2-3 მაისს გამართულ შეჯიბრში ქართველი, ნორვეგიელი, ფინელი, ამერიკელი, შვედი და თურქი სპორტსმენები მონაწილეობდნენ
საქართველოს სპორტული ორიენტირების სპორტული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, 2-3 მაისს გაიმართა თბილისის ღია ჩემპიონატი სპორტულ ორიენტირში. შეჯიბრში ქართველი, ნორვეგიელი, ფინელი, ამერიკელი, შვედი და თურქი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებები გაიმართა ლისის ტბისა და ძველი თბილისის ტერიოტერიებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

სპორტულ ორიენტირებაში მიზანი რუკითა და კომპასით უცხო გარემოში ორიენტირება და დასახულ მიზნამდე მისვლაა. მას ხუმრობით სირბილის დროს ჭადრაკის თამაშსაც ადარებენ, რადგან რუკის წაკითხვა მორბენალისათვის, როდესაც ყოველი წამი მნიშვნელოვანია, ადვილი ნამდვილად არ არის. შედეგის მისაღწევად თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური უნარჩვევების გამოვლენა.

საქართველოში სპორტული ორიენტირება შესაძლოა არ იყოს სხვა სპორტული სახეობების მსგავსად პოპულარული, თუმცა უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით სკანდინავიაში, იგი სასკოლო სასწავლო პროგრამაშიცაა შეტანილი. ამ სახეობაში იმართება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, როგორც მოყვარულთა, ასევე პროფესიონალთა შორის.

თბილისში გამართულ ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი და გამგეობის წევრი კახა ნიკოლაძე.

ტურნირის დასრულების შემდეგ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გადაწყდა, რომ ორივე ფედერაცია მოსწავლეებისათვის უკვე წელსვე ერთობლივად ჩაატარებს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილ თამაშს "ლეგენდების კვალდაკვალ", რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სპორტული ორიენტირი იქნება.

საპილოტე თამაშის გამართვა წელსვე იგეგმება. მასში მონაწილეობას რადენიმე სკოლა მიიღებს. ტურნირის მოწყობამდე დაგეგმილია პედაგოგთა გადამზადება.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა