პრემიერლიგაში რობი ფაულერის საოცარი რეკორდი დაემხო
ვიდეო: ლივერპული-კრისტალ პალასი 1:3

16 მაისს ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

"ლივერპულმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და მოულოდნელად, 1:3 წააგო. არადა, თავიდან ადამ ლალანას გოლით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს ჯეისონ პოანჩეონმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში უილფრიდ ზაჰამ სტუმრები დააწინაურა, ხოლო ბოლო წუთზე გლენ მიურეიმ პენალტი შეასრულა და მხოლოდ დამატებაზე გაიტანა.

ეს იყო "ლივერპულის" კაპიტნისა და ლეგენდის, სტივენ ჯერარდის უკანასკნელი თამაში "ენფილდზე" "ლივერპულის" მაისურით. კაპიტანს, მხურვალე გაცილება მოუწყვეს, ის მომავალ სეზონს "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გაატარებს.

სტივენ ჯერარდი (ლივერპული): "ძალიან უჩვეულო იყო, ემოციებისგან დავიცალე. ცუდია, რომ ამ ფანებისთვის ვეღარ ვითამაშებ. მადლობა მათ, ისინი მსოფლიოში ყველაზე ერთგულები არიან. ბევრი კლუბის ფანები მინახავს კარიერის განმავლობაში, მაგრამ ჩვენები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. მივდივარ, მაგრამ კლუბი საიმედო ხელში, "ლივერპულს" კარგი მეპატრონეები და შესანიშნავი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი ჰყავს".

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "საუთჰემპტონის" 6:1 გამარჯვება "ასტონ ვილაზე". მარცხის მიუხედავად, ტიმ შერვუდის გუნდმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამ შეხვედრაში პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა - სადიო მანემ 2 წუთსა და 56 წამში შეასრულა ჰეთ თრიკი. მან რობი ფაულერის რეკორდი დაამხო, რომელიც 4 წუთსა და 33 წამს შეადგენდა.

სენეგალელმა ნახევარმცველმა ერთი საგოლე პასიც მიითვალა, მან გრაციანო პელეს გაატანინა. შეინ ლონგმა ამ შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ბოლოს ასეთი რამ ლუის სუარესმა შეძლო პრემიერლიგაში.

სტუმართა პრესტიჟის გოლი კრისტიან ბენტეკეს ანგარიშზეა.

საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 6:1

გოლები: 1:0 მანე (13), 2:0 მანე (14), 3:0 მანე (16), 4:0 ლონგი (26), 5:0 ლონგი (38), 5:1 ბენტეკე (45), 6:1 პელე (81)

ბარნლი-სტოკი 0:0

ქპრ-ნიუკასლი 2:1

გოლები: 0:1 რივიერი (24), 1:1 ფილიპსი (54), 2:1 ფერი (61)

სანდერლენდი-ლესტერი 0:0

ტოტენჰემი-ჰალი 2:0

გოლები: 1:0 შადლი (54), 2:0 როუზი (61)

ვესტ ჰემი-ევერტონი 1:2

გოლები: 1:0 დაუნინგი (62), 1:1 ოსმანი (68), 1:2 ლუკაკუ (93)

ლივერპული-კრისტალ პალასი 1:3

გოლები: 1:0 ლალანა (26), 1:1 პანჩეონი (43), 1:2 ზაჰა (60), 1:3 მურეი (91)

შენიშვნაL: მურეიმ (კრ. პალასი) ვერ გამოიყენა პენალტი (91)

1. ჩელსი - 84 ქულა; 2. სიტი - 73; 3. არსენალი - 70; 4. მანჩესტერი - 68; 5. ლივერპული - 62.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს