საინტერესო სტატისტიკა ესპანეთის გრან-პრის შემდეგ
"რენოს" ყოფილმა შეფმა, წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფუნქციონერმა ფლავიო ბრიატორემ გააკრიტიკა ფორმულა 1-ში დღეს არსებული სიტუაცია. მისი აზრით, "დიდი ცირკი" ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება მაყურებლისთვის და ორგანიზატორებმა ამას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ფორმულა 1-ს გარდაქმნები ესაჭიროება, რადგან ამ მომენტისთვის ეს ის სპორტი არ არის, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. ჩვენ, უბრალოდ, რბოლები გვჭირდება. ჩემპიონატი ყოველთვის რბოლებამდე იყო დაყვანილი, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ არის. დღეს ყველა ფიქრობს საწვავისა და საბურავების ეკონომიაზე. ეს წესი შესაცვლელია, თანაც, მაქსიმალურად სწრაფად. ყველაფერი ძალიან მარტივია - მაყურებელმა უნდა უყუროს იმას, როგორ გადიან პლანეტის საუკეთესო პილოტები 60 წრეს საკვალიფიკაციო რბოლის რეჟიმში.

სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა გრან-პრი. რამდენადაც ვიცი, ბევრი ეთანხმება ამ აზრს და გარდაქმნები უნდა განხორციელდეს იქამდე, სანამ მაყურებლის უმრავლესობა საბოლოოდ უარს იტყვის ტელევიზორით ფორმულა 1-ის ყურებაზე", - ამტკიცებს ბრიატორე.

ბრიატორეს აზრით, ერთ-ერთი გზა, რამაც შეიძლება სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს, მეტოქეებს შორის ფინანსური მოგების განაწილების სისტემის შეცვლაა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხის განაწილება თანაბარი იყოს ყველა გუნდს შორის. თუ ფულს მხოლოდ მდიდარ გუნდებს დაურიგებენ, ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან, ხოლო ღარიბები უფრო მეტად გაღარიბდებიან", - დაასრულა ანალიზი იტალიელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა