ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
ჯაბა კანკავა კახა კალაძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ევროთასების ფინალში ითამაშებს - 27 მაისს ვარშავის "ნაროდოვიზე"ევროპალიგის შარშანდელ გამარჯვებულს ქართველი ფეხბურთელის "დნიპრო" დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა იტალიური "ნაპოლი".

იხილეთ ვიდეო

პირველი ქართველი კალაძის მერე

2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათენში გაიმართა, "მილანმა" 2:1 დაამარცხა "ლივერპული" და ტიტული მოიპოვა. იმ შეხვედრაში "მილანის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კახა კალაძე მე-80 წუთზე შეუშვა მოედანზე ჩეხი მარეკ იანკულოვსკის ნაცვლად.

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ანჩელოტი ახლა "რეალს" წვრთნის, კალაძე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში 14 ფინალი გაიმართა ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა) და მათში არც ერთ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია.

და აი, გუშინ, 14 მაისს, "დნიპრომ" "ნაპოლის" კიევში უმასპინძლა და გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ 1:0 დაამარცხა იევჰენ სელეზნიოვის გოლის წყალობით. ორი მატჩის ჯამში, ამ ნახევარფინალურ წყვილში უკრაინულმა გუნდმა მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასების ფინალში.

ჯაბა კანკავამ 90 წუთი გაატარა მოედანზე და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. რაფა ბენიტესის ვარსკვლავებით დახუნძლული "ნაპოლი" კი უსახელოდ დაემშვიდობა ტურნირს. სხვათა შორის, 2007 წლის ფინალში "ლივერპულს" სწორედ რაფა ბენიტესი წვრთნიდა...

მეორე ნახევარფინალური დუელი კი მეტად არათანაბარი გამოდგა - შარშანდელმა გამარჯვებულმა, უნაი ემერის "სევილიამ" ფლორენციაშიც მოუგო "ფიორენტინას", ამჯერად 2:0 და ორი მატჩის ჯამში 5:0 გაიმარჯვა. გოლები კარლოს ბაკამ და დანიელ კარიშომ გაიტანეს.

მაშ ასე, ფინალში ესპანურ-უკრაინული დუელი გველის. თბილისში ჩამომსვლელ პოტენციურ გუნდთა რიცხვი კი ოთხამდე შემცირდა და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართველი ფეხბურთელის გუნდიცაა.

ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

14 მაისი

დნიპრო-ნაპოლი 1:0 (1:1)

გოლი: 1:0 სელეზნიოვი (58)

დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა, ფედორჩუკი - ლუხკევიჩი (67. ნასიმენტო), როტანი, კონოპლიანკა (86. გამა) - სელეზნიოვი (75. კალინიჩი)

ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, ღულამი - დ. ლოპესი (79. ენრიკე), ინლერი - კალეხონი, გაბიადინი (55. ჰამშიკი), ინსინიე (61. მერტენსი) - იგუაინი

გაფრთხილება: მატოსი, ფედეცკი, სელეზნიოვი, კანკავა, ნასიმენტო, ბოიკო - გაბიადინი, ღულამი, კალეხონი

კუთხური: 3-10; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-17 (7-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.

ფიორენტინა-სევილია 0:2 (0:3)

გოლები: 0:1 ბაკა (22), 0:2 კარიშო (27)

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - სავიჩი, ბასანტა (46. პასკუალი), გ. როდრიგესი, მ. ალონსო - ბ. ვალერო (85. ლაძარი), პისარო, მ. ფერნანდესი (67. ბადელი) - სალაჰი, ილიჩიჩი, ხოაკინი

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ა. მორენო, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - მბია, კრიხოვიაკი - ა. ვიდალი, ბანეგა (55. იბორა), ვიტოლო (74. რეიესი) - ბაკა (70. გამეირო)

შენიშვნა: ილიჩიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (67)

გაფრთხილება: პისარო, სავიჩი, ვალერო - ბანეგა

კუთხური: 16-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 27-5 (6-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.

იხილეთ ვიდეო

გიტო
კანკავამ თუ ითამაშა ფინალი-იქნება მეთოთხმეტე
იევჰენ
უკრაინულად ასეა
დათო
კანკავა არის ნამდვილი მგელი სტადიონზე, არც ერთ მილიმეტრს არ თმობს ბრძოლის გარეშე. ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას!!!! 27 ში ვარშავაში ვუგულშემატკივრებ ჩვენებურს ქართული დროშით!!!!! ძალიან გახარებული ვარ!!!!! გუნდში რომელშიც მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ლიდერია( კონოპლიანკა), არის ბრძოლის და თავდადების უზარმაზარი ჟინი, რასაც მოაქვს ეს დიდი შედეგი!!!!
გუადუა
წესით და ლოგიკით თბილისში ბარსელონა და სევილია უნდქა ჩამოვიდეს, მაგრამ დნიპროს განააკუთრებულ და უცნაურ სტილს რომ ვუყურებ მარკევიჩის ხელმძღვანელობით,გასაკვირი არ იქნება რომ ბარსა -დნიპრო იქნეს სუპერ თასი და აი მაშინ ნახეთ რა იქნება , ნახევარი სტადიონი რომ ბარსას მხარეს იქნებ, ნახევარი კი დნიპროს. "მიკოლა-ნიკალაი მეFარიდზე" - იევჰენ ლათინურიდან ტრანსკიპციით კითხულობ? დახმარება ხომ არ გინდა? :)
qutaiseli
კალაძემ 10 წუთი კიარა ასოცი წუთი ითამაშა პირველი ფინალი იუვესთან მეორეში კი 10 წუთი.ორ ფინალში მიიღო მონსაწილეობა
Merab
13 მაისს, რომ თავი დავანებოთ ლოგიკა სად არის ამ სათაურში, ანუ ყველა პირველი იქნება? აი ასე, პირველი ქართველი კალაძის და კანკავას მერე და ა.შ.?! :)
zviadi
ჯაბას თბილისში ველოდებით,მაგრამ იევჰენ-ი რა დარდუბალაა, ევგენი ქვია მაგ კაცს, ბი ემ დაბლიუ-სი არ იყოს, რასაც წერთ,ერთხელ მაინც გადაავლეთ ხოლმე თვალი
pavle
ჯაბა კანკავა კახა კალაძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ევროთასების ფინალში ითამაშებს??? აბა 13 მაისიო და დინამოო??? გვატყუებენ?
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა