საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს გამართავს. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი გასვლით შეხვედრაში სან მარინოს დაუპირისპირდება.

ევროპული საფეხბურთო ოჯახის "ჯუჯები" ნებისმიერ ფასად უნდა დავამარცხოთ, რადგან ჩვენი შესარჩევი ჯგუფი მართლაც ურთულესია. საქართველოსა და სან მარინოს გარდა, აქ არიან ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია და ესტონეთი.

"ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის თანაშემწე ოთარ გაბელიას ესაუბრა...

- ახერხებს თუ არა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოსთან ევროშესარჩევ მატჩამდე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას?

- მიდის ამ საკითხზე მუშაობა. ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთეთებს იმისთვის, რომ ეს მატჩი შედგეს, თუმცა ჯერ არ ვიცით, გამოვა თუ არა სპარინგი.

- როდის შეიკრიბება გუნდი?

- 22 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სრულდება. აქედან დაწყებული, ბიჭებს ინდივიდუალურად ვავარჯიშებთ. ეს ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც არ თამაშობენ საქართველოს თასის ფინალისტების, თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" შემადგენლობაში. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ისინი მოგვიანებით შემოგვიერთდებიან.

ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოსთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

- შეკრება როდის დაიწყება?

- 28 ან 29 მაისს უკვე სრული შემადგენლობით უნდა ვიყოთ. ამ დროს ნაკრებს სხვადასხვა ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებიც დაემატებიან.

- უკვე არის სანაკრებო სია?

- ჯერ არა. მხოლოდ გაფართოებული სიაა. შეიძლება, რაღაც შეიცვალოს. ხომ იცით თანამედროვე ფეხბურთის დინამიკა. ღმერთმა ნუ ქნას და, არც ტრავმებისგან ვართ დაზღვეულნი.

- თუ აკვირდებით იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ან გასაახლებელი აქვთ ქართული პასპორტი, ან მის აღებას აპირებენ? დავაკონკრეტებ - ვგულისხმობ ლუკას ჰუფნაგელსა და ვალერიან გვილიას...

- მინდა გითხრათ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი ჩვენთვის საინტერესოა და ვაკვირდებით კიდეც.

- სან მარინოსთან მატჩში ისინი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან?

- არა, ამ შეხვედრაში ვერანაირად. მათი პასპორტების საკითხია ჯერ მოსაგვარებელი.

- სან მარინოსთან მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ ახალგაზრდულში?

- ვერა. როგორც იცით, ჩვენს 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი ელით გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით.

- სან მარინოზე რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ?

- ერთი ცხადია: ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მეტოქე დავაფასოთ. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არიან სუსტი მოწინააღმდეგეები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ფედერაცია თავისი კორუმპირებული ხალხით უნდა წავიდეს,წაეთრეს... მოვიდეს პროგრესული ხალხი რომლებიც ცვლილებებს ოიტანს
gogia
ჩივაძე და გაბელია კი არა ფედერაცია უნდა გაიწმინდოს ნაგვისგან და მერე ეშველება ქართულ ფეხბურთს!! რაღა დროს ჩივაძე და გაბელიაა?! ჯერ თავის დროზე ვერ წყვიტავნენ ციდან ვარსკვლავებს როგორც მწვრთნელები და ეხლა ხო საერთოდ...
kiladze
მოაშორეთ გაბელია ამ ნაკრებს და .. ჩივაძეს თუ მიაკოლებთ კარგი იქნება და შედეგიც იქნება
kote
ეეეეეე ამბრისიჩ რამდენი ზიზგია ხალხში შენს მიმართ ისე სადგაც მართლები არიან თორემ ხმას ამოიგებდი რაც ხდება ქართულ ფეხბურთში მაგრამ რაგინდა ამოფარებული ხარ არველაზეების კალთის ქვეშ და .. კველა ვეტერანები ... სიჩინავას
gizo
ოტარ გაბელია არის პირველი ... და ... რაუნდა მაგას 21 ცლამდე ნაკრებში სირცხვილია
goga
ოთარ რაგინდა საერთოდ შენ ჯერ იტკუებოდი გუნდები მეპატიჟებიანო მერე ჩივაძეს დაახიე კალთები რომ აეკვანე დამხმარედ შენისთანა ... რაუნდა დაუჯეროს ბიჩებმა ჰააა ისე მცვრთნელები 21 ცლამდელებში ერთმანეთზე უკეტესები ხართ ბრჩკალებში ჩივაძე . ..შენ პირველი ... ვენაცვალე არველაძე სიჩინავას გემოვნებაში ვაი მართლა თქვენს .....
Bacho
ისე ინტერესისთვის,სანმარინო გვისწრებს ფიფას რეიტინგში ჩვენ მაგარ ქართველებს,ხო?...
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე