატშ არავინ გვყავს.
bibo-ს
რაზმაძე იმიტომ არ მოიყვანეს, რომ თავის დროზე როდესაც ,,დილადან" ,,სიონში" წავიდა მიზეზი იყო უჩა სოსიაშვილთან დაძაბული ურთიერთობა. ურთიერთოა დაეძაბა და ახლა როდესაც ,,დილაში" დაბრუნების შანსი ჰქონდა ლუკა ეცადა, მაგრამ უჩამ უარი უთხრა შეხვედრაზე და გზებიც გაიყო, რაც პირველ რიგში მწვრთნელის ბრალია. ელემენტარული ურთიერთობა არ იცის ადამიანებთან და სიტუაციას აფუჭებს ყველასთან. და კიდევ ხელმძღვანელობა ძალიან სუსტია ,,დილაში", რომელმაც სკამების გამო უჩას ატანა განიზრახეს და თავზე მოისვეს. რაც სოსიაშვილს უნდა იმას აკეთებინებს დირექტორს და ა.შ. ლუკას ნაირი ფეხბურთელის გაშვება როგორ შეიძლება, მისნაირი ჩვენს ჩემპიონატშ არავინ გვყავს.
bibo
ლუკა რაზმაძე რატო გაუშვით??? თაქთაშვილი საცა მოიყვანეთ რაზმაძეც მოგეყვანათ გორელია კაცი
chicharito
ძალიან კარგი. წარმატებები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
თენგიზ წიქარიძე გორის "დილას" ფეხბურთელი გახდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თენგიზ წიქარიძე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
ქუთაისის "ტორპედო" მეათე ფეხბურთელმა დატოვა
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
დილა-ჩიხურა 1:0 - ჩაქრა და ჩაეხსნა [VIDEO]
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში: ახლა ვიღას ველოდოთ?..
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
უჩა სოსიაშვილი: მიმდინარე სეზონში პირადად მე ორმაგი მოტივაცია მაქვს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ალან ბაგაევი: ცხოვრების საუკეთესო ხანა საქართველოსთან მაკავშირებს
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
დილა-ზარია 2:2 - შემობრუნება მოლდოველებთან
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს