ვაკოს სუპერგოლი, კაპიტნის სამკლავური ქართული დროშით და ჩხუბი გუნდი-გუნდზე გვირაბში
11 მაისს არნემის "ვიტესმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა როტერდამის "ფეიენოორდი". ამ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა შორეული დარტყმით. ეს 22 წლის ნახევარმცველის მეცხრე გოლია ჩემპიონატში და მე-15 "ვიტესის" მაისურით.

კაპიტანმა გურამ კაშიამ 150-ე მატჩი გამართა "ვიტესის" მაისურით. როგორც შეგვპირდა, კაშია სპეციალური სამკლავურით გავიდა მოედანზე, რომელზეც არა მარტო თანაგუნდელების სახელები ეწერა, არამედ ოჯახის წევრების, ყოფილი მწვრთნელების და ყოფილი თანაგუნდელების. აგრეთვე - ჰოლანდიისა და საქართველოს დროშები.

"მესამე ადგილი? ეს იქნება სასწაული. მოდი, მხოლოდ ჩვენ-ჩვენს მოსაგებ მატჩზე ვიფიქროთ და ვნახოთ, რა მოხდება. გამარჯვებით კი უზომოდ გახარებულები ვართ", - განაცხადა გურამ კაშიამ FOX Sports-თან ინტერვიუში.

"ამ სამკლავურზე იმ ხალხის სახელებია დაწერილი, რომელთა მხარდაჭერას ამ ხუთი წლის განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდი. კლუბი ყოველთვის დიდი პატივისცემით მექცეოდა. დიახ, მე შემგროვებელი ვარ და ამ სამკლავურს აუცილებლად შევინახავ", - განაცხადა კაშიამ.

სხვათა შორის, ზუსტად იმ მომენტში, როცა FOX Sports-ი კაშიას ინტერვიუს იწერდა, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ჩოჩქოლი ატყდა. ჰოლანდიური მედიის ცნობით, "ვიტესის" და "ფეიენოორდის" ფეხბურთელებმა იჩხუბეს. ცნობილია, რომ ჩხუბი არნემელმა ზაქარია ლაბიადმა და როტერდამელმა კოლინ კაზიმ-რიჩარდსმა წამოიწყეს, თუმცა კიდევ ვინ მონაწილეობდა არეულობაში, უცნობია.

ბოლო ტურის წინ "ვიტესი" 57 ქულით მეხუთე ადგილზეა და 17 მაისს "უტრეხტს" მასპინძლობს. მესამე-მეოთხე ადგილებზე "ფეიენოორდი" და "ალკმაარი" არიან 59-59 ქულით. ჰოლანდიაში მესამეადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს ევროპალიგის საგზურს, მე-4-მე-7 ადგილებზე გასულები კი ამ საგზურისთვის პლეი ოფში ითამაშებენ.

ასევე იხილეთ:

ლეგიონი: ვაკოს გოლმა "ფეიენოორდის" მეკარე გაშტერებული დატოვა [VIDEO]

ლევან
არარი დრო ვაკო სასტავავში ვიხილოთ...
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ფეიენოორდის" ფანების უღირსი საქციელი - მეტოქის პრეზიდენტს მაგიდები დაუშინეს
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფეიენოორდის" მწვრთნელად დიკ ადვოკატი დანიშნეს
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"აიაქსთან" განადგურების შემდეგ ფანებმა "ფეიენოორდი" ავტობუსში კინაღამ ჩაქოლეს
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
დინამო VS ფეიენოორდი - თამაში ღირსებისთვის, თამაში სარეიტინგო ქულებისთვის
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
იაპ სტამი: შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში ადგილი არ გვაქვს
ფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა