სასახლეს ხელბურთის ტურნირისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა მშენებლობა მეტისმეტად გვიან დაიწყო და ეს ცვლილებაც ამან გამოიწვია
"თბილისი-2015"-ის მასპინძელი ბაზების სიაში ცვლილებაა - კანდიდატებიდან ამოვარდა ხელბურთის დარბაზად წოდებული სპორტის კომპლექსური სასახლე, რომელიც საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდებოდა. მას ხელბურთის ტურნირისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა მშენებლობა მეტისმეტად გვიან დაიწყო და ეს ცვლილებაც ამან გამოიწვია.

მართალია, მშენებარე კომპანია ახლაც იძლევა გარანტიას, რომ შენობას დათქმულ ვადებში ჩააბარებს, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა არ გარისკა და სათადარიგო ვარიანტზე გადაერთო.

მხოლოდ დასრულებაც ბევრს არაფერს ნიშნავს (თუმცა საკითხავია, ასე ნაჩქარევად აშენებულის ხარისხიც რამდენად სანდო იქნება), რადგან შენობის შიდა ინტერიერის კეთილმოწყობასაც დიდი დრო უნდა და რაც მთავარია, დასამონტაჟებელია თანამედროვე აპარატურა და ელექტროსისტემა, ჩასატარებელია სატესტო შეჯიბრება...

ვაიდა, მუშა პროცესში, ტესტირებისას რაღაც გადაუჭრელი ხარვეზი აღმოჩნდეს, მერე სხვა ობიექტზე გადასასვლელად, განა გადასაწყობად დროც აღარ რჩება. ამიტომ საორგანიზაციო კომიტეტის არგუმენტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისიაც დაეთანხმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც და ამ ფესტივალთან დაკავშირებული სხვა მმართველი სტრუქტურებიც.

თავდაპირველად საორგანიზაციო კომიტეტს სათადარიგო ვარიანტად "არენა" ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობაც საეჭვო იყო. ეს ეჭვიც დადასტურდა და ხელბურთის ტურნირი არა იქ, არამედ სპორტის სასახლეში ჩატარდება, ანუ იქ გამწესებულ სახეობებს ჩაანაცვლებს.

ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის - თავიდან გადაანაწილონ სახეობები ბაზების მიხედვით.

ხელბურთის დარბაზთან და საცურაო აუზთან დაკავშირებით პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, თუმცა უფრო პრობლემური ხელბურთის ბაზა იყო.

მშენებლობის დაგვიანებაზე, მის ნელ ტემპზე ერთნაირად საუბრობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ ორივე ბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო და ლევან ყიფიანთან სპორტის საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს ბაზებიც იყო. არადა, სამინისტროს მათ ასაშენებლად საჭირო თანხა თურმე ჯერ კიდევ 2013 წლის მეორე ნახევრიდან ედო ანგარიშზე.

საცურაო აუზი ჯერჯერობით ისევ რჩება ფესტივალის მასპინძელი ბაზების ნუსხაში, თუმცა ჯერ არც მისი მშენებლობა დასრულებულა. საბედნიეროდ, ვადებში ჩატევა უკვე აღარაა საეჭვო, მაგრამ მას არ გაუვლია პრაქტიკული შემოწმება. არადა, გარკვეული შიშები მასთან დაკავშირებითაც არსებობს.

იმედია, ეს მაინც არ გამართლდება და მეორე ბაზის ჩანაცვლება არ გახდება საჭირო.

2015
რარა დროს "ნაცებია" 2 წელი და 7 თვეა ახალი მთავრობაა.ამ პერიოდში თავისუფლად აშენდებოდა ბევრად დიდი და მოწყობილი შენობა. ვერავის დავაბრალებ, დამნასავე თავად უნდა მოიძიონ. ფაქტია, საქმე უკან მიდის. ამ სასახლის ადგილიც ძალიან ცუდად არის შერჩეული. სასაფლაოების გარემოცვაში რა უნდა სპორტულ დაწესებულებას. ჯობდა გლდანში, ან სანზონაში აეშენებიათ. ყველაფერს რომ ვაკე-საბურთალოზე აშენებენ, სხვაგან სპორტის გულშემატკივრები არ ცხოვრობენ?
ზურა
წინა მთავრობის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეგ ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების ინიციატივა და უფლება მათ მოიპოვეს, მაგათ დროს იყო ჩადებული ის 17 მილიონი მომავალი წლის ბიუჯეტშიც. ნაწილობრივ ამ კომპლექსების მშენელბლობა საერთაშორისო სპორტის კომიტეტით ხდება. ალბათ სამართლიანი იქნება რომ ეგ არ ჩაითვალოს ბიძინას დამსახურებად... ლანძღვა კარგია მაგრამ იმის გარკვევაც არ იქნება ურიგო... არც საყოველთაო დაზღვევა იყო ბიძინას დამსახურება. გადახედეთ მთავრობის 2012 წლის 5 მაისის #165 დადგენილებას... თუ გგონიათ რომ ერთ თვეში მოხდა მომავალი წლის ბიუჯეტში ამხელა თანხების მობილიზება და სადაზღვეო სიების მომზადება? ) მიშას უსამართლობა და რეპრესიები ჩემ ოჯახსაც შეეხო მაგრამ ამათი უნიათობა მთელ ქვეყანას დაეტყო. კრიმინალიც, ნეპოტიზმიც და კორუპციაც. 3 წლის განმავლობაში ერთი სტადიონი ვერ ააშენეს და ქალაქი ვერ დაასუფთავეს. თბილისი ნაგავში იხრჩობა. დენი ითიშება, 10 წელია არ გამიგია 9 ბლოკის არსებობა, მეგონა უკვე აღაც არსებობდა )) დედაჩემი პენსიიდან შვილიშვილებს საჩუქრებს უკეთებდა. 3 წელიწადში როცა ვერაფერს ვერ გააკეთებ და კიდე ვიღაცას შენი სჯერა უკვე ხალხის სიდებილეა... ეგენი იუსტიციის სახლებით და გაზის მაგისტრალებით ტრაბახობენ. ვითომ ან აიდი ბარათები ან იუსტიციის სახლები თეას აწყობილი იყო, ან რეგიონებში გაზის მილების ჩასადებად - მაგისტრალები აწიეს და ჩუმად ჩაალაგეს ) ეგეც მანამდე იყო გაკეთებული, და გარე მილების გაყვანა პრობლემა არაა მემგონი ) ხალხო გამოფხიზლდით, მიშა დეგენერატია მაგრამ ბიძინამ სისხლით იშოვა მილიარდები. შედარებით პატარა ვარ, როგორ ფიქრობთ მოსკოვში 90იანებში გაზეთს ვერ გაყიდდი რეკეტის გარეშე და მილიარდები როგორ იშოვა? მაგას თბილისის ხელა სასაფლაო აქ. რუსეთში მაგას ჩუმ მახრჩობელას ეძახიან...
qutaiseli
წევიდენო ვინც ამბობს ესენი თუ წავიდენ და ივანიშვილმა მიატოვა რაგბის დაფინანსება ბებიაჩემი აგვიშენებს მერე სტადიონებს და აკადემიებს.წევიდენ კიარა ააშენონ და გაკეთონ როცა დამთავრდება მაშვინ დამთავრდება მომავალში გამოადგებათ ბავშვებს კრიტიკოსებმა კიდე უკეთესი ააშენეთ უარს არ გეტყვით საქართველოს მოსახლეობა.9 წელი სტადინების და სპორტული ნაგებობების ნგრევის მეტი არაფერი ყოფილა ეგ კიარა ბათუმი საერთოდ სტადიონის გარეშე დატოვეს.დდ წევიდენ კაია.
ako
ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი შეზღუდული შესაძლებლობის მთავრობის ხელში აღმოვჩნდებოდით. ხომ წარმოგიდგენიათ რა უნიათო, არაფრის მაქნისი თან რაც მთავარია მშიშარა ადამიანების მართვის ქვეშ არის ქვეყანა. ვერავინ თავის თავზე ვერ იღებს გადაწყვეტილების მიღებას. შეიძლება არაფერს იპარავენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ, თუ აკეთებენ, ძალიან მდორეთ. ასეთ საკითხს რომ ვერ გათვლი და ვერ განსაძღვრავ მშენებლობის დამთავრების ვადებს, უნდა მოშორდე აქაურობას და გზა სხვას დაუთმო.
კახეთი
41
qutaiseli
მთავრობა რა შუაშია 1წელიწადში მიხუინა აშენებდა შენობებს და მერე ხან სახურავი ძვრებოდა და ხან წყალი ჩადიოდა შენობაში ასე რო სტადიონის აშენებასაც დრო უნდა დაეწყო მიხუინას 2011 წელს მშენებლობა და არც იქნებოდა სალაპარაკო არაფელი.ზოგადად არიყო ეს დარბაზები პროექტში თავიდან და მიტომაც გვიან მოუვიდათ მისი აშენების იდეა ეს იყო და ეს ისე მსოფლიო პირველობისთვის ახალი დარბაზების აშენება იგეგმება ქუთაისში თელავში ბათუმში და თბილისში.
sano
ფულზეა საქმეე,თქვე დალოცვილებო ველოტრეკის სასაფლაოს გვერდით ყოფნამ რა შედეგი მოგვცა,კი იცით და ამ შენობის სასაფლაოების შუაგულში აშენება იქნებოდაა?
dato
კაროჩე რა!!! ძალიან თავის მომჭრელი მთავრობა გვყავს უნიათო და უფხო
gio
სამარცხვინოები. რა გახდა ერთი დარბაზის გაკეთება ერთი წლის განმავლობაში? იმისი არ იყოს დინამოზე ტურნიკეტების დაყენება ზედ გერმანიასთან წინა დრით ადრე რომ მორჩნენ. რაგბის სტადიონის აშენებაზეც ჩამი ჩუმი აღარ ისმის უკვე. ან ბათუმის სტადიონის 20000 ათასიანს ორი წელი ასაშენებლად რატო უნდა მოუნდნენ???
keti
სხვის კრიტიკა კარგად იციან და განკიცხვა,თვითონ კიდე უმაქნისები არიან
mamuka09ze
მაგარი სირცხვილი, არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ...
Tengiz Akhobadze
სპორტის სასახლის ამშენებლები კი არა, დადიანის ქუჩის 700 მეტრიან მონაკვეთს 3 წელია აკეთებენ!
zuba
თავის დროზე უცხოელებმა უარი თქვეს სასაფლაოსთან ახლოს აშენებულ ტრეკზე შეჯიბრებებზე ჩამოსვლაზე,ეხლა ეს ობიექტი ზედ სასაფლაოზე ააშენეს,ჰკითხონ მაინც უფროსი თაობის სპორტის მუშაკებს რამე.
BESO
ეს მოსალოდნელიც იყო, ისე სხვა რა კეტდება რო ეს გაკეტებულიყო თავის დროზე.
ბადრი
რუსებს დავცინოდით,დასაცინი ჩვენ ვიქნებით თუარმოესწრო ყველაფერი თავისდროზე და ხარისხიანად, დღედაღამე უნდა გაასწოროთ და ისე იმუშაოთ რისიც არმჯერა, ჩვეხომ უფროსობა გვიყვარს.
Zura
სამწუხაროა....ისე სხვა ადგილი არ იყო ქალაქში?...რა უნდა სპორტის სასახლეს სასაფლაოზე?
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
ოლიმპიური ფესტივალისთვის ღია საცურაო კომპლექსის მშენებლობა აპრილში დასრულდება
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?