ვინჩენცო მონტელას მარტივი გეგმა
ჯაბა კანკავას "დნიპროს" ფინალში გასვლის ისტორიული შანსი აქვს. ამისთვის საჭიროა კიევში "ნაპოლის" ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება ან 0:0-ის თამაში. თითქოს, არ უნდა იყოს გადაუჭრელი ამოცანა. მეორე ფინალისტის სახელი კი, ფაქტობრივად, ცნობილია.

თუკი ჯაბა კანკავა და კომპანია ფინალში გავლენ, ეს პირველი ფინალი იქნება "დნიპროსთვის" (ეს გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზეც პირველადაა), მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. მეტიც, ექსპერტთა ძირითადი ნაწილი ფავორიტად მაინც "ნაპოლის" მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ "დნიპრომ" "სან პაულოზე" აშკარად წესების დარღვევით გაათანაბრა.

აქამდე რაფა ბენიტესის გუნდი არასოდეს შეხვედრია უკრაინულ მეტოქეს. "დნიპრო" კიევში გაფრინდა და გუნდში, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების კაპიტანიც არის. ჯაბა კანკავა სასტარტოში მოიაზრება.

"დნიპრომ" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო. გამოდის, რომ საპასუხო ნახევარფინალამდე 17 ბრძოლა გადაიხადა, ყველაზე მეტი ორივე ევროთასზე შემორჩენილ გუნდებს შორის.

"ნაპოლიმაც" დიდი ბრძოლები გამოიარა, ასპარეზობაზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფიდან ჩაება და 15 მატჩი ითამაშა.

სევილიაში ალეიქს ვიდალის დუბლმა და კევინ გამეიროს გოლმა თითქმის გადაწყვიტა ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი. სხვათა შორის, ფრანგმა ფეხბურთელმაც სამხრეთამერიკელის პასით გაიტანა. "ფიორენტინას" თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ ფინალში გასვლის გეგმა დასახა, რომელიც სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად ძნელი:

"ჩვენ უნდა გავიტანოთ, მეტოქემ - არა და ცოტაც ფორტუნა დაგვეხმაროს", - თქვა მონტელამ. შეგახსენებთ, რომ უნაი ემერის გუნდი ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონია.

რას გვეუბნება ისტორია? ამ ტურნირის ისტორიაში 245 შემთხვევა იყო, როცა ერთმა გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი ეტაპი 0:3 წააგო და 245-დან მხოლოდ 13 შემთხვევაში შეძლო პირველ მატჩში წაგებულმა საბოლოო გამარჯვების მოპოვება.

ეს კი 5%-ია. სტატისტიკურად სწორედ ასეთი ყოფილა ტოსკანური კლუბის შანსი.

და მაინც, "იების" შემტევები მარიო გომესი და მოჰამედ სალაჰი საკმაოდ საშიშნი არიან და თუ ესპანელი მცველები მათ შანსს მისცემენ, აუცილებლად გამოიყენებენ.

ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

14 მაისი

ფიორენტინა-სევილია 23:05

(პირველი მატჩი 0:3)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბაბაქარი, რიჩარდსი, როსი, ვარგასი - ბეტო, პარეხა

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

დნიპრო-ნაპოლი 23:05

(პირველი მატჩი 1:1)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კრავჩენკო, ზოზულია, შახოვი (?) - მიჩუ

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?