ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XXXIII ტური: ბოლოს დიდი ამბები იქნება [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXXIII ტური: ბოლოს დიდი ამბები იქნება [VIDEO]

"ბაიერნმა" ზედიზედ მესამე ტურში წააგო
* კევინ დე ბრუინმა 21-ე შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რითაც ბუნდესლიგის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც "ვოლფსბურგის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ჟვეჟდან მიშიმოვიჩს ეკუთვნოდა და კლუბის ერთადერთ საჩემპიონო სეზონში (2008-09) იყო დამყარებული.

* "ვოლფსბურგი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც შინ არც ერთი მატჩი არ წააგო. ბოლოს ასეთი რამ "ჰანოვერმა" შეძლო 2011-12 წლების სეზონში.

* ბასტიან შვაინშტაიგერმა "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-500 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა, რითიც დაეწია კლუბის ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს.

* "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეექვსე საშინაო მატჩი მოიგო ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

* ჰაქან ჩალჰანოგლუმ სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა ჯარიმიდან. მას ერთი გოლი უკლია სტანდარტულიდან მარიო ბასლერის რეკორდის (1995-96) გამეორებამდე.

გერმანიაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა - შაბათს ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძოდა ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. არც ერთი არ გავარდნილა, მაგრამ არც დაუბევებია ადგილი მთავარ ლიგაში. უფრო მეტიც, ძალიან რთულია ამ რბოლაში აშკარა აუტსაიდერისა თუ ფავორიტის დასახელება...

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "შტუტგარტი" "ჰამბურგს" მასპინძლობდა. ჰამბურგელებმა ბოლო სამ მატჩში შვიდი ქულა აიღეს, ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქში კი ბოლო ხუთ მატჩში სამჯერ ჰქონდათ მოგებული.

და აუტსაიდერებს შორის პირველი გოლი სწორედ "ჰამბურგმა" გაიტანა. ნახევარმცველმა გოიკო კაჩარმა ზედიზედ მესამე მატჩში შეაგდო, მაგრამ თუ წინა ორ შემთხვევაში მის გოლებს ლაბადიას შეგირდებისთვის ქულები მოჰქონდა, ამჯერად, ჩრდილოელები ხელცარიელნი დარჩნენ.

"შვაბები" ანგარიშის გასათანაბრებლად წინ ავიდნენ, აზარტითა და გონებით მოქმედებდნენ და უკვე შესვენებამდე სრულიად დამსახურებულად დაწინაურდნენ ("შტუტგარტს" 22 დარტყმა ამ სეზონში არასოდეს ჰქონია). ჯერ გუნდის კაპიტანმა კრისტიან გენტნერმა გამოიჩინა თავი, შემდეგ მარტინ ჰარნიკმა კუთხურიდან გაიტანა.

იქვე გინჩეკს შეეძლო უპირატესობის ორამდე გაზრდა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა. მეორე ტაიმში "შტუტგარტმა" კიდევ რამდენიმე შანსი გაანიავა ("ჰამბურგის" მეკარე რენე ადლერს 9 დარტყმის მოგერიება მოუწია), თუმცა სასურველ შედეგს მიაღწია და ბოლოდან მე-16 ადგილამდე ავიდა.

"ჰანოვერს" მძიმე მატჩი ელოდა სტუმრად "აუგსბურგთან". მასპინძლები შინ რვა მატჩია არ მარცხდებოდნენ, "ჰანოვერს" კი 16-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ამ გუნდის ბოლო მოგება 16 დეკემბრით თარიღდებოდა სწორედ "აუგსბურგის" წინააღმდეგ. სხვათა შორის, ეს გუნდები მეათედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და "ჰანოვერს" არც ერთხელ არ ჰქონდა წაგებული.

სტუმრებმა გააგრძელეს ეს სერია თავიანთი კაპიტნის, ლარს შტინდლის წყალობით, რომელიც ამ სეზონის შემდეგ ტოვებს გუნდს. თავდაპირველად ნახევარმცველმა ახლოდან შეუცვალა მიმართულება ჯიმი ბრიანის გადაცემას. "აუგსბურგმა" ეს გოლი გაქვითა - ბაბას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი პოლ ვერჰაეგმა გამოიყენა.

მაგრამ შესვენების შემდეგ ისევ ქვედასაქსონელებმა იაქტიურეს და კვლავ ბრიანის პასით შტინდლმა დუბლის შესრულება შეძლო. "ჰანოვერმა" წელს პირველად მოიგო, როცა მისმა კაპიტანმა გოლი გაიტანა. შტინდლს ამ სეზონში უკვე ათი გოლი დაუგროვდა, იმ დროს, როცა წინა ოთხ სეზონში ერთად 9 გოლი გაიტანა.

მთელი გასული კვირის განმავლობაში "შალკეს" ბანაკიდან საინტერესო ამბები ვრცელდებოდა. კლუბმა უარი თქვა სემისა და ბოატენგის სამსახურზე, აგრეთვე, ვარჯიშებს ჩამოაშორა ჰიოგერი. ამით გუნდმა უკვე დაიწყო მომდევნო სეზონისთვის მზადება, თუმცა ევროპალიგაზე გასვლის ამოცანა არავის გაუუქმებია. ამ მხრივ კი, "შალკემ" გაირთულა საქმე, რადგან ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო და ბოლო შვიდში ორად ორი გაიტანა.

მოკლედ, "მეშახტეებს" რეაბილიტაცია მართებდათ, მაგრამ პირველ ტაიმში უფრო სახიფათოდ "პადერბორნი" თამაშობდა, რომელმაც რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭა (სულ სტუმრებმა 22 დარტყმა შეასრულეს). "შალკემ" უფრო საინტერესოდ შესვენების შემდეგ ითამაშა, თუმცა მეტოქის დახმარების გარეშე მაინც ვერ მოიგო: ბოლოსკენ ჰიუნემაიერნმა ჰუნტელაართან საჰაერო ორთაბრძოლაში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მისი გუნდი ბოლო ადგილამდე დაეშვა. "პადერბორნმა" ამ სეზონში მეცხრამეტედ გაუშვა გოლი ბოლო 15 წუთში.

ყველაზე რთული ამოცანა "ფრაიბურგის" წინაშე იდგა, რომელიც საკუთარ მოედანზე "ბაიერნს" იღებდა - გუნდს, რომელიც 19 წელია არ ჰყავდა დამარცხებული. რეკორდმაისტერს ამ სეზონში არანაირი მოტივაცია აღარ დარჩა, მაგრამ ჩვეულ სტილში დაიწყო - ბურთი დაუმალა მეტოქეს და ძალიან მალე სრულიად დამსახურებულად გახსნა ანგარიში ბასტიან შვაინშტაიგერის გოლის წყალობით.

მაგრამ "ფრაიბურგმა" იოლად დანებება არ ისურვა და პასუხის გაცემა დაიწყო. ადმირ მეჰმედის გოლი უდიდეს მონდომებასა და იმავე შვაინშტაიგერის შეცდომას მოჰყვა.

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა და "ფრაიბურგს" შეეძლო, პრეტენზია გამოეცხადებინა პენალტზე, როცა რაფინიამ საჯარიმოში მეჰმედი წააქცია. მოგვიანებით მასპინძლებსაც გაუმართლათ - შვაინშტაიგერის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ალკანტარამ კი შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, გამარჯვების გოლი მეჰმედის ნაცვლად მოედანზე შესულმა ნილს პეტერსენმა გაიტანა. ექსბაიერნელმა მეორე წრის 11 მატჩში მერვედ შეაგდო, აქედან ხუთჯერ მაშინ, როცა შეცვლაზე შედიოდა მოედანზე.

"ბაიერნმა" ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ წააგო, რაც 1998 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა გუნდს ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა.

იხილეთ ვიდეო

საბოლოოდ დასრულდა ბრძოლა მესამე ადგილისთვის. ბრემენში მოგებით "გლადბახმა" 13 მატჩამდე გააგრძელა წაუგებელი სერია და გაინაღდა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. საინტერესოა, რომ "ბორუსიამ" გასულ კვირას 26-წლიანი პაუზის შემდეგ შინ პირველად მოუგო "ლევერკუზენს", ახლა კი 28-წლიანი სერია შეწყვიტა და პირველად გაიმარჯვა "ვერდერის" მოედანზე.

რაც შეეხება "გლადბახის" კონკურენტ "ლევერკუზენს", მას მეოთხე ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება. ეს გუნდი მეხუთედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში. წინა ოთხ შემთხვევაში "ფარმაცევტები" ახერხებდნენ ამ ბარიერის გადალახვას.

გერმანიის თასის ფინალის რეპეტიცია გაიმართა ვოლფსბურგში. ადგილობრივმა კლუბმა წლევანდელ სეზონში მეათედ გახსნა ანგარიში მატჩში პირველივე დარტყმით, ხოლო "დორტმუნდმა" მეოთხედ გაუშვა გოლი პირველივე წუთზე. მართალია, ობამეიანგის პენალტით სტუმრებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმშიც სწრაფი გოლი გაუშვეს - ბუნდესლიგის ყველაზე სახიფათო მცველმა ნალდომ სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა. წაგების მიუხედავად, "დორტმუნდმა" შეინარჩუნა მეშვიდე ადგილი, რომელიც გაისად ევროპალიგაზე თამაშის უფლებას იძლევა.

იხილეთ ვიდეო

ბუნდესლიგა. XXXIII ტური

16 მაისი

შალკე-პადერბორნი 1:0

გოლი: 1:0 ჰიუნემაიერი (88-ს. კ.)

შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი (57. ბარნეტა), მატიპი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი, კირხოფი (46. გორეტცკა), აოგო, ფარფანი, მაიერი, ჩუპო-მოტინგი (46. დრაქსლერი), ჰუნტელაარი.

პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, შტროდიკი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი (85. ციგლერი), ქოჩი (76. კაჩუნგა), შტოპელკამპი, რუპი, ლაკიჩი (69. კუტჩკე).

გაფრთხილება: ფარფანი, ნასტასიჩი - ბრიუკნერი, ციგლერი

კუთხური: 11-9 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 17(3)-22(4) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 61 973

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:0

გოლები: 1:0 ჩალჰანოგლუ (45+1), 2:0 კისლინგი (61)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (81. ბიონიში), იედვაი, თოფრაქი, ვენდელი, როლფესი (77. გონსალო კასტრო), რაინარტცი, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი (59. ბრანდტი), კისლინგი.

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, აბრაჰამი, შტრობლი, კიმი (76. შალაი), პოლანსკი, შვეგლერი, ფოლანდი, რუდი (62. ამირი), ელიუნუსი (62. სალიჰოვიჩი), მოდესტე.

გაფრთხილება: თოფრაქი, როლფესი

კუთხური: 4-9 ჯარიმა: 19-13 თამაშგარე: 7-4 კარში დარტყმა: 13(4)-16(5) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 28 000

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 2:1

გოლები: 1:0 კალიჯური (1), 1:1 ობამეიანგი (11-პენ), 2:1 ნალდო (49)

ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კლოზე, როდრიგესი (77. ვიეირინია), გილავოგი, არნოლდი, პერიშიჩი (86. ჰანტი), დე ბრუინი, კალიჯური (90. შიურლე), დოსტი.

დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (76. პიშჩეკი), გიუნდოგანი, კელი, მხითარიანი, კაგავა (70. როისი), კამპლი (70. იმობილე), ობამეიანგი.

გაფრთხილება: ბენალიო, პერიშიჩი, კლოზე, დე ბრუინი - სუბოტიჩი, გიუნდოგანი

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 11-11 თამაშგარე: 6-4 კარში დარტყმა: 12(8)-17(3) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 30 000

მაინცი-კიოლნი 2:0

გოლები: 1:0 კოო (47), 2:0 ხაირო (83)

მაინცი: კარიუსი, ბენგტსონი, ბუნგერტი, ნოვესკი (87. ალაგუი), პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლასისი (73. დიასი), მალი, კოო (81. ხაირო), ოკაზაკი.

კიოლნი: კესლერი, ბრეჩკო (64. დეივერსონი), მაროჰი, მავრაი, ჰექტორი, მატუშიკი (75. ჰალფარი), ფოგტი, რისე, ნაგასავა (55. შვენტო), ფინე, ოსაკო.

გაფრთხილება: ნოვესკი - ფოგტი, დეივერსონი

კუთხური: 2-5 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 18(6)-12(4) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 34 000

აუგსბურგი-ჰანოვერი 1:2

გოლები: 0:1 შტინდლი (24), 1:1 ვერჰაეგი (30-პენ), 1:2 შტინდლი (54)

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, ბაიერნი, კორი (78. მიოლდერსი), ფოილნერი (55. ჰოიბერგი), ჰალილ ალთინთოფი (67. ესვაინი), ტობიას ვერნერი, ბობადილია.

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, ს. სანე, ანდრეასენი (71. გიულსელამი), შტინდლი, კიიოტაკე (79. ქარამანი), პრიბი, ბრიანი (83. ფელიპე).

გაძევება: ვერჰაეგი (90. აუგსბურგი), ბობადილია (90+5. აუგსბურგი) - ჰ. საკაი (78. ჰანოვერი)

გაფრთხილება: მიოლდერსი - შტინდლი, გიულსელამი

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 20-18 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 8(2)-8(3) ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 30 500

ჰერტა-აინტრახტი 0:0

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ჰარაგუჩი, ნ. შულცი, შტოკერი (77. რონი), კალუ.

აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოშჩიპკა, იგნიოვსკი (58. ფლუმი), ჰასებე, აიგნერი, ჯაკპა, შტენდერა (90+1. ვალდესი), სეფეროვიჩი.

გაფრთხილება: ბრუქსი, ლუშტენბერგერი, პეკარიკი - ოშჩიპკა, სამბრანო, ჰასებე, ჯაკპა, აიგნერი

კუთხური: 4-4 ჯარიმა: 19-22 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 9(2)-1(0) ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 60 168

ვერდერი-გლადბახი 0:2

გოლები: 0:1 რაფაელი (53), 0:2 რაფაელი (86)

ვერდერი: კასტელსი, გერბესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ბარგფრედე (78. ლუკიმია), ბარტელსი (71. ჰაიროვიჩი), იუნუზოვიჩი, იოზთუნალი (88. ბუში), დი სანტო, ზელკე.

გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ალვარო დომინგესი, ბროუერსი, ვენდტი, ჯაკა, კრამერი, ჰერმანი (82. ჰანი), ჯონსონი (79. აზარი), რაფაელი (90. ნორდტვეიტი), კრუზე.

გაფრთხილება: - იანტჩკე

კუთხური: 5-4 ჯარიმა: 13-7 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 19(3)-14(7) ბურთის ფლობა: 36%-64%

მაყურებელი: 42 100

ფრაიბურგი-ბაიერნი 2:1

გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (13), 1:1 მეჰმედი (33), 2:1 პეტერსენი (89)

ფრაიბურგი: ბიურკი, მუიჯა (85. ფილიპი), კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი, ჰიოფლერი, დარიდა, შმიდი, კლაუსი (73. ფრანტცი), გუედე, მეჰმედი (86. პეტერსენი).

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი, ჩაბი ალონსო (63. მიულერი), როდე (72. ლამი), შვაინშტაიგერი (72. ტიაგო ალკანტარა), ვაიზერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: გუედე

კუთხური: 2-10 ჯარიმა: 16-15 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 9(3)-17(6) ბურთის ფლობა: 28%-72%

მაყურებელი: 24 000

შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1

გოლები: 0:1 კაჩარი (12), 1:1 გენტნერი (27), 2:1 ჰარნიკი (35)

შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, რიუდიგერი, კლაინი, სერეი დიე (90+1. ორიოლ რომეუ), გენტნერი, ჰარნიკი (86. ტიმო ვერნერი), დიდავი (78. მაქსიმი), კოსტიჩი, გინჩეკი.

ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი, კაჩარი, ვან დერ ვაარტი, იანსენი (64. შტიბერი), ილიჩევიჩი, ლასოგა (59. რუდნევსი), ოლიჩი.

გაფრთხილება: დიდავი - ადლერი, ოლიჩი, კაჩარი, ვან დერ ვაარტი, ვესტერმანი

კუთხური: 9-2 ჯარიმა: 10-19 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 22(10)-7(1) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 60 000

ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 16 - დოსტი (ვოლფსბურგი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

23 მაისი:

ბაიერნი-მაინცი, დორტმუნდი-ვერდერი, გლადბახი-აუგსბურგი, აინტრახტი-ლევერკუზენი, კიოლნი-ვოლფსბურგი, ჰამბურგი-შალკე, ჰანოვერი-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-ჰერტა, პადერბორნი-შტუტგარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]

"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს

"ლევერკუზენმა" ბომბა შეიძინა

ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს

"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა

"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა

"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა

კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს

"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს

სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა

ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...

"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება

ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!

ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]

"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს

Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს

"ბაიერნის" მოულოდნელი მარცხი და შანსი "დორტმუნდს"

fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]

"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ

ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა

კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია

"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]