ჯერ ამ წყვილში ყველაფერი წინაა
კალიფორნიაში ორი სამარცხვინო წაგების შემდეგ "ჰიუსტონი" საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კარგად ორგანიზებულ გუნდად წარდგა, რომელსაც, პირველ რიგში, დაცვაში კარგი თამაში შეუძლია.

გარდა იმისა, რომ "კლიპერსმა" გუშინ თამაშიდან 42 პროცენტის სიზუსტით ისროლა, აგრეთვე, სამად სამი ქულა დააგროვა სწრაფი შეტევებით. არადა, წინა ორ მატჩში ამ გუნდს 45 "სწრაფი" ქულა ჰქონდა. როგორც იქნა, ჩვეული თამაში აჩვენა ჯეიმს ჰარდენმა. მცველმა პლეი ოფში კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა, ასევე, 14 ქულა მიითვალა მეორე მეოთხედში და ამით ბოლო სამ წუთში 15:2 გაქცევას დაუდო სათავე. ამის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა.

დიდი შესვენების შემდეგ კი სხვაობა 20 ქულას გადასცდა და როგორც კი გრიფინმა და კომპანიამ ჩამორჩენის შემცირება დაიწყეს, "ჰიუსტონმა" აამოქმედა დეანდრე ჯორდანზე ჯარიმების ტაქტიკა. მეორე ტაიმში "კლიპერსის" ცენტრმა 14 საჯარიმო ისროლა და ნახევარი მოათავსა კალათში.

სტუმრებმა ერთხელაც ვერ შეძლეს 12 ქულაზე ახლოს მეტოქესთან მისვლა, რადგან ცუდი დაცვის გამო ძალიან ბევრს უშვებდნენ. მეორე ტაიმში "როკეტსმა" ტყორცნების 60 პროცენტი გამოიყენა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საფინალო სირენამდე 3.43 წუთით ადრე დოკ რივერსი შეურიგდა მარცხს და მოედანზე რეზერვისტები შეუშვა.

ჰიუსტონი-კლიპერსი 124:103

27:22, 36:26, 27:28, 34:27

ჰ: ჰარდენი (26+11 მოხსნა+10 პასი), არიზა (22+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (20+15 მოხსნა), ბრიუერი (15), ჯონსი (12+5 მოხსნა), ტერი (11+7 პასი).

კ: გრიფინი (30+16 მოხსნა), პოლი (22+10 პასი), ჯორდანი (13+11 მოხსნა), ჰოიესი (11+5 მოხსნა).

სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]