ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროლიგა: მადრიდის "რეალი" - ჩემპიონი 20 წლის შემდეგ

ევროლიგა: მადრიდის "რეალი" - ჩემპიონი 20 წლის შემდეგ

"ოლიმპიაკოსმა" "სამეფო კლუბს" ვერ გაუძლო
ევროპის საუკეთესო გუნდი მადრიდის "რეალი" გახდა, რომელიც დიდი ხანი მიდიოდა ამ ტიტულისკენ - 20 წელი დასჭირდა ჩემპიონთა თასის მეცხრედ მოსაპოვებლად. "ოთხთა ფინალი" მადრიდში გაიმართა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ტრიუმფი მხოლოდ საკუთარი კედლების დამსახურება არ ყოფილა.

ფინალში "ოლიმპიაკოსმა" დაახლოებით ისეთი ტაქტიკა აირჩია, რითაც ცსკა-ს ნახევარფინალი მოუგო. ბერძნები ცდილობდნენ, ძალიან შორს არ გაეშვათ მეტოქე, რის შემდეგაც საქმეში უნდა ჩართულიყო ვასილის სპანულისი, რომელსაც აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული "ოთხთა ფინალში".

მაგრამ სპანულისმა მატჩის ბოლომდე ვერ გაიღვიძა. მისი დახმარება გუნდს მაშინ სჭირდებოდა, როცა არანორმალური მონდომებითა და კონცენტრაციით ბერძნებმა მესამე მეოთხედის პირველ ნაწილში 11-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს და თავად გავიდნენ წინ - 41:40. როგორც კი სპანულისი ბურთს მოითხოვდა, მის წინ მაშინვე აღიმართებოდა გუსტავო აიონი.

მაღალი მექსიკელის წინააღმდეგ სროლას ბერძენი ვერ ბედავდა (ერთხელაც კი არ უცდია ამის გაკეთება) და სხვა გადაწყვეტილებებს ეძებდა, მაგრამ ამისთვის უკვე დრო აღარ რჩებოდა. საბოლოოდ, სპანულისმა სამი ქულით დაასრულა შეხვედრა. საერთოდ, ლოიესკისა და ჰანტერს თუ არ ჩავთვლით, "ოლიმპიაკოსის" რიგებში არავის გამოყოფა არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ თამაში ჩააგდეს სნაიპერებმა (23-დან მხოლოდ ხუთი სამქულიანი გამოიყენეს), საჯარიმოებიც საშინლად შეასრულეს. მაგალითად, სპანულისმა და ლაფაიეტმა ერთად ცხრიდან ორი ჯარიმა ჩააგდეს!

"რეალის" შეტევები ნამდვილი თავსატეხი გახდა ბერძნული გრანდისთვის. "ოლიმპიაკოსის" შეცდომების ხარჯზე მადრიდელებს ყოველთვის რჩებოდათ პერიმეტრზე ერთი თავისუფალი მოთამაშე და ამას ძალიან კარგად იყენებდნენ. 40:41-ზე კეროლმა ზედიზედ 11 ქულა აიღო, ბოლო 14 წუთი კი "რეალმა 38:18 მოიგო. და ეს სწორედ სამქულიანების ხარჯზე გააკეთა.

ამ მხრივ, კეროლს მხარი აუბეს იონას მაჩიულისმა და ანდრეს ნოჩიონიმ. შედეგად, საერთო გუნდური მონაგარის ნახევარი (78-დან 39) მადრიდელებმა შორეული ტყორცნებით აიღეს (43-პროცენტიანი რეალიზაცია). ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "რეალს" მეცხრე ტიტული (პირველი 1995 წლის შემდეგ) არსად გაექცეოდა.

მატჩის შემდეგ არგენტინელი ნოჩიონი "ოთხთა ფინალის" უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს. "ფენერბაჰჩესთან" და "ოლიმპიაკოსთან" მატჩებში სამხრეთამერიკელი სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა მოედანზე და საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა. ასევე, მის ანგარიშზე იყო 13 მოხსნა და სამი დაფარება. "ოთხთა ფინალში" ნოჩიონის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს უდრიდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა კალათბურთელს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს