რა ხდება როლან გაროსის გენერალურ რეპეტიციაზე
რომის "მასტერსის" მესამე დღეს სცენაზე გამოვიდნენ ფავორიტები, რომლებიც პირველი წრიდან თავისუფალნი იყვნენ. გუშინ დაიწყო ტიტულის დაცვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა გამოტოვა გასულ კვირას მადრიდის "მასტერსი" და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა რომისთვის და როლან გაროსისთვის. ესპანელ ნიკოლას ალმაგროსთან გუშინდელი მატჩის პირველ სეტში ისე ჩანდა, რომ მზადებამ წარმატებით ჩაიარა.

ჯოკოვიჩმა პირველ პარტიაში ორი ბრეიკით გაანადგურა მეტოქე - 6:1. მეორე სეტში ბრეიკი არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნოვაკი ძალიან ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან. სერბი 5:2-ს იგებდა საჩოგბურთო ლატარიას, მაგრამ ალმაგრომ სასწაულის მოხდენა შეძლო - ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ბრძოლა ინერციით მესამე სეტშიც გაგრძელდა. კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა 4:3-ზე პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და შემდეგ მატჩზე ჩაწოდება შეძლო.

შეხვედრა ზუსტად ორი საათი გაგრძელდა, რომლის დროსაც ჯოკოვიჩმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი სამიდან სამი ასეთი შანსი გამოიყენა. ამ გამარჯვებით სერბმა 18 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. მესამე წრეში მისი მეტოქე კიდევ ერთი ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

გუშინდელი სათამაშო დღის მთავარი მოულოდნელობა გახდა ესპანელი გილერმო გარსია ლოპესის მოგება ხორვატ მარინ ჩილიჩთან - 6:4, 6:3. პირენეელი აშკარა უპირატესობას ფლობდა, 14 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და აქედან სამი გამოიყენა, თავად ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. გარსია ლოპესისთვის ეს იყო სეზონში მე-20 მოგება. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი ჩილიჩი კი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან - წელს ჩატარებული ხუთი ტურნირიდან მან მხოლოდ ერთში შეძლო ორი მატჩის მოგება.

კინაღამ ჩილიჩის ბედი გაიზიარა მერვე ნომრად განთესილმა სტენ ვავრინკამ, რომელმაც პირველი სეტი დათმო არგენტინელ ხუან მონაკოსთან და მეორეს ბრეიკით აგებდა, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა - 4:6, 6:3, 6:2. ვავრინკამ ორი საათი და 12 წუთის განმავლობაში მეტოქის 12 ბრეიკ-პოინტიდან რვა მოიგერია.

ჩილიჩის მსგავსად, შვეიცარიელიც დიდი ხანია ფორმიდანაა ამოვარდნილი - მას თებერვლის შემდეგ არც ერთ ტურნირში არ მოუგია ზედიზედ ორი მატჩი.

დიდ ინტერესს იწვევდა ესპანელი ფელისიანო ლოპესისა და ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის შეხვედრა. ამ უკანასკნელმა გასულ კვირას, მადრიდის "მასტერსზე" თვით როჯერ ფედერერს სძლია, თუმცა რომში პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ფელისიანო ლოპესმა მაღალ დონეზე წარმართა შეხვედრა. 81 წუთში 12 ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, რომელიც მოიგერია - 6:4, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა