კარიმ 6 სამქულიანი ჩააგდო
ზედიზედ მეორე მატჩია, სერიოზული პრობლემები შეექმნა შეტევაში "მემფისს". ბოლო ორმა შეხვედრამ აჩვენა, რომ მხოლოდ კარგი დაცვის ხარჯზე "გოლდენ სტეიტთან" სერიის მოგება ძალიან გაჭირდება. თან სტუმრებს აკლდათ ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ტონი ალენი და შესაბამისად, სტივენ კარიმ და კლეი ტომპსონმა მეტი თავისუფლება მიიღეს შეტევაში.

პრინციპში, "მემფისს" წარმატების არანაირი შანსი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მეტოქემ 30 ცდიდან 14 სამქულიანი მოათავსა კალათში. "უორიორზს" მხოლოდ პირველი მეოთხედის ნახევარი დასჭირდა თამაშის დასალაგებლად. გუნდმა რამდენიმე წუთში გააბათილა 13-ქულიანი ჩამორჩენა. კერძოდ, სამი წუთის განმავლობაში 13:2 გაიქცა. მეორე მეოთხედში საშინლად ითამაშა მარკ გასოლმა, რომელმაც ხუთი ტყორცნა ააცილა, ხოლო შეცვლაზე შესული ვინს კარტერი შვიდი ცდიდან მხოლოდ ერთხელ იყო ზუსტი. დროის ამ მონაკვეთში კი "მეომრებმა" რვიდან ოთხი სამქულიანი გამოიყენეს და მათი უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა.

შესვენების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. "მემფისმა" სამწამიანიდან მხოლოდ ექვსი ქულა აიღო, სამქულიანები მიზანს ცდებოდა. ეს მეოთხედი არც სტეფ კარის გამოუვიდა, რადგან შვიდიდან ექვსი ტყორცნა ააცილა მიზანს. სამაგიეროდ, სხვებს წაუვიდათ თამაში - ბარნსმა, ტომპსონმა, გრინმა და იგუოდალამ 13-დან რვა სროლა გამოიყენეს და უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია, მეოთხე მეოთხედში კი სხვაობა უკვე 24 ქულა იყო. სტუმრებს მცირე მინიშნებაც კი არ მოუციათ იმისა, რომ მატჩის გადარჩენისთვის იყვნენ მზად.

"მემფისის" დაცვამ მეტოქეს 46 პროცენტის სიზუსტით ასროლინა, თავად კი ეს ნიშნული 40 პროცენტზე დაბლა ჰქონდა. ასეთი თამაშით წარმატებაზე ფიქრი სრულიად ზედმეტი იყო.

დავამატებთ, რომ კარიმ 18-ივე ქულა სამქულიანებით დააგროვა და პლეი ოფში კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა - 6 ჩაჭრა შეასრულა. მის ანგარიშზეა NBA-ს რეკორდიც: კარიმ 28 მატჩი ჩაატარა პლეი ოფში და 100 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა. ასე სწრაფად პლეი ოფის შეხვედრებში ამდენი შორეული ტყორცნა არავის ჩაუგდია. წინა რეკორდი რეი ალენს ეკუთვნოდა, რომელსაც 100 სამქულიანისთვის 35 მატჩი დასჭირდა.

მეექვსე მატჩი მემფისში გაიმართება, მაგრამ ისეთი შეგრძნება არსებობს, რომ "გრიზლისს" აღარ დარჩა კოზირები "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.

გ. სტეიტი-მემფისი 98:78

26:25, 23:16, 25:16, 24:21

გ-ს: ტომპსონი (21+5 პასი), კარი (18+7 მოხსნა+5 პასი+6 ჩაჭრა), იგუოდალა (16), ბარნსი (14), გრინი (7+5 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (6+9 მოხსნა+4 დაფარება).

მ: მ. გასოლი (18+12 მოხსნა+6 პასი), რენდოლფი (13+10 მოხსნა), კონლი (13+5 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (10).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]