რას ერჩის ბერარდი "მილანს"?
ვიდეო: ინტერი-იუვენტუსი 1:2

* "პალერმოსთან" მარცხით, "კალიარიმ" სერია A-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს.

* სერია B-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სერია A-ს საგზური "ფროზინონემ" მოიპოვა.

* გარკვეულია სამივე გუნდი, რომლებმაც სერია A დატოვეს: "კალიარი", "ჩეზენა", "პარმა".

* გარკვეულია ორი გუნდი, რომლებიც მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებენ: "კარპი" და "ფროზინონე", ხოლო მესამე საგზურისთვის გაიმართება პლეი ოფი.

დიდ იტალიურ დერბიში მოხდა ის, რასაც ბევრი არ ელოდა - ევროპალიგის საგზურის მოპოვებისთვის მებრძოლი "ინტერი" უმოტივაციო და ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე "იუვენტუსმა" დაამარცხა. ამით მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთი თავით მაღლა დგას კონკურენტებზე, რობერტო მანჩინის მუშაობას კი ჯერჯერობით შედეგი არ მოაქვს.

დიდი იტალიური დერბი

ფრედი გუარინის ტრავმას თუ არ ჩავთვლით, რობერტო მანჩინის განკარგულებაში ყველა წამყვანი ფეხბურთელი იყო, მასიმილიანო ალეგრიმ კი მეტოქეს სანახევროდ მეორე შემადგენლობა დაუპირისპირა. კარში მარკო სტორარი ვიხილეთ, დაცვაში - სიმონე პადოინი, ნახევარდაცვაში - სტეფანო სტურარო, რომულო სოუზა და რობერტო პერეირა, ხოლო შეტევაში - ალესანდრო მატრი. საერთოდ არ იყვნენ განაცხადში ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და კარლოს ტევესი. მოკლედ, ალეგრიმ წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და მიუხედავად ამისა, მოიგო...

არადა, თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე მაურო იკარდიმ გახსნა ანგარიში. უნდა შევაქოთ მარსელ ბროზოვიჩი, რომლის დარტყმულსაც მოჰყვა შედეგიანი რეკოშეტი და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ გოლი მის ანგარიშზე ჩაეწერათ. ასეა თუ ისე, "ინტერი" წინ გავიდა და თითქოს, მთელი მატჩი მასპინძელთა კარნახით უნდა წარმართულიყო...

რეალობა სხვაგვარი გამოდგა, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს, კლაუდიო მარკიზიომ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე კი ალვარო მორატამ მეორე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

ორი რამ უნდა აღვნიშნოთ - ერთი, რომ პენალტი იყო საეჭვო და მეორე, მორატას გოლის დროს სამირ ჰანდანოვიჩმა უხეში შეცდომა დაუშვა. ბოლოს, ისიც დავძინოთ, რომ სტორარიმ ბუფონი ბრწყინვალედ შეცვალა და არაერთხელ იხსნა "იუვე" გაშვებული გოლისგან, ერთხელ კი მცირე სასწაული მოახდინა, როდესაც ჯერ როდრიგო პალასიოს აუღო ურთულესი დარტყმა და შემდეგ, დამატებაზე არც მაურო იკარდის მისცა გატანის საშუალება...

"იუვენტუსმა" სრულიად არასაჭირო სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, "ინტერს" კი მცირე შანსი დარჩა იმისთვის, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვოს.

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ვფლობდით და შეგვეძლო, ანგარიში 2:0, ან 3:0 გაგვეხადა, მაგრამ ბედის ირონიით, აქეთ გავუშვით. მეორე ნახევარში შეცდომებს ვუმატეთ და დავისაჯეთ კიდეც. რთული იქნება ევროსაგზურის მოპოვება და მიზანსაც რომ ვერ მივაღწიოთ, ჩვენი გეგმა არ შეიცვლება. ახალ გუნდს ვაკეთებთ და ეს მხოლოდ გზის დასაწყისია; ზაფხულში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ, რომ თამაშის ხარისხი ამაღლდეს".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "უნდა შევაქო ჩემი შეგირდები, რომლებმაც კარგი თამაში აჩვენეს და დამსახურებულად მოიგეს. "ინტერი" მაღალი კლასის გუნდია, მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და მიუხედავად ამისა, სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ. ალვარო მორატამ დიდი პროგრესი განიცადა, უფრო თავდაჯერებულია და რაც მთავარია, კიდევ შეუძლია მომატება. იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებისთვის უნდა მოვემზადოთ, ესაა ჩვენი მთავარი მისია".

"ლაციომ" "სამპა" დასცა

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა გენუაში, სადაც ერთმანეთს ევროსაგზურებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ. "სტადიო მარასიზე", 35 000 გულშემატკივრის თვალწინ, "სამპდორიამ" კიდევ ერთი მატჩი წააგო და "ლაციოს" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაუთმო. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში სანტიაგო ჯენტილეტიმ შეაგდო. მთლიანობაში, მძიმე მატჩი იყო, ბევრი ბრძოლით, ხისტი თამაშით და ნახევარმომენტებით ორივე კართან - ისეთი თამაში, ერთმა გოლმა რომ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ეს ერთი გოლი გენუელთა კარში გავიდა...

მატჩის შემდეგ "ბიანკოჩელესტეს" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ მადლობა გადაუხადა შეგირდებს თავდადებული თამაშისთვის, შემდეგ კი "ლეგა კალჩო" გააკრიტიკა:

"იტალიის თასის ფინალი 7 ივნისს იყო დანიშნული და სწორედ ამ მატჩით ვაპირებდით სეზონის დასრულებას. ამ თამაშის 20 მაისს გადმოტანა უსამართლობაა, რადგან ამით, "იუვენტუსს" დიდი უპირატესობა ეძლევა. ტურინელებმა უკვე მოიპოვეს სკუდეტო და შეუძლიათ, რომ წამყვანი ფეხბურთელები დაასვენონ, ჩვენ კი სერია A-შიც გვაქვს მიზანი და იძულებულნი ვართ, რომ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯოთ. "სამპდორიასთან" უმძიმესი პაექრობის შემდეგ თასისთვის უნდა ვიბრძოლოთ და მოსამზადებლად მხოლოდ სამი დღე გვაქვს".

ბერარდიმ "მილანი" გააწამა

გემახსოვრებათ, გასულ სეზონში "სასუოლომ" "მილანს" 4:3 მოუგო და დომენიკო ბერარდიმ იმ შეხვედრაში პოკერი შეასრულა. ამჯერად, "სასუოლომ" 3:2 სძლია იმავე "მილანს" და ბერარდიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მოკლედ, ახალგაზრდა ფორვარდს ლომბარდიული გრანდი დაბრიყვებული ჰყავს და უტანს იმდენს, რამდენიც გაუხარდება.

მოკლედ, "მილანმა" მორიგი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ათეულს მიღმა დაეშვა. თვითონ თამაში სკანდალური გამოვიდა, სტუმრებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს, ბერარდის მესამე გოლი კი შეიძლებოდა არც ჩათვლილიყო, რადგან რთული სათქმელია, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. დიახ, არც ფოტოებზე და არც ვიდეოგამეორებაზე არ ჩანს, იყო თუ არა გოლი...

ასეა თუ ისე, "მილანმა" მორიგი მატჩი წააგო, ფილიპო ინძაგიზე კი ამბობენ, რომ შესაძლოა, ზაფხულში სწორედ "სასუოლოს" ჩაუდგეს სათავეში...

იხილეთ ვიდეო

სერია A. XXXVI ტური

16 მაისი

ინტერი-იუვენტუსი 1:2

გოლები: 1:0 იკარდი (9), 1:1 მარკიზიო (42-პენ.), 1:2 მორატა (83)

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია (89. გნუკური), ვიდიჩი, ჟუანი - კოვაჩიჩი, მედელი, ბროზოვიჩი (82. პოდოლსკი) - შაქირი (71. ნაგატომო) - პალასიო, იკარდი

იუვენტუსი (4-3-1-2): სტორარი - ლიხტშტაინერი (56. ოგბონა), ბარძალი, ბონუჩი, პადოინი - სტურარო, მარკიზიო, რომულო - პერეირა (78. პოგბა) - მორატა, მატრი (66. ლორენტე)

გაფრთხილება: რანოკია, ბროზოვიჩი, ვიდიჩი, კოვაჩიჩი, ჟუანი - მორატა, ლიხტშტაინერი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 21-7; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16-11 (7-4); ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 70 000

სამპდორია-ლაციო 0:1

გოლი: 0:1 ჯენტილეტი (54)

სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - ასკუა (62. რიცო), პალომბო (81. ოკაკა), ობიანგი - სორიანო - მურიელი, ეტოო (61. ბერგესიო)

ლაციო (4-3-3): ბერიშა - ბასტა, ჯენტილეტი (76. დე ვრი), სიანი, რადუ - პაროლო, ლედესმა, ლულიჩი - კანდრევა (84. მაური), ანდერსონი, კლოზე (70. ჯორჯევიჩი)

გაფრთხილება: პალომბო, სილვესტრი (სამპდორია)

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 6-8 (1-2); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 35 000

17 მაისი

სასუოლო-მილანი 3:2

გოლები: 1:0 ბერარდი (13), 2:0 ბერარდი (31), 2:1 ბონავენტურა (33), 2:2 ალექსი (51), 3:2 ბერარდი (77)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ფონტანეზი (74. მანიანელი), აჩერბი, კანავარო, პელუზო - ტაიდერი (61. ბრიგი), მისიროლი, ბიონდინი - სანსონე (70. ფლორო ფლორესი), ბერარდი, ძაძა

მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე (46. სუსო), ალექსი, პალეტა, ბონერა - ვან გინკელი, დე იონგი, პოლი - ბონავენტურა, ჰონდა (78. ელ შაარავი), დესტრო (68. პაცინი)

გაფრთხილება: მისიროლი, კონსილი - ბონერა, ჰონდა, ელ შაარავი, პალეტა

გაძევება: ბინავენტურა (57. მილანი), სუსო (90. მილანი)

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 5-8 (5-3); ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 15 000

ატალანტა-ჯენოა 1:4

გოლები: 1:0 პინილია (18-პენ.), 1:1 პავოლეტი (30), 1:2 ბერტოლაჩი (57), 1:3 იაგო (61), 1:4 იაგო (73)

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ბელინი, სტენდარდო, კერუბინი (75. ბენალუანი), დრამე - ჩიგარინი (60. მორალესი), მილიაჩო, კარმონა - დალესანდრო (66. ბიანკი), გომესი, პინილია

ჯენოა (4-3-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, ისკო, ედენილსონი - რინკონი, ბერტოლაჩი (84. მანდრაგორა), კუცკა - ლესტინი (67. ბერგდიში), იაგო (87. ტამბე), პავოლეტი

გაფრთხილება: მილიაჩო, კარმონა, პინილია - ისკო

კუთხური: 6-7; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-11 (5-7); ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 20 000

კალიარი-პალერმო 0:1

გოლი: 0:1 ვასკესი (9)

კალიარი (4-3-1-2): ბრკიჩი - ბალცანო (84. ლონგო), როსეტინი, დიაკიტე, აველარი - ეკდალი, დესენა, დონსა (46. ჟოაო პედრო) - მპოკუ (63. საუ) - კოპი, ფარიასი

პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - კუაიზონი (90. ბენტივენია), რიგონი (67. დელა როკა), ჩოჩევი, მატო (88. მარესკა), დაპრელა - ვასკესი - ბელოტი

გაფრთხილება: ბალცანო, ეკდალი, დიაკიტე - რიგონი, ჩოჩევი, გონსალესი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-13 (7-6); ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 10 000

ვერონა-ემპოლი 2:1

გოლები: 0:1 საპონარა (6), 1:1 მორასი (24), 2:1 სალა (67)

ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი - ობადი, ობადი, ალფრედსონი (83. ხრისტოდოლოპულოსი) - სალა (90. მარკეში), ტალები (38. ფერნანდინიო), ტონი

ემპოლი (4-3-1-2): ბასი - ლაურინი, რუგანი, ბარბა, უსაი - ვესინო (57. კროჩე), ვალდიფიორი, ზელინსკი (78. ვერდი) - საპონარა - მაკარონე (72. მჭედლიძე), პუჩარელი

გაფრთხილება: ფერნანდინიო - კროჩე, ვერდი

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-13 (4-6); ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 20 000

ტორინო-კიევო 2:0

გოლები: 1:0 მაქსი ლოპესი (51), 2:0 მაქსი ლოპესი (69)

ტორინო (4-4-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, იანსენი (68. გლიკი), მორეტი, დარმიანი - ვივესი, გაცი, ელ ქადური (85. ბენასი), გაბრიელ სილვა (72. მოლინარო) - მარტინესი, მაქსი ლოპესი

კიევო (4-4-2): ბარდი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ბირაგი - კრისტიანსენი (76. პელისიერი), ისკო, რადოვანოვიჩი, ბირსა (57. ბოტა) - პალოსკი, მეჯორინი (65. ფეტფატციდისი)

გაფრთხილება: მაკსიმოვიჩი, გაბრიელ სილვა, მორეტი (ტორინო)

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-6 (8-1); ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 18 000

რომა-უდინეზე 2:1

გოლები: 0:1 პერიცა (19), 1:1 ნაინგოლანი (45), 2:1 ტოროსიდისი (65)

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - პიანიჩი (87. ლიაიჩი), ნაინგოლანი, დე როსი - იბარბო, იტურბე (82. დუმბია), ტოტი (75. კეიტა)

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ერტო, პირისი - ბადუ, პინცი (73. ფერნანდეში), ალანი - გილიერმე (82. გეიხო) - ტერო, პერიცა (66. კონე)

გაფრთხილება: ტოროსიდისი, ნაინგოლანი, პიანიჩი - ერტო, პირისი

კუთხური: 10-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-8(6-3); ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 55 000

იხილეთ ვიდეო

18 მაისი

ფიორენტინა-პარმა 21:00

ნაპოლი-ჩეზენა 23:00

ბომბარდირები: 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 19 - მაურო იკარდი (ინტერი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო).

მომდევნო ტური

23 მაისი:

პალერმო-ფიორენტინა, იუვენტუსი-ნაპოლი;

24 მაისი:

ემპოლი-სამპდორია, კიევო-ატალანტა, ჩეზენა-კალიარი, პარმა-ვერონა, ჯენოა-ინტერი, ლაციო-რომა, უდინეზე-სასუოლო, მილანი-ტორინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"რომას" სალაჰის დაბრუნება სურს, თუმცა...
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი