ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA: ლებრონ ჯეიმსის "ბაზერი" ჩიკაგოში

NBA: ლებრონ ჯეიმსის "ბაზერი" ჩიკაგოში

საოცარი მატჩის საოცარი დასასრული
მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ დაზიანება, რომელიც პაუ გასოლმა გასულ მატჩში მიიღო, ესპანელს მოედანზე გასვლის საშუალებას არ მისცემდა. ამიტომაც, წინა შეხვედრის მსგავსად, მასპინძელთა რიგებში ძირითადი დატვირთვა ისევ უკანა ხაზზე მოვიდა. პირველ მეოთხედში გუნდური 28 ქულიდან 18 როუზისა და ბატლერის ანგარიშზე იყო.

პირველი პრობლემები "ხარებს" მეორე მეოთხედში შეექმნათ, როცა შვიდი წუთის განმავლობაში ტიბოდოს შეგირდებმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღეს. შედეგიანობით ვერც კლივლენდელები ბრწყინავდნენ, მაგრამ რეგულარულად დგებოდნენ საჯარიმოს ხაზზე და ასე აგროვებდნენ ქულებს. სწორედ ჯარიმებით ეხმარებოდა თავის გუნდს ერთ-ერთი ლიდერი კაირი ირვინგი. როგორც აღმოჩნდა, მცველს ჯერ კიდევ პირველი რაუნდის მეორე მატჩში მიუღია ფეხის ტრავმა, რომელიც ძალიან უშლის ხელს.

ამიტომაც გამთამაშებლის ფუნქციებს მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი ასრულებდა, კაირი კი ფარქვეშ შესვლებით შემოიფარგლებოდა (2/10 თამაშიდან, მაგრამ საჯარიმოებიდან 8/8).

დიდი შესვენების შემდეგ როლები შეიცვალა. ახლა უკვე სტუმრებს ჰქონდათ უქულო შვიდი წუთი, "ბულზმა" კი გაქცევა მოაწყო. მეორე მეოთხედში "კლივლენდის" 16:0 სპურტს "ხარებმა" მესამეში 13:0-ით უპასუხეს და მატჩში ყველაზე დიდი სხვაობით გავიდნენ წინ - 11ქულა.

სტუმრების ქამბექის სულისჩამდგმელი გახდა რეზერვისტი ჯეი არ სმიტი. მეოთხე მეოთხედის სტარტზე მან ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო (პირველ 36 წუთში "კლივლენდმა" 19-დან მხოლოდ ორი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში) და არა მარტო შეამცირა სხვაობა, არამედ "კავალიერზის" საპასუხო სპურტი დაიწყო. დევიდ ბლატის შეგირდებმა დაცვა გააძლიერეს და მასპინძლებმა შეცდომების დაშვება დაიწყეს. თუ პირველ სამ მეოთხედში "ჩიკაგომ" მხოლოდ შვიდჯერ დაკარგა ბურთი, ბოლო 12-წუთეულში "ხარების" ხუთი შეცდომა დაფიქსირდა.

საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა შვიდი ქულა იყო, მაგრამ ბოლო 120 წამში როუზმა და ბატლერმა სამქულიანები ჩააგდეს, "კლივლენდმა" კი ასევე დაიწყო შეცდომების დაშვება. მაგალითად, ლებრონმა შეტევაში აიღო ჯარიმა, 19 წამით ადრე კი სტუმრებმა სამი ტაიმ-აუტი დახარჯეს იმისთვის, რომ ბურთი თამაშიდან შემოეტანათ და როცა შემოიტანეს, ბურთი ისევ დაიკარგა.

ასეა თუ ისე, ტიბოდოს შეგირდებმა ბოლო შეტევაში ორი ქულა აიღეს და სირენამდე ცხრა წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 84:84. იმის გამო, რომ "კლივლენდს" ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა დარჩენილი, ლებრონმა მთელი მოედანი გაიარა და სროლა დააპირა, მაგრამ მიროტიჩმა ბლოკით აუტში გადააგდო ბურთი. "კავალიერზს" ბოლო შეტევისთვის 1.5 წამი რჩებოდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჯეიმსისთვის, გათავისუფლებულიყო ბატლერის მეურვეობისგან და სირენასთან ერთად ჩაეგდო ბურთი.

ლებრონმა თამაშიდან 30-ჯერ ისროლა და მხოლოდ 10 იყო ზუსტი; რვა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოლო ტყორცნამ ყველაფერი გადაწონა და "მეფე" საღამოს გმირი გახდა.

ჩიკაგო-კლივლენდი 84:86

28:26, 17:23, 23:12, 16:25

ჩ: როუზი (31), ბატლერი (19+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოა (8+15 მოხსნა).

კ: ჯეიმსი (25+14 მოხსნა+8 პასი), მოზგოვი (15+9 მოხსნა+3 დაფარება), სმიტი (13), ტომპსონი (12+7 მოხსნა), ირვინგი (12).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო