ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
2014 წელს ტურინის "იუვენტუსმა" განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას მიაღწია და ალვარო ბორხა მორატა მარტინი 5-წლიანი კონტრაქტით გაიფორმა.

"სამეფო გუნდმა" გამოსყიდვის უფლება კი დაიტოვა, მაგრამ...

ალვარო მორატამ ექსგუნდს პირველ მატჩშიც გაუტანა და საპასუხოშიც, როდესაც ტრავმამოშუშებული პოლ პოგბას პასი მიიღო და იკერ კასილიასი უძლური დატოვა. ამ გოლმა ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.

ამის მერე "იუვენტუსს" ორი დიდებული მომენტი ჰქონდა - ჯერ კლაუდიო მარკიზიომ ვერ გამოიყენა აშკარა საგოლე შანსი, მას კასილიასმა აუღო და მერე პოგბამ შესანიშნავი პოზიციიდან ვერ დაარტყა ხეირიანად, ბურთი შუაში წავიდა და ისევ იკერმა იყოჩაღა. ამის გამო "ბებერი ქალბატონი" შეიძლებოდა დასჯილიყო, მაგრამ მადრიდელებმა მცდელობების მიუხედავად, ვერაფერი გაახერხეს და კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. ის პირადად მასიმილიანო ალეგრისთანაც დამარცხდა.

არადა, "რეალი" პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო. თავიდან "იუვემ" მძლავრად კი დაიწყო, მაგრამ მერე "სამეფო გუნდმა" უპირატესობა მოიპოვა და წინ გასვლაც მოახერხა.

ხამეს როდრიგესს ჯორჯო კიელინისგან მოხვდა ფეხში და იონას ერიკსონმა პენალტი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. პორტუგალიელმა პენალტის დანიშვნაშიც ლომის წვლილი დაიდო, რადგან ბრძოლასა და ვარდნაში შეძლო მაინც პასის გაკეთება და კოლუმბიელს სწორედ მისგან მიუვიდა ბურთი, სანამ წააქცევდნენ.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს სხვა შანსებიც ჰქონდათ. იგივე რონალდოს ერთ ეპიზოდში ბევრად უკეთ მართებდა თამაში, ერთხელაც მისი დარტყმა გარედან მოხვდა ბადეს.

სახიფათოდ შეუტია ქარიმ ბენზემამაც, რომელიც მოგვიანებით ანჩელოტიმ ხავიერ ერნანდესით ჩაანაცვლა, მაგრამ ჩიჩარიტოს არაფერი გამოუვიდა, ხოლო ანჩელოტის მეტი ცვლილება არ გამოუყენებია, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ უკეთესს ვერავის გამოიყვანდა.

მაქს ალეგრი კი მოგვიანებით მშვიდად გადაეწყო ხუთმცველიან ტაქტიკაზე და საერთოდ, შესანიშნავად ჩაატარებინა მეორე ტაიმი თავის ბიჭებს.

"იუვენტუსი" 2003 წლის მერე პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ტურინელებმა მაშინაც მადრიდელები ჩამოიშორეს ნახევარფინალში, იქამდე კი "ბარსელონას" მოუგეს, რომელთანაც 6 ივნისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ფინალი ელოდებათ.

კატალონიელები ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ "იუვე" დაბრუნდა, ახლა მართლა დაბრუნდა...

გავიხსენოთ ისიც, რომ "ოლიმპიაშტადიონზე" იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული. იმ "სკუადრა აძურადან" დღეს "ლა ვეკია სინიორაში" ჯანლუიჯი ბუფონი (რომელიც ამჯერადაც შეუდარებელი გახლდათ), ანდრეა პირლო და ანდრეა ბარძალი არიან.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ელ კლასიკო" ისევ არ იქნება და ზედიზედ ორჯერ ამ ტურნირის თასი ისევ მიუწვდომელი რჩება. თბილისში სუპერთასის გასათამაშებლად ან "ბარსელონა" ჩამოვა, ან "იუვენტუსი".

დამაინც, რა იყო "რეალის" წაგების მიზეზი? ჩვენ ვიცით, რა გააკეთა "რეალმა" გასულ ზაფხულს...

მატჩის შემდგომი კომენტარები:

მასიმილიანო ალეგრი: ფინალში მოხვედრა დავიმსახურეთ

კარლო ანჩელოტი: აშკარა ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ ფინალში ყველაფერი ხდება

ალვარო მორატა: ასეთი დამოკიდებულება არ დამიმსახურებია

ტურნირები, რომლებიც რონალდომ შეიკთან დაშორების შემდეგ წააგო

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი

რეალი-იუვენტუსი 1:1

(პირველი მატჩი 1:2)

გოლები: 1:0 რონალდო (23-პენ), 1:1 მორატა (57)

რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - ხ. როდრიგესი, კროოსი, ისკო - ბეილი, რონალდო, ბენზემა (67. ხ. ერნანდესი)

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პოგბა (89. პერეირა), პირლო (79. ბარძალი), მარკიზიო - ვიდალი - ტევესი, მორატა (84. ლორენტე)

გაფრთხილება: ისკო, ხ. როდრიგესი - ტევესი, ლიხტშტაინერი

კუთხური: 8-6 ჯარიმა: 11-7 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 22(5)-8(4) ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 78 153.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
აჰა გაუსინჯეთ წაგეწბას გემო!!!!!!!!!
sake
ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ,რეალი მერჩივნა,სხვა ხიბლი ექნებოდა მოგებას.
sake
მ ო რ იენტესი,მ ო რ ატა
marota
:D:D რა გააკეთა და გაყიდა მორატა)))
Viva Barca
ბუჰეჰეჰეჰეეეეეე მადრიდისტებო, დაისვენეთ მომავალ სეზონამდე.
ფეხბურთის მოყვარული
თავი და თავი ანჩელოტია წაგების მიზეზი, პერველი თამაში რომელიც ორმა გუნდმა ითამაშეს იტალიაში ანჩელოტის ბრალია წაგება და რატომ? რატომღაც რეალი თამაშობდა მეორე ნომრად პირველ თამშის დროს იტალიაში, მეორე სერხიო რამოსის დაყენება იქ სადაც არ იყო ის დასაყენებელი და ერთი ნორმალური პასიც ვერ გააკეთა ამ ფეხბურთელამ თუმცა რამოსი თავის ადგილას გენიოსია, მესამე სუფთა ფორვარდის უმისოდ თამაში იდიოტიზმია და ამავე დროა მკვდარი ბეილის დაყენება ესეც შეცდომა იყო, პირველ ტაიმში კარგი იყო იმ დღეს მერეში მოკვდა რეალი ესეიგი ფიზიკა არ უვარგოდა, ასე მოხდა გუშინდელ თამაშიც, მეორე ტაიმში რეალი მოკვდა ფიზიკურად გადაღლილები იყვნენ ან სათანადო დონეზე არ იყვნენ მომზადებულები ფიზიკურად, ამავე დროს ანჩელოტის ტაქტიკურმა შეცდომებმაც თავისი თქვეს.
Georgiano
FORZA JUVEEEEE!!!
:D:D
გიორგი კაკაბაძე ავტორო რეალის ფანი ხარ? )) რა იცი რა გააკეთა ზაფხულს? )))) იქნებ გაზაფხულს? და მეორე არ წაუგია ფრე დამთავრდა )))) რა სასტავი მუშაობთ საერთოდ ფეხბურთს უყურებ აზრზე ხარ რამის? )))))
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება