ბუქარესტის "სტიაუამ" საქართველოს ნაკრების შემტევი ოფიციალურად მიიწვია
სეზონის დასრულების შემდეგ 22 წლის გიორგი ჭანტურიას კარიერაში ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენებური დიდი გამოწვევის წინაშე დგას - მისი გადაბირება რუმინული ფეხბურთის გრანდ "სტიაუას" სურს. აქტუალურია "ვერონას" ვარიანტიც...

გიორგის რუმინეთში შევეხმიანეთ და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გავესაუბრეთ. როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც გულახდილად ილაპარაკა:

თავდაპირველად, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჭანტურიამ უკვე ბევრი გადაიტანა...

"100 პროცენტით მზად ვარ სათამაშოდ. სანაკრებო მატჩების შემდეგ ზურგი მაწუხებდა და რამდენიმე თამაში ამის გამო გამოვტოვე. ახლა ყველაფერი კარგადაა", - გვითხრა ჭანტურიამ საუბრის დასაწყისში.

საინტერესოა, როგორ მიდის ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის, გასაჭირში მყოფი "კლუჟის" საქმე? ფინანსური კრიზისისა და ფეხბურთელებისთვის გადაუხდელი ხელფასების გამო, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ "კლუჟს" 24 ქულა დააკლო და, ფაქტობრივად, გასავარდნად გაწირა:

"კარგად მიდის "კლუჟის" საქმეები. გადაწყვეტილია, რომ გუნდს აუცილებლად დაუბრუნებენ იმ 24 ქულას, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო ჩამოართვეს.

მინდა, "კლუჟს" მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. ჩვენი გზები სეზონის ბოლოს გაიყრება. რაც შემიძლია, ვაკეთებ ამ გუნდისთვის. თავს არ ვზოგავ", - ამბობს ჭანტურია.

სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი?

"წინადადებები არის, მაგრამ ჯერ არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. ოფიციალური მიწვევა მომივიდა ბუქარესტის "სტიაუასგან". არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ არა მგონია, რუმინეთში გავაგრძელო კარიერა".

როგორც ჭანტურიამ გვითხრა, კვლავ აქტუალურია "ვერონას" საკითხი:

"ვერონას" წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრა 26 მაისს იგეგმება და ამ შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდება. არ მინდა, ვიჩქარო, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ხანგრძლივია", - გვეუბნება ჭანტურია.

დაბოლოს, ჭანტურიას სანაკრებო თემაზეც ვკითხეთ:

"ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. პოლონეთთან მატჩამდე, ეს ათდღიანი შეკრება და უკრაინასთან სპარინგი ძალიან წაგვადგება. კიდევ უფრო დავხვეწთ ახალ სათამაშო ტაქტიკას...

რაც შეეხება უშუალოდ პოლონეთთან შეხვედრას, საქართველოს ნაკრებს დასაკარგი აღარაფერი აქვს. გავალთ მოედანზე, ვიბრძოლებთ და შემტევ ფეხბურთსაც ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

R
ბოლოს მოუწევს ბოლნისის სიონში თამაში.. ნუ აპიარებთ ამნაირ ...კოებს.. პირველივე ხელფასზე რო ფუჩდებიან
koka
მეტი გვყავს ძმებო ვინმე? რა ქნას ამ ხალხმა, ვიზე წეროს?
DAVIT KAPANADZE ,,zizus,,
სიახლეა-სტატიის ავტორმა ახსენა სიტყვა -ერთ-ერთი ყველაზე ,,იმედისმომცემი,,ფეხბურთელი? აი ხომ ხედავ ძმაო პერსპექტიული იყო და გამხდარა ,,იმედისმომცემი,, არაა მაგადი? ხო ვამბობდი ,მაგადი ბიჭიათქვა პ.ს. ამ კვირაში თუ ჯანომ აუტი მოაწოდა არ გამოგვაპაროთ,ეგეც მაგარი ,,იმედისმომცემი,,
zizu
ეს ბიჭი ხომ მუდამ პერსპექტიულებშია ...
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია
ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
"ჩელსი" 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს 88 მილიონად შეიძენს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
შეთანხმება მიღწეულია - “ნაპოლი” 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ძლიერდება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ