სხვა ამბები ასოციაციაში
- "ჩიკაგო ბულზის" მცველი ჯიმი ბატლერი 2014-15 წლების სეზონში ლიგის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელეს.

25 წლის კალათბურთელმა რეგულარულ ჩემპიონატში 65 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 20.0 ქულა, 5.8 მოხსნა და 3.3 შედეგიანი პასი დააგროვა. ასეთი თამაშის წყალობით, ბატლერი კარიერაში პირველად მიიწვიეს "ყველა ვარსკვლავის მატჩზე".

- "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა "დეტროიტის" ყოფილ გენერალურ მენეჯერთან ჯო დუმარსთან. ამ სპეციალისტს კარგი ურთიერთობა აქვს "პელიკანსის" ვიცე-პრეზიდენტ მიკი ლუმისთან და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კლუბში ჩაიბაროს საკალათბურთო ოპერაციების განყოფილების დირექტორის პოსტი.

- "სან ანტონიო სპურსის" ვეტერანი მანუ ჯინობილი თავის კარიერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამ თვის ბოლოსკენ მიიღებს. "უნდა მოვიცადო მაისის ბოლომდე და დავაკვირდე ჩემს მდგომარეობას. ვიგრძნობ თუ არა თავს ყოფილ მოთამაშედ. მაინტერესებს - როგორ მოიქცევა ჩემი ორგანიზმი. პენსიაზე 2013 წელსაც ვფიქრობდი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ ახალი გამოწვევის მიღება მინდოდა. ვნახოთ, როგორ იქნება ამჯერად. ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა ვიჩქარო", - ამბობს ჯინობილი.

- "ვაშინგტონ უიზარდსის" ლიდერი ჯონ უოლი შეძლებს "ატლანტასთან" სერიის მესამე მატჩში მონაწილეობას. 24 წლის გამთამაშებელმა მაჯის ტრავმა "ჰოქსთან" პირველ მატჩში მიიღო, რის გამოც მეორე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მიმდინარე პლეი ოფში უოლმა 5 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.4 ქულა, 12.6 პასი და 4.6 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაიამი ჰიტმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
"სელტიკსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]
ჯიმი ბატლერის საოცარი მატჩი - იანისის სამმაგი დუბლი "მაიამისთან" საკმარისი არ აღმოჩნდა
ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]
ჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]
ბატლერი გაჩერებას აღარ აპირებს - "მაიამიმ" "ბოსტონი" მეორე მატჩშიც დაამარცხა [VIDEO]