ლოსანჯელესელებმა ტექსასში მოგებით დაიწყეს
"ჰიუსტონს" ყველა შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ მოგებით დაეწყო "კლიპერსთან" სერია: საკუთარი მოედნის უპირატესობა, მეტოქის დაღლილობა, რომელმაც ორი დღის წინ დაასრულა "სან ანტონიოსთან" ურთულესი შვიდმატჩიანი სერია და რაც მთავარია, მეტოქის ლიდერის, კრის პოლის ტრავმა.

ამ კალათბურთელის არყოფნაში, რომელმაც "სპურსთან" მეშვიდე მატჩში გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო, დოკ რივერსის გუნდს წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონდა. პირველი მეოთხედიც ამაზე მიანიშნებდა.

სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ: სამქულიანები მიზანს ცდებოდა (1/10), შეტევაში ფანტაზია მოიკოჭლებდა... მიუხედავად ამისა, "კლიპერსმა" პირველი 12 წუთი მხოლოდ ექვსი ქულით წააგო. ეს იმის გამო მოხდა, რომ "ჰიუსტონი" ზერელედ თამაშობდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ამ მხრივ, მეტოქეს არც "კლიპერსი" ჩამორჩებოდა.

მეორე მეოთხედის დასაწყისში, ქაოტური კალათბურთის მიუხედავად, მასპინძლების უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია. ბარნსის, გრიფინისა და კროუფორდის მხრიდან ანგარიშის შემცირების ყველა მცდელობას დუაიტ ჰოვარდი ეღობებოდა. "სუპერმენმა" მეოთხედში 11 ქულა დააგროვა, პრიჯიონიმ და სმიტმა 10 ქულა დაუმატეს. სამაგიეროდ, "კლიპერსმა" გააუმჯობესა რეალიზაცია (55 პროცენტი). ამიტომაც მასპინძლებმა უფრო წინ წაწევა ვერ შეძლეს.

მესამე მეოთხედში "როკეტსის" თამაშში ცვლილება არ მომხდარა - ისევ ბევრი შეცდომა იყო. "კლიპერსმა" კი გადაწყვიტა, ესარგებლა მეტოქის ცუდი დაცვით პერიმეტრზე და რედიკმა და რივერსმა შორეული ტყორცნებით დაბომბეს "როკეტსი". დოკ რივერსის გუნდმა ექვსი სამქულიანი ჩააგდო, "ჰიუსტონმა" კი საშინლად დაასრულა მეოთხედი - ბოლო ხუთ წამში ხუთი ქულა გაუშვა.

ბოლო მეოთხედს სტუმრები ექვსქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. 36 წუთის შემდეგ გუნდებს ჯამში 42 შეცდომა ჰქონდათ დაშვებული. "კლიპერსის" გადამწყვეტი გაქცევა ბოლო 12-წუთეულის შუაში ვნახეთ, როცა ბარნსმა და კროუფორდმა კუთხიდან სამქულიანები ჩააგდეს, რედიკმა კი დაასრულა 12:0 სპურტი. ჯეისონ ტერიმ სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა, მაგრამ იქვე "რაკეტებმა" მორიგი დარტყმა მიიღეს - 10:0 გაქცევა.

საშინლად ითამაშა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 9 შეცდომა დაუშვა. სულ "ჰიუსტონმა" 24-ჯერ დაკარგა ბურთი, რაც "კლიპერსის" 34 ქულაში გარდაისახა. დოკ რივერსის გუნდმა ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო, ბლეიკ გრიფინმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ პლეი ოფში 2002 წელს ჯეისონ კიდმა შეძლო. ბლეიკმა მეორე ტაიმში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჰიუსტონი-კლიპერსი 101:117

25:19, 25:27, 27:37, 24:34

ჰ: ჰოვარდი (22+10 მოხსნა+5 დაფარება), ჰარდენი (20+5 მოხსნა+12 პასი+4 ჩაჭრა+9 შეცდომა), არიზა (17+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრიჯიონი (11), ტერი (10).

კ: გრიფინი (26+14 მოხსნა+13 პასი), კროუფორდი (21+5 მოხსნა), ბარნსი (20+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედიკი (17), რივერსი (17+4 ჩაჭრა), ჯორდანი (10+15 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება).

სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
გრიფინის 45 ქულაც არ ეყოთ - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა კი - 33, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" დარჩა [VIDEO]
გრიფინის სამმაგი და დრამონდის ორმაგი დუბლი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოიგო [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფინიქსს" იოლად სძლია
გრიფინმა ფაჩულიას უხერხული მომენტი გაახსენა - როგორ მიულოცა ამერიკელმა ზაზას დაბადების დღე [PHOTO]