"შტუტგარტს“ იტალიელი ნახევარმცველი მაურო კამორანეზი აღარ სჭირდება და მზადაა, უსასყიდლოდ დაუთმოს ნებისმიერს, ვინც მის გადაბირებას მოისურვებს

ეს მოსალოდნელიც იყო: „შტუტგარტს“ იტალიელი ნახევარმცველი მაურო კამორანეზი აღარ სჭირდება და მზადაა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი უსასყიდლოდ დაუთმოს ნებისმიერს, ვინც მის გადაბირებას მოისურვებს. შვაბური კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, კამორანეზი გათავისუფლების ფურცელს უპრობლემოდ მიიღებს. ამრიგად, ოთხი თვისა და ბუნდესლიგაში ჩატარებული შვიდი მატჩის შემდეგ, კამორანეზის ბუნდესლიგური ერა დასასრულს უახლოვდება.

„მოსამზადებელ შეკრებაზე მაუროსთან გულახდილი საუბარი მქონდა. ორივემ მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ახალი გუნდი უნდა ეძებოს. ჩვენ მას პრობლემებს არ შევუქმნით, მის სანაცვლოდ ფულს არ მოვითხოვთ“, - „კიკერთან“ საუბარში განაცხადა „შტუტგარტის“ მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შვაბებმა კამორანეზი ტურინის „იუვენტუსიდან“ ზაფხულში გადაიბირეს და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ მაურომ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ შვიდ მატჩში ერთადერთი, რაც „მოახერხა“, წითელი ბარათის აკიდება იყო. ფეხბურთელი, რომელსაც იტალიის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლოს მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე