"სანტიაგო ბერნაბეუს" "ვალენსია" სტუმრობს
მაშინ, როცა ლიდერი "ბარსელონა" შინ ბასკურ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს, რომელსაც ევროასპარეზზე მოხვედრის თეორიული შანსიღა შერჩა, მდევარ "რეალს" სერიოზული გამოცდა ელის - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალენსია" ითამაშებს. მაგრამ სანამ უშუალოდ ტურზე ვიტყვით, უფრო მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს.

ფეხბურთელები და ფედერაცია პროფლიგისა და მთავრობის წინააღმდეგ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 16 მაისიდან წყვეტს ყველა შიდა ტურნირს. ფედერაციამ მხარი დაუჭირა ფეხბურთელთა პროფკავშირს გაფიცვის თაობაზე.

ალბათ, გაგიკვირდებათ, ეს როგორ - საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელები და ფედერაცია ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და არა ერთმანეთს. მთავრობის დეკრეტით სატელევიზიო უფლებების ცენტრალიზაცია უნდა მოხდეს.

მოკლედ, 37-ე ტურს, ამ გადასახედიდან, ჩაშლა ემუქრება, ისევე, როგორც ესპანეთის სამეფო თასის ფინალს. ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბილბაო" ხვდებიან.

"ამავე დროს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და ამიტომ ესპანეთის მთავრობას დიალოგს ვთავაზობთ", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ამასობაში ესპანეთის პროფესიულმა ლიგამ (LFP) სასამართლოში უჩივლა ფედერაციას მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ბენზემამ ვარჯიში განაახლა

"ვალენსიამ" ამას წინათ, ბევრის აზრით, "ბარსას" მისსავე მოედანზე თამაშით აჯობა (ტაიმ-ნახევარი მაინც). ამიტომ კარლო ანჩელოტის გუნდი ორცეცხლშუაა - ტურინში გადაღლილმა ვერც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დუელის ბედი გადაწყვიტა და არც ლა ლიგაში შეიძლება ქულების კარგვა.

პირდაპირ ვთქვათ - თუ "რეალი" "ვალენსიას" ვერ მოუგებს, ფაქტობრივად, გადაულოცავს ტიტულს "ბარსას".

ნუნუს გუნდი "რეალთან" სათამაშოდ დისკვალიფიცირებული როდრიგოს გარეშე გავა. საეჭვოა გაიას, ოტამენდის და დიეგო ალვეშის თამაში. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სამეული მაინც იქნება.

ანჩელოტის ისევ ლუკა მოდრიჩის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ალბათ, არც ქარიმ ბენზემა იქნება ბოლომდე მზად, თუმცა ფრანგმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

ტურინული თამაშის შემდეგ, მწვრთნელის გარდა, ყველაზე ხშირად გარეთ ბეილს, იკერ კასილიასსა და სერხიო რამოსს აკრიტიკებდნენ სუსტი თამაშისთვის. თუმცა ბეილის თამაშს სუსტიც კი არ უწოდეს. როი კინმა პირდაპირ დაწერა, "რეალი" ტურინში 10 კაცით თამაშობდა, რადგან გარეთ ბეილი მოედანზე იყო და არც იყოო.

შეისმენს ანჩელოტი და დააბრუნებს სასტარტოში ჩიჩარიტოს? ძნელი სათქმელია! შეწყდება უცნაური ექსპერიმენტი რამოსის პოზიციასთან დაკავშირებით? დადგება კარში ამჯერად კეილორ ნავასი? ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ იტალიელ თავკაცს აქვს, რომელიც სერიოზულ წნეხშია.

ნახევარფინალური დუელი "იუვესთან" დამოკლეს მახვილივით არის აღმართული კარლიტოს თავზე და ვინძლო, მას მართლა არ მოუწიოს "მილანში" გაქცევა.

ამასობაში კარლო ანჩელოტი პრიმერას აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. აპრილში "რეალმა" ლა ლიგაში 5-დან 5 მატჩი მოიგო, მათ შორის, 9:1 "გრანადასთან".

ამაღლებული განწყობა "ბაიერნის" შემდეგ

მაშინ, როცა მთელი საფეხბურთო სამყარო ლეო მესის შედევრით ტკბება "ბაიერნის" კარში და მანუელ ნოიერსა და ჟერომ ბოატენგს დასცინის, მესიმ და კომპანიამ ვარჯიში განაახლეს. წინ "რეალ სოსიედადთან" მატჩია.

ვარჯიშზე ბრწყინვალე სიტუაციაა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა - "ბარსამ" ხომ ცალი ფეხით შეაბიჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ერთადერთი ჟერემი მატიო ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად, ფრანგი მცველი ინდივიდუალურად ემზადება მატჩისთვის.

ლა ლიგა. XXXVI ტური

პარასკევი. 8 მაისი

ეიბარი-ესპანიოლი 22:45

დისკვალიფიკაცია: არუაბარენა - კანიასი

ტრავმა: ნავასი, ხიმენესი - მატიონი

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-1)

შაბათი. 9 მაისი

გრანადა-კორდობა 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სილვესტრი, ინსუა, მურილიო, მარე, საქსესი - ბუსონი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +2=3-2, (6-8)

ბარსელონა-სოსიედადი 20:00

დისკვალიფიკაცია: გონსალესი (სოს)

ტრავმა: მატიო (?) - კასტრო, ზურუტუზა

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +23=9-7, (81-34)

რეალი-ვალენსია 22:00

დისკვალიფიკაცია: როდრიგო

ტრავმა: მედრანი, მოდრიჩი, ბენზემა - გაია (?), ალვეში (?), ოტამენდი (?)

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 თამაში: +26=10-11, (91-59)

ბილბაო-დეპორტივო 00:00

დისკვალიფიკაცია: ბუსტინზა -

ტრავმა: ადურისი, ირაოლა (?), გომესი, მუნიაინი, ბალენსიაგა, ბენიატი - კავალეირო (?), ვილკი, დომინგესი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +10=12-17, (42-58)

კვირა. 10 მაისი

ლევანტე-ატლეტიკო 14:00

დისკვალიფიკაცია: სიმაო, კასადესუსი - გოდინი

ტრავმა: დიოპი, ნავარო -

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +6=3-12, (23-33)

ვილიარეალი-ელჩე 19:00

დისკვალიფიკაცია: რუისი - სუარესი, ტიტონი

ტრავმა: სანტოსი, უჩე, მუსაჩიო, ჩერიშევი, ბაილი (?), მარინი, ასენხო, სორიანო - ანხელი, ალბაკარი

ბოლო 6 მატჩი

+0=4-2 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +4=6-3, (16-14)

ალმერია-მალაგა 21:00

დისკვალიფიკაცია: დოს სანტოსი (ალმ)

ტრავმა: მიჩელი, ველესი -

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +4=4-5, (14-16)

სელტა-სევილია 23:00

დისკვალიფიკაცია: ლარივეი, მალიო, კაბრალი, ნოლიტო, ლოპესი - ტრემულინა, რეიესი

ტრავმა: პლანასი, რადოია, ოუბინია - ბეტო, პარეხა, კრისტოფორო, ბარბოსა

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +13=3-9, (29-26)

ორშაბათი. 11 მაისი

ვალეკანო-ხეტაფე 22:45

დისკვალიფიკაცია: მორსილიო (ვალ)

ტრავმა: ამაია, ლეო, ალვარესი, ბა - ვალერა, ვასკესი, ლაფიტა, იოდა

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +6=0-4, (15-12)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 40 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - არიც ადურისი (ბილბაო), ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი