სტიუარტ ბინემის ბენეფისი
მსოფლიო რეიტინგის მეცხრე ნომერი სტიუარტ ბინემი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან 2005 წლის ჩემპიონ შონ მერფის სძლია.

როგორც გახსოვთ, ორი სესიის შემდეგ მერფი 9:8-ს იგებდა, მაგრამ მესამე სესიაში ყველაფერი შეიცვალა. ბინემი წინ გაიჭრა - 14:11, თუმცა მერფიმ თამაშში დაბრუნება შეძლო და 30 ფრეიმის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა - 15:15.

31-ე ფრეიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ის საათზე მეტხანს გაგრძელდა და ბინემმა მოიგო. მომდევნო ორ პარტიაში კი მერფიმ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მისმა მეტოქემ კარგად გამოიყენა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. სტიუარტმა კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე ფინალი მოიგო - 18:15 და ახალი ჩემპიონი გახდა.

ბინემი სრულიად დამსახურებულად გახდა ჩემპიონი, რადგან გზად ჩემპიონობისკენ ძლიერ მეტოქეებს აჯობა: რობი უილიამსს, გრემ დოტს, რონი ო'სალივანსა და ჯად ტრამპს.

შონ მერფი-სტიუარტ ბინემი 18:15

პირველი სესია: 103(68)-44, 69(59)-51, 74(65)-5, 0-105(105), 15-68(56), 90(90)-0, 7-55,

მეორე სესია: 30-73(65), 74(74)-57(57), 106(106)-1, 121(121)-14, 97(51)-41, 1-76(76), 7-129(123), 0-113(89), 76(76)-0, 22-67(53)

მესამე სესია: 4-87(87), 40-68(51), 0-112(112), 23-95(50), 80(59), 0-87(87), 84(84)-0, 7-86(57).

მეოთხე სესია: 73-6, 6-102(102), 75-55, 68(64)-29, 76-0, 56-80, 3-68(55), 1-88(88).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის