ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არიგო საკის სკანდალური განცხადება

არიგო საკის სკანდალური განცხადება

და მარკო მატერაცის პასუხი
იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი არიგო საკი "რაი სპორტს" ესტუმრა და აქტუალურ თემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ბუნებრივია, საკი შეეხო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსის" გასვლას და "მილანში" არსებულ კრიზისს, მის ერთ განცხადებას კი დიდი ხმაური მოჰყვა...

"მილანის" კრიზისი

"მილანში" კარგი პროექტი და ფული სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებული კრიზისი დაძლიონ და გუნდს ძველი დიდება დაუბრუნონ. დგება მომენტი, როდესაც არაფერი გამოგდის და ასეთ დროს, სრული რეორგანიზაციაა საჭირო.

სილვიო ბერლუსკონიმ კარგად იცის, რომ კლუბის ასაღორძინებლად ინვესტორია საჭირო და კარგია, რომ ამას არც თვითონ მალავს. თუმცა, მხოლოდ ფული წარმატების გარანტია ვერ იქნება და იქ უკვე პროექტმაც უნდა იმუშაოს. მაგალითად "იუვენტუსის" მოყვანაც შეიძლება, სადაც სწორად მუშაობენ და შედეგიც სახეზეა.

ვისურვებდი, რომ "მილანში" ისეთი პერსონები გამოჩნდნენ, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა და დემეტრიო ალბერტინი არიან, რადგან თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს ფეხს უფრო ახალგაზრდები აუწყობენ. მჯერა, რომ "მილანი" დაძლევს ამ კრიზისს.

სერია A

თუ სკუდეტოსთვის ბრძოლას არ ჩავთვლით, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან დაძაბულია. წინ რომაული დერბია და კიდევ არაერთი საინტერესო მატჩი, რომლებსაც მოუთმენლად ველოდები.

ვფიქრობ, კარგი ჩემპიონატი გამოვიდა და მთლიანობაში, სერია A პროგრესირებს. თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა და პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ის, რაც "პარმას" დაემართა, აღარ უნდა განმეორდეს - უფრო მეტად სოლიდარულნი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და ვიზრუნოთ იტალიური ფეხბურთის განვითარებაზე.

"კარპი" და "ფროზინონე" ელიტაში

ვერაფრით დავეთანხმები კლაუდიო ლოტიტოს, რომელმაც "კარპის" და "ფროზინონეს" აღზევებას ელიტარულ ლიგაში იტალიური ფეხბურთისთვის დამღუპველი უწოდა.

სერია A-ში უნდა თამაშობდნენ ის გუნდები, რომლებმაც ეს თამაშით დაიმსახურეს და მათ შორის არიან "კარპი" და "ფროზინონე". სხვა საქმეა, რომ ამ გუნდებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, რაზეც ზემოთაც ვისაუბრე. სავარაუდოდ, ორივე გუნდი სხვა ქალაქში ითამაშებს და ეს არაა კარგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "სასუოლოც" იმავე დღეშია და გამოდის, რომ სერია A-ში სამი ისეთი გუნდი გვეყოლება, რომლებიც საშინაო თამაშებს სხვა ქალაქში ჩაატარებენ.

მაგრამ ბევრად უკეთეს ვითარებაში არც სხვა გუნდები არიან, რადგან სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა მოძველებულია და საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

"იუვეს" წარმატება

"იუვენტუსმა" შესანიშნავ შედეგს მიაღწია და ვფიქრობ, რომ ეს ჯერ კიდევ არაა მაქსიმუმი. ტურინულ გრანდს შეუძლია, რომ ფინალი მოიგოს და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლოს.

"იუვემ" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი აამაღლა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის. 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა "ინტერმაც" მოიგო, მაგრამ ეს იყო სირცხვილი ჩვენი ფეხბურთისთვის, რადგან იმ გუნდში იტალიელი ფეხბურთელები, პრაქტიკულად, არ თამაშობდნენ.

"იუვეს" წარმატებას სულ სხვა ფასი აქვს და ამიტომ ფინალში განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ.

მატერაცის პასუხი

საკის განცხადებას, "ინტერთან" დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმეტესობამ ლეგენდარული მწვრთნელი მკაცრად გააკრიტიკა, მათ შორის კი, მარკო მატერაციც გახლდათ.

"ნერაძურის" ყოფილმა მცველმა და იმ გუნდის წევრმა, რომელმაც 2010 წელს ტრიპლეტი შეასრულა, ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"საკის განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან მაშინ "ინტერმა" უდიდესი გამარჯვება თავდაუზოგავი შრომით და სუფთა თამაშით მოიპოვა, ლეგიონერების რაოდენობას კი მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ.

"ინტერმა" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი დაიცვა და ვინც ასე არ ფიქრობს, ძალიან ცდება. ერთი კითხვა მაქვს სენიორ არიგოსთან: მიაღწევდა მისი "მილანი" დიდ გამარჯვებებს ჰოლანდიელების გარეშე? - ველოდები პასუხს ამ კითხვაზე"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• coco

სკანდალი არ ვიცი მარა სირცხვილი ნამდვილადაა როცა მატერაცის ნაირი არარაობა საკუთარ თავს იტალიური ფეხბურთის სახესთან აიგივებს. 2010 წლის ინტერი, მათი ანტიფეხბურთი, მოურინიო და მატერაცი იტალიური კი არა მთლიანად ფეხბურთის სირცხვილი იყო. და მატერაცი რო ამბობს სუფთად მოვიგეთო მეორედ მოსვლაა ეგ მგონი. უსინდისო და არაკაცი იყო და დარჩება კიდეც ეგეთად

• გულშემატკივარი

სუპერ სკანდალ, სუპერ სკანდალ :))))))))))))))))))))))))))))))))))))) რა ცოდო ხართ საწყალო "ჟურნალისტებო"....... :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

• sabonis

სკანდალია მა რაა, კაცმა თქვა ინტერის, მიერ ლიგის მოგება იტალიური ფეხბურთის სირცხვილი იყოო. აბაა რაა სკანდალი ვინ ვისთან წევს იმას რო გაამჟღავნებენ?D

• giorgi

ბატონო პელე, იმავე სიტყვებს გავიმეორებ, რაც თქვენ გამოთქვით.

• მიშა

სათაურებს აძრობთ...სკანდალის გარდა ყველაფერი იყო:) ყველა საიტი ყვითელი პრესის გზას დაადგა მგონი :(

• bibi

მე მგონი ინტერზე გამოთქმული მოსაზრება მონათლა ჯურნალისტმა სკანდალურად. ისე სწორი თქვა ამ კაცმა. ინტერში იმ დროს ერთი ფეხბურთელი (მატერაცი)იყო ძირიტად სასტავში, ისეც ზოგჯერ შეცვლეაზე გამოდიოდა. ნაღდად ტვალში საცემი იყო ეს ყველაფერი.

• pele

რა იყო აქ სკანდალური?

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

საკი: "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

არიგო საკი 78 წლის ასაკში შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

"მილანში" სკუდეტო თითქმის უთამაშებელი ვან ბასტენის გარეშე მოვიგე" - საკი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლაზე

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის

"ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო" - მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა

"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

"შენს დას ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა

კანავარო ზიდანის გაძევებაზე: მატერაციმ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა

"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მატერაცი და ტრეზეგე რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ექსპერტად იმუშავებენ

მატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი