"ბარსელონას" ფეხბურთელსა და კოლუმბიელ პოპვარსკვლავს შორის რომანზე ხმები სამხრეთ აფრიკის მუნდიალის შემდეგ დაირხა
"ბარსელონას" ფეხბურთელს ჟერარდ პიკეს იმდენი უძახეს, გინდა თუ არა, კოლუმბიელ პოპმომღერალს შაკირას ჰყვარობ და არ ამხელო, რომ შეწუხებულმა პიკემ ამ ბრალდებისგან თავი საჯაროდ დაიცვა.

არადა, ეჭვები პიკესა და შაკირას შორის რომანზე მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მომღერალმა მეგობარ მამაკაცთან, არგენტინის ექსპრეზიდენტის ვაჟთან - ანტონიო დე ლა რუასთან განშორების შესახებ ხმამაღლა განაცხადა. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ შაკირას და ანტონიოს შორის 11-წლიანი ურთიერთობის თავზე შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე კოლუმბიელ ვარსკვლავსა და ესპანელ ფეხბურთელს გვერდიგვერდ ხედავდნენ.

ახლახან კი, ციურიხიდან ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, სადაც პიკე ფიფას "ოქროს ბურთის" ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდა, ფეხბურთელს ადგილობრივმა რეპორტიორებმა შეკითხვები დააყარეს - შაკირისა და ლა რუას გაყრაში წვლილი ხომ არ მიგიძღვისო.

შაკირას ხსენებაზე პიკემ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებთან თავი მოიკატუნა: "უი, რას ამბობთ, დაშორდნენ? ამ ამბისა არაფერი ვიცი. ეს-ესაა ჩამოვედი ციურიხიდან... მე და შაკირა? როგორ გეკადრებათ, მაგ გოგოს დასავით ვუყურებ."

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა