კარიმ და კომპანიამ მნიშვნელოვანი დუელი მოიგეს
გუშინდელ სათამაშო დღეს კიდევ ერთმა გუნდმა წააგო შინ პირველი შეხვედრა. "მემფისი", რომელიც ბოლო დროს საშინლად თამაშობს მეოთხე მატჩებს, უშანსოდ იყო "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ. ზედიზედ მეოთხედ და მესამედ საკუთარ მოედანზე "გრიზლისმა" დათმო შვიდმატჩიანი სერიის მეოთხე შეხვედრა.

ყველაფერი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყდა. სტუმრებმა პირველ 12-წუთეულში 16:6 გაქცევა მოახერხეს, დიდი შესვენებისთვის კი 17 ქულამდე აიყვანეს უპირატესობა.

გასაგებია, რომ ასეთი სხვაობის გაბათილება "გოლდენ სტეიტსაც" შეუძლია 24 წუთის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად ეს ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რადგან სტივენ კარიმ, კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა აშკარად დაიჭირეს საკუთარი თამაში. ამ ტრიომ ჩააგდო სერიის მეორე და მესამე მატჩი, მაგრამ გუშინ "მემფისის" მხრიდან ზეწოლა სუსტი იყო და თან შეტევაში არ წაუვიდათ თამაში მაიკლ კონლის, მარკ გასოლსა და ზაკ რენდოლფს.

საკმარისია აღინიშნოს, რომ სამწამიანიდან "მემფისმა" 39-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა - ყველაზე ცუდი მიმდინარე სეზონში. ბუნებრივია, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქამბექი შეუძლებელი იყო.

დიდი შესვენების შემდეგ "უორიორზის" უპირატესობა 26 ქულასაც აღწევდა. მეორე და მესამე მეოთხედებში იორგერის გუნდის სროლების სიზუსტე 37 პროცენტზე ზემოთ არ ადიოდა. არ იყო ტემპი და ბალანსი თამაშში. "გოლდენ სტეიტმა" ჯამში 21 შეცდომა დაუშვა, მაგრამ "მემფისმა" ეს მომენტი ვერ გამოიყენა და მხოლოდ 17 ქულა აიღო. თავად კი 16 შეცდომა ჰქონდა, რაც სტუმრებმა 18 ქულაში გარდასახეს. სირენამდე სამი წუთით ადრე იორგერმა სასტარტო ხუთეულის წევრები სათადარიგოთა სკამზე დასვა, რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

2013 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, "გოლდენ სტეიტს" არ წაუგია ზედიზედ სამი მატჩი და ისევ ფავორიტი გახდა სერიაში. მეხუთე მატჩი ამ გუნდის მოედანზე გაიმართება და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ უორიორზმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი წააგო შინ, ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმოს საშინაო არენაზე.

მემფისი-გ. სტეიტი 84:101

20:28, 24:33, 20:21, 20:19

მ: მ. გასოლი (19+10 მოხსნა+6 პასი), რენდოლფი (12+11 მოხსნა), გრინი (11), კონლი (10+7 პასი+3 ჩაჭრა), კარტერი (10+7 მოხსნა).

გ-ს: კარი (33+8 მოხსნა+5 პასი), გრინი (16+10 მოხსნა), ტომპსონი (15), ბარნსი (12+6 მოხსნა), იგუოდალა (11), ბოგუტი (4+9 მოხსნა+3 დაფარება).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]