ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 25-28 ივნისს ბაქოში იჭიდავებს ევროპის პირველ თამაშებში
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 25-28 ივნისს ბაქოში იჭიდავებს ევროპის პირველ თამაშებში.

წინასწარ გეტყვით, რომ მწვრთნელს სიახლე არ შემოუთავაზებია და ისევ ნაცნობ, "ტრადიციულ" გუნდს დაეყრდნო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ორი წონა გამოტოვა, თუმცა სხვების გაორების გამო მაინც სრულად დაკომპლექტებული ნაკრები მიჰყავს.

ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) - აი, ასეთი შემადგენლობით იასპარეზებენ ჩვენები ბაქოში.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე, ერთადერთი გულდასაწყვეტი ისაა, რომ გუნდში წლეულს საგრძნობლად მოძლიერებული და პროგრესირებადი ლუხუმ ჩხვიმიანის (60) ადგილი ვერ მოიძებნა.

ერთი მონაწილე ქალთა ტურნირშიც გვეყოლება - ისევ ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამი (70), ვინც ლიცენზიის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს. მოგეხსენებათ, მან ამ ზამთარს ხელზე ოპერაცია გაიკეთა, აწუხებდა წელიც, თუმცა ეს პრობლემები უკვე მოაგვარა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მან უკვე იჭიდავა შეჯიბრებებშიც, ამჟამად კი ისრაელშია და იქ ორკვირიან შეკრებას გადის.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ისრაელში გადავიდა ჰოლანდიის ნაკრებში მისი ერთ-ერთი კონკურენტი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, უფროსებში კი ევროპის ფინალისტი ლინდა ბოლდერი.

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა